საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №326აპ-24 თბილისი
მ. მ., 326აპ-24 8 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ-ის ადვოკატ მ. შ-ისა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად მ. მ-ეს ბრალად დაედო:
· გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
· გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;
· გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;
· გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში, --- კორპუსში მდებარე ---ში თანაცხოვრებისას, მ. მ-ე მ. ჭ-ეს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა; თითქმის ყოველდღიურად აგინებდა და მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, კერძოდ: „მახინჯო“, „მსუქანო“, „შენ უტვინო“, „ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ“ და ა.შ. ასევე, სისტემატურად ეჭვიანობდა და აკონტროლებდა მის ქცევას, რის გამოც, მ. ჭ-ე ხშირად ტიროდა, თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას;
o 2022 წლის აგვისტოში, --- კორპუსში მდებარე ---ში, მ. მ-ე მ. ჭ-ეს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, კერძოდ, უთხრა, რომ თუ სხვა მამაკაცს გაიჩენდა, სახეს ისე დაუმახინჯებდა, რომ არავინ შეხედავდა. მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2023 წლის თებერვლის დასაწყისში, --- კორპუსში მდებარე ---ში, მ. მ-ე მ. ჭ-ეს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ქონების დაზიანებით დაემუქრა, კერძოდ, უთხრა, რომ თუ სხვა ბიჭთან დაინახავდა, სახლს გადაუწვავდა. მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2023 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით, 02:00 საათზე, --- კორპუსში მდებარე ---ში, მ. მ-ემ მ. ჭ-ეზე, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ეჭვიანობის გამო „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი წაართვა და სახეში ესროლა მარცხენა თვალთან, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ. მ-ემ იგივე მობილური ტელეფონი განმეორებით ესროლა მ. ჭ-ეს, რომელიც ტუჩის მარჯვენა მხარეს მოხვდა, რის შედეგადაც დაზარალებულს სისხლი წამოუვიდა და ფიზიკური ტკივილი განიცადა;
o 2022 წლის 30 ივლისს, --- კორპუსში მდებარე ---ში, მ. მ-ემ მ. ჭ-ეზე, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ: ანთებული სანთებელა გააჩერა რამდენიმე წამი, როდესაც კარგად გაცხელდა, სანთებელა ჩააქრო და ცხელი მხრიდან მ. ჭ-ეს მარჯვენა მხარზე, დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში, ძლიერად დააჭირა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2023 წლის 31 იანვარს, საღამოს საათებში, --- კორპუსში მდებარე ---ში, მ. მ-ემ მ. ჭ-ეზე, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, იმ მოტივით, რომ, მიწერისთანავე არ შევიდა საძინებელში, ფეხები დაარტყა ფეხებზე, ხელები ურტყა მხარზე და იდაყვი ჩაარტყა კეფაში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში, --- კორპუსში მდებარე ---ში, მ. მ-ემ მ. ჭ-ეზე, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, იმ მოტივით, რომ მ. ჭ-ე არ დაფეხმძიმებულიყო, ფეხი ჩაარტყა მუცელში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში, --- კორპუსში მდებარე ---ში, მ. მ-ემ მ. ჭ-ეზე, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ზურგში ხელი ერთხელ ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში, --- კორპუსში მდებარე ---ში, მ. მ-ემ მ. ჭ-ეზე, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, მარჯვენა ფეხის წვივზე ქუსლი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:
§ მ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის თებერვლის ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 30 ივლისის ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 31 იანვრის ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებისათვის;
§ მ. მ-ე, -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2023 წლის 13 თებერვლიდან 2023 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით – პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
4. განაჩენის მიხედვით, მ. მ-ეს მსჯავრად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
5. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით, 02:00 საათზე, --- კორპუსში მდებარე ---ში, მ. მ-ემ მ. ჭ-ეზე, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ეჭვიანობის გამო „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი წაართვა და სახეში ესროლა მარცხენა თვალთან, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ. მ-ემ მ. ჭ-ეს განმეორებით ესროლა იგივე მობილური ტელეფონი, რომელიც ტუჩის მარჯვენა მხარეს მოხვდა, რის შედეგადაც დაზარალებულს სისხლი წამოუვიდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დანარჩენ რვა ეპიზოდთან მიმართებით ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა მ. მ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
Ш მსჯავრდებულ მ. მ-ის ადვოკატმა – მ. შ-მა, რომელმაც მოითხოვა მ. მ-ის სრულად გამართლება;
Ш თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ვასილ სამხარაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (შვიდი ეპიზოდისათვის) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდისათვის).
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა სასჯელთან მიმართებით, კერძოდ:
§ მ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის თებერვლის ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 30 ივლისის ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 31 იანვრის ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებისათვის;
§ მ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე, ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2023 წლის 13 თებერვლიდან 2023 წლის 14 თებერვლის ჩათვლით და პატიმრობის დროის გათვალისწინებით, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 140 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
Ш მსჯავრდებულ მ. მ-ის ადვოკატმა – მ. შ-მა, რომელიც ითხოვს მ. მ-ის გამართლებას;
Ш თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ვასილ სამხარაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და მ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდისათვის) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (შვიდი ეპიზოდისათვის).
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
12. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. მ-ის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი); 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის თებერვლის ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 30 ივლისის ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 31 იანვრის ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი); 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჩადენას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, მ. მ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი).
14. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
15. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. მ-ის ადვოკატ მ. შ-ისა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე