Facebook Twitter
3კ-1348-02

3კ-1348-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძეE(თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ე.-ა 1989 წლიდან მუშაობდა საწარმოო გაერთიანება ქუთაისის ... ქარხანაში. 1998წ. 18 მაისს გამოცემული ბრძანების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს საწარმოს გენერალური დირექტორი რ. ჩ.-ე, ნ. ე.-მ დაარღვია შრომის შინაგანაწესი, კერძოდ, 22-27, 28 და 29 აპრილს მან სამუშაო ადგილი დატოვა თვითნებურად.

ნ. ე.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ე.-ის” ადმინისტრაციის მიმართ ბრძანების გაუქმების შესახებ იმ მოტივით, რომ ბრძანებაში მითითებული ქმედება უკანონოა და ხელოვნურადაა შექმნილი, იგი არ შეესაბამება სინამდვილეს. ნ. ე.-მ ასევე მოითხოვა სს “ე.-ის” დირექტორ რ. ჩ.-ისა და უფროსი იურისკონსულტის _ ნ. ჟ.-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ე.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა სს “ე.-ის” ადმინისტრაციის ¹119 ბრძანების სამოტივაციო ნაწილი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები და ბრძანების საფუძვლად დადებულ 1998წ. 30 აგვისტოს ¹234 ბრძანებულებაზე მითითების ნაწილი, ხოლო რ. ჩ.-ისა და ნ. ჟ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე სარჩელს უარი ეთქვა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ე.-მ”, ხოლო ნ. ე.-მ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ე.-ის” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ნ. ე.-ს უარი ეთქვა სს “ე.-ის” 1998წ. 18 მაისის ¹119 ბრძანების გაუქმების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. ნ. ე.-ს შეგებებულ სააპელაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ე.-მ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებით ნ. ე.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილება.

ნ. ე.-მ 2002წ. 1 აგვისტოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ნ. ე.-ა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სს “ე.-ის” სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებს, რომელიც მან მიიღო 2002წ. 26 ივლისს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ რ. ჩ.-ე სს “ე.-ის” გენერალურ დირექტორად, ანუ საწარმოს ხელმძღვანელ პირად რეგისტრირებული არ ყოფილა. ამდენად, მას არ გააჩნდა უფლებამოსილება, გამოეცა ¹119 ბრძანება. განმცხადებლის აზრით, აღნიშნული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში სააპელაციო პალატის 2002წ. 11 იანვრის სხდომაზე გამოვიდოდა მისთვის სასურველი გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით ნ. ე.-ს განცხადებას, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

ნ. ე.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სს “ე.-ის” 1998წ. 18 მაისს გამოცემული ბრძანების ხელმომწერი რ. ჩ.-ე არ იყო კანონით დადგენილი წესით დანიშნული საწარმოს გენერალური დირექტორი, ანუ არ ჰქონდა უფლება, ხელი მოეწერა აღნიშნულ ბრძანებაზე. კასატორის განმარტებით, მან რ. ჩ.-ე გენერალურ დირექტორად მიიჩნია საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტის საფუძველზე. ამიტომ მას თავისი ბრალის საფუძველზე არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეთითებინა აღნიშნულზე. კასატორის აზრით, ქუთაისის საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-7.3 მუხლი. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 54-ე მუხლი, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.2, 5.6, 9.4, 19.1, 56.3 და 55.8 მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ის გარემოება, რომ რ. ჩ.-ე სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით არ წარმოადგენდა სს “ე.-ის” გენერალურ დირექტორს აღნიშნული სააქციო საზოგადოების მიერ ¹119 ბრძანების მიღებისას, არ შეიძლება გახდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტლების გაუქმების საფუძველი, რადგან განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ე.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით: სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ე.-ის” ადმინისტრაციის ¹119 ბრძანებით არ შეილახა ნ. ე.-ს შრომითი უფლებები, რადგან ბრძანება ატარებდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და მასში გათვალისწინებული არ იყო რაიმე სახის ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 22 მარტის განჩინებით მიჩნეულია, რომ ნ. ე.-მ გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ნ. ე.-ს მიერ განცხადებაში მითითებულმა გარემოებებმა _ რ. ჩ.-ის გენერალურ დირექტორად ყოფნა-არყოფნის საკითხმა _ არ შეიძლება გავლენა მოახდინოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე და არც იმ გარემოებაზე, რომ ნ. ე.-ს უფლება სადავო ბრძანებით არ დარღვეულა. პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.2, 5.6, 9.4, 19.1, 56.3 და 55.8 მუხლები, ასევე, სკ-ს 54-ე მუხლი, რადგან განჩინებაში შეფასებულია ის ფაქტი, თუ რამდენად შესაძლებელია, ნუგზარ ე.-ს მიერ განცხადებაში მითითებულ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება, რაც არ საჭიროებს კასატორის მიერ მითითებული მუხლების გამოყენებას. რაც შეეხება “მეწარმეთა შესახებ” კანონის 7.3 მუხლს, იგი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არ განუმარტავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ე.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.