Facebook Twitter

¹ 3კ/296-02 15 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამარტლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. ტ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1970 წელს გამოეყო საბაღე მიწის ნაკვეთი სოფ. ..., სადაც საკუთარი სახსრებით ააშენა სახლი. 1972 წელს საქართველოს კომპარტიის ქ. თბილისის პირველი მაისის რაიკომის ბიუროს დადგენილების საფუძველზე იგი იძულებული შეიქმნა ჩაებარებინა სახლი, რომელიც გადაეცა ცეკავშირის საკურორტო სამმართველოს. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 20 ივნისის ¹302 დადგენილებით სოფ. ... მებაღეობის ამხანაგობის ყოფილ წევრებს დაუბრუნდათ ნაკვეთები და ნაგებობები, ხოლო ვისთვისაც დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მცხეთის რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილებით გამოეყო სანაცვლო მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის განმარტებით, მას გამოეყო სანაცვლო მიწის ნაკვეთი სახლის მშენებლობისათვის, რომლის აშენება დაევალა საქართველოს ცეკავშირს. ს. ტ-შვილს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ცეკავშირის გამგეობამ სააგარაკო სახლის სანაცვლოდ გამოუყო ... ბავშვთა და მოზარდთა დასასვენებელი სახლის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის ნახევარი 600 კვ.მ. ფართით, ხოლო ცეკავშირის საკურორტო მომსახურეობის ფირმა “კ.” კი დაევალა მოსარჩელისათვის გამოყოფილი შენობისა და საბაღე ნაკვეთის გამიჯვნა დასასვენებელი სახლის კომპლექსისაგან. 1994 წლის 1 აგვისტოს ს. ტ-შვილსა და ფირმა “კავკასიონს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფირმა “კავკასიონმა” აიღო ვალდებულება აეშენებინა სააგარაკო სახლი, ან მოეხდინა ადმინისტრაციული შენობის გამიჯვნა 1996 წლის ივნისამდე. თუკი ამას ვერ მოახერხებდა მაშინ მოსარჩელის ოჯახს წელიწადში ერთი თვით უფასოდ დაასვენებდა საქართველოს რომელიმე კურორტზე. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. ს. ტ-შვილმა მოითხოვა მოპასუხისაგან სახლის ასაშენებლად 71102 აშშ დოლარის, 1997 წლიდან 2001 წლის ჩათვლით მიუღებელი საგზურების თანხის 13.920 აშშ დოლარის და მორალური ზიანის სახით 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხემ განმარტა, რომ ის თანახმა იყო 1994 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის გადაეცა დასასვენებელი სახლების ადმინისტრაციული შენობის ნახევარი საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ ცნო.

რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს. ტ-შვილს ფირმა ,,კ.” სამართალმემკვიდრე შპს “ს.” საკუთრებაში გადაეცა დასასვენებელი სახლების ადმინისტრაციული შენობის ნახევარი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობა და განმარტა, რომ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფირმა “კ.” ვალდებულებები უნდა გადასულიყო მის სამართალმემკვიდრე შპს “საქკოპსერვისზე” და მას უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა. მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნები სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა უკანონოდ.

ს. ტ-შვილმა რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.

აპელანტმა განმარტა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო, ვინაიდან სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სააგარაკო სახლის, დასასვენებელი საგზურების ღირებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე ს. ტ-შვილმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001 წლის 21 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ს. ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ახალი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დავა უნდა დარეგულირდეს კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ს. ტ-შვილს წარმოეშვა უფლება მოეთხოვა მოვალისათვის ვალდებულების შესრულება, რომელიც უნდა შესრულებლიყო ჯეროვნად და დაწესებულ ვადაში. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ვინაიდან დადგენილ ვადაში ს. ტ-შვილს არ აუშენდა სააგარაკო სახლი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა გადასცემოდა ადმინისტრაციული შენობის ნაწილი. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას სახლისა და საგზურების ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია უსაფუძვლოდ. Pპალატამ, ასევე, უსაფუძვლოდ ჩათვალა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. სააპელაციო პალატის განმარტებით 1964 წლისა სამოქალქო სამართლის კოდექსი ასეთს საერთოდ არ ითვალისწინებდა.

ს. ტ-შვილმა მიიჩნია უკანონოდ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არის უკანონო. მისი მოთხოვნა სააგარაკო სახლის მშენებლობის ხარჯების, დასასვენებელი საგზურების ღირებულების და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებას და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტიების გაუქმებას, მისი სარჩელის დაკმაყოფილებას და მოპასუხეზე მის სასარგებლოდ 95022 აშშ დოლარის დაკისრებას. Aღნიშნული თანხა მოიცავს უფასოდ დასვენების საგზურების ღირებულებას 13920 აშშ დოლარს, მისი ნაგებობის ღირებულებას 71102 აშშ დოლარს და მორალური ზიანის ანაზღაურებას 10000 აშშ დოლარს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ ს. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ თავის განჩინებას საფუძვლად დაუდო ცეკავშირის საკურორტო მომსახურების და ტურიზმის ფირმა “კ.” და ს. ტ-შვილს შორის 1994 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება და სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153-ე, 165-ე, მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ ვინაიდან დადგენილ ვადაში ს. ტ-შვილისათვის არ იქნა აშენებული სააგარაკო სახლი, მას ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით უნდა გადასცემოდა ადმინისტრაციული შენობის ნაწილი.

Aაღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლებები და ვალდებულებები. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 154-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით ან ამ კოდექსის მე-4 მუხლში აღნიშნული სხვა საფუძვლით. ამავე კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დაწესებულ ვადაში ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად.Mმოპასუხემ იკისრა, რომ თუ ს. ტ-შვილს სააგარაკო სახლს ვერ აუშენებდა უნდა მოეხდინა ადმინისტრაციული შენობის გამიჯვნა და მისთვის გადაცემა. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა, ს. ტ-შვილს გადასცეს დასასვენებელი სახლის ადმინისტრაციული შენობის ნახევარი საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელეს აღარა აქვს საცხოვრებელი სახლი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. Pპალატა თვლის, რომ მოცემულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცველელად. ასევე, უცვლევად უნდა დარჩეს სასამართლოს განჩინება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურებას სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. Kკასატორი ვერ მიუთითებს სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმას, რომლის შესაბამისად უნდა მოხდეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

რაც შეეხება ტ-შვილის მოთხოვნას საგზურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული უსაფუძვლოა, ვინაიდან ასეთი ვალდებულება ხელშეკრულებით ნაკისრი არ ყოფილა. საქმეში წარმოდგენილ 1994 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებაში მითითებულია საგზურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოპასუხის ვალდებულებაზე. Aაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საგზურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული არ ყოფილა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს სრულყოფილ გამოკვლევას და დამატებით შეფასებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

მოცემულ საქმეზე საგზურების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას. განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.