Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1275-01 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ხ. გ-მა 2000წ. 25 მაისს მ. ო-ეს ასესხა 5000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით. დადგენილ ვადაში მ. ო-ემ სესხი არ დააბრუნა.

ხ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ო-ის მიმართ სესხის დაბრუნების, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლისა და ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდის, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო მან განიცადა მატერიალური ზიანი, კერძოდ 320 ლარი გადაიხადა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის (ხელშეკრულება სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი), სესხად აიღო 725 აშშ დოლარი პროცენტის ჩათვლით და დააგირავა ოქროულობა, ადვოკატის მომსახურებისათვის გადაიხადა 150 ლარი, ტექინვერტარიზაციის ბიუროში სახლის გეგმა ნახაზისათვის გადაიხადა 50 ლარი. მოსარჩელის აზრით ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილბისათვის მ. ო-ეს უნდა დაეკისროს თვეში 10 პროცენტის გადახდა, რაც 4 თვეში შეადგენს 3200 აშშ დოლარს, გარდა ამისა მ. ო-ემ ხელშეკრულებით იკისრა დამატებით 1000 აშშ დოლარის გადახდა. მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელემ მოითხოვა 5000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ ძირითადად სესხის და სარგებლის – 8000 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. ო-ეს ხ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10725 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 5000 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 3000 აშშ დოლარი, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მ. ო-ეს დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა. მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეილებაზე 2000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა მ. ო-ისათვის 2000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ო-ეს ხ. გ-ის სასარგებლოდ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის დაეკისრა 800 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ლარებში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ო-ემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მან გაასაჩვრა არა მხოლოდ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის 2000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, არამედ თვით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სასესხო სარგებლობის დაკისრების ნაწილშიც, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში კი იმსჯელა მხოლოდ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული თანხის განსაზღვრაზე და ამ ნაწილში დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 ოქტომბრის გადწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაონული სასამართლოს 2001წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით ხ. გ-ის საჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. ო-ეს ხ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი სესხისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის 7000 აშშ დოლარის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 2000 აშშ დოლარის, დამატებით ნაკისრი ვალდებულების 1000 აშშ დოლარის, ხ. გ-ის მიერ სესხად აღებული 725 აშშ დოლარის, ადვოკატის მომსახურების ხარჯების 150 ლარის გადახდა.

მ. ო-ემ რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული 2000 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება არა მხოლოდ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული 2000 აშშ დოლარის, არამედ სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის 10% დაკისრების ნაწილში. სააპელაციო სასამრთლოს მიერ აღნიშნული სააპელაციო მოთხოვნა არ იქნა მიღებული განსახილველად. სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესული იყო კანონიერ ძალაში და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. მ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხ. გ-ის სასარგებლოდ ნაცვლად 10% მას დაეკისრა 4% 800 აშშ დოლარის გადახდა.

დადგენილია, რომ მ. ო-ემ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ცნო ხ. გ-ის სარჩელი ძირითადი სესხის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 პროცენტიანი სარგებლის ნაწილში, რაც საფუძვლად დაედო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. აღნიშნულ ნაწილში მ. ო-ეს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, არამედ სააპელაციო მოთხოვნა წარადგინა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას.

სსკ-ს 264-ე მუხლის 1 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც გასაჩივრება დასაშვებია. მოცემულ საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება, გასაჩივრებული ნაწილის გამოკლებით, შესული იყო კანონიერ ძალაში, როდესაც მ.ო-ემ იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა დამატებითი სააპელაციო მოთხოვნა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ. ო-ის წარმომადგენელმა ი.ბ-მა საბოლოოდ მოთხოვნა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: “ჩვენ ვასაჩივრებთ იმ 2000 აშს დოლარს, რომელიც ჩემს მარწმუნებელს დაეკისრა 4 თვეზე, ვითხოვთ შეიცვალოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი, არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე სასესხო განაკვეთის 10% დაკისრების შესახებ. თანახმა ვარ გადავიხადოთ თვეში 4%”. სასამართლომ იმსჯელა აღნიშნული მოთხოვნის ირგვლივ და დააკმაყოფილა იგი.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საპელაციო სასაართლოს მიერ უკანონოდ ეთქვა უარი დამატებითი სააპელაციო მოთხოვნის მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი გაუქმებისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით დაP

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.