Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №354აპ-24 თბილისი

ს. ი., 354აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ს-ეს ბრალად დაედო:

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი);

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o ი. ს-ე და გ. ს-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში, მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. 2017 წლის აგვისტოდან 2019 წლის 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ი. ს-ე ეჭვიანობისა და ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების – ხ. და ს. ს-ების – თანდასწრებით, მეუღლე გ. ს-ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უწოდებდა სალანძღავ სიტყვებს, აგინებდა დედის მისამართით და აუგად მოიხსენიებდა მის მშობლებს, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვასა და დამცირებას;

o ი. ს-ე და გ. ს-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში, მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. 2017 წლის აგვისტოდან 2019 წლის 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ი. ს-ე ეჭვიანობისა და ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების – ხ. და ს. ს-ების – თანდასწრებით, მეუღლე გ. ს-ეს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, კერძოდ: 2017 წლის აგვისტოში, დაახლოებით, 01:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ---ში, გ. ს-ის მშობლების საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც გ. ს-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა. 2018 წლის ივლისში, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ --ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს მარცხენა მკლავსა და თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც გ. ს-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა. 2019 წლის 17 ივნისს, დაახლოებით, 04:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ --ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილის – ხ. ს-ის – თანდასწრებით, მეუღლეს ხელი დაარტყა თავში და თმა მოქაჩა, რა დროსაც გ. ს-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა;

o 2019 წლის 17 ივნისს, დაახლოებით, 04:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ --ში, ი. ს-ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს – მეუღლე გ. ს-ეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენით:

§ ი. ს-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

§ ი. ს-ე, --, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; ხოლო 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

§ სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ს-ეს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

4. განაჩენის მიხედვით, ი. ს-ეს მსჯავრად დაედო:

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და დამცირება და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი).

5. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o ი. ს-ე და გ. ს-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში, მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. 2017 წლის აგვისტოდან 2019 წლის 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ი. ს-ე ეჭვიანობისა და ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების – ხ. და ს. ს-ების – თანდასწრებით, მეუღლე გ. ს-ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უწოდებდა სალანძღავ სიტყვებს, აგინებდა დედის მისამართით და აუგად მოიხსენიებდა მის მშობლებს, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვასა და დამცირებას;

o 2017 წლის აგვისტოში, დაახლოებით, 01:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ---ში, გ. ს-ის მშობლების საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ი. ს-ემ ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც გ. ს-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა;

o 2018 წლის ივლისში, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ --ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ი. ს-ემ ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს მარცხენა მკლავსა და თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც გ. ს-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა;

o 2019 წლის 17 ივნისს, დაახლოებით, 04:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ --ში, ი. ს-ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს – მეუღლე გ. ს-ეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – რამაზ შანიძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ი. ს-ისათვის სასჯელის დამძიმება და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ი. ს-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას; ი. ს-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და თავისუფლების აღკვეთის სახით კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთეს მიღებული გადაწყვეტილებები ი. ს-ის მსჯავრდებასთან დაკავშირებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ი. ს-ეს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

12. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო მათში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

13. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი