Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-333-02 31 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, დავალიანების გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “.. ..მ” სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 2709 152 ლარის ანაზღაურება. ასევე 5028000 ლარის მოპასუხისათვის გადახდილად ჩათვლა და შესაბამისი საბუღალტრო გატარების განხორციელება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა შემდეგ გარემოებებს:

1998წ. 1 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო კომპანია “ე-სთან”, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე ვალდებული იყო მის გამგებლობაში არსებული გადამცემი ხაზების მეშვეობით განეხორციელებინა მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობის ელექტროენერგიისა და სიმძლავრის გადაცემა. მოსარჩელის განცხადებით, ის ითვალისწინებდა ენერგეტიკულ სექტორში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, მთავრობისა და პრეზიდენტის თხოვნა-დავალებებსა და მისაღები ელექტროენერგიის მთლიან ღირებულებას იხდიდა წინასწარ.

პირველი ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 13 ივნისის ¹370 ბრძანებულებით და 26 ივლისის ¹894 განკარგულებით განისაზღვრა მომხმარებლის მიერ მიღებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი. კერძოდ ელექტროენერგიის მთლიანი ღირებულების გადახდა წარმოებდა ელექტრობაზართან და არა სხვა კომპანიებთან.

“ე-სთან” ხელშეკრულების გაფორმებამდე, 1998წ. 24 ივლისს “ს-ს” და სომხეთ-რუსეთის ერთობლივი საწარმო “ა-ს” შორის გაფორმდა ¹153 ხელშეკრულება ელექტროენერგიის ურთიერთ მიწოდებაზე. “ს-მ”. იმის გამო, რომ არ შეეძლო აენაზღაურებინა სომხეთ-რუსეთის საწარმოსაგან მიღებული ელექტროენერგიის საფასური, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით 1998წ. 11 აგვისტოს გააფორმა ¹98\99\190 სამმხრივი შეთანხმება, “ა-სა” და შპს “.. ..სთან”. აღნიშნული შეთანხმებით სომხეთ-რუსეთის ერთობლივი საწარმო გადასცემდა “ს-ს” ენერგეტიკულ კრედიტს 158 მილიონი კვ.ტ სთ-ის ოდენობით, რომლის სრულ საფასურს წინასწარ იხდიდა მოსარჩელე და რომელიც დაიფარებოდა “ს-ს” მიერ .. ..აზე ანალოგიური რაოდენობის ელექტროენერგიის პერიოდულად გადაცემის გზით. ამ შეთანხმების მოქმედების ვადა მხარეთა მიერ განისაზღვრებოდა ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

მოსარჩელე აცხადებს, რომ 1999წ. 1 ივლისიდან 2000წ. 1 ივლისამდე პერიოდში საწარმო “ა-ის” მიერ გამოყოფილი ელექტროენერგიის კრედიტიდან მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო 57000789 კვ.ტ. სთ. ელექტროენერგია, რომლის ელექტროგადაცემის მომსახურების საფასურია 813309 ლარი. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე, რომელმაც მიაწოდა 57000789 კვ.ტ. სთ. ელექტროენერგია, ვალდებული იყო სს “ე-ისათვის” გადაეხადა ამ უკანასკნელის მომსახურების საფასური _ 813309 ლარი. მაგრამ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ეს თანხა სს “ე-ს” არ მიუღია, რის გამოც სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა მითითებული თანხის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით წინასწარ გადახდილი ელექტროენერგიის გადაცემის საფასურის გადახდა მეორედ მოუწია.

მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სემეკ-მა საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 14 ნოემბრის ¹1213 განკარგულების შესაბამისად 2001წ. 9 იანვრის ¹1 დადგენილებით (1 და 5 პუნქტები) საბითუმო ბაზარს დაუდგინა მეზობელი ქვეყნებიდან მიღებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის წყარო, რის საფუძველზეც საბითუმო ბაზარმა 2001წ. 31 იანვარს შეთანხმების მე-5 მუხლის თანახმად ჩათვალა მთლიანად გადახდილად სომხეთიდან “.. ..ის მიერ მიღებული 4.527.449 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის საფასური.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2000წ. 8 მარტს მოპასუხის ინიციატივით დაიდო ¹ეღ-03 ხელშეკრულება ვალების დაფარვის შესახებ. ამ ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელემ შპს “ექ-ის” შეუსრულა 57836065 კვ.ტ. სთ. ელექტროენერგიის სრული ღირებულების 3,528000 ლარის სატრანსპორტო მომსახურება ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით. ასევე შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ და მიაწოდა 45663519კვ.ტ.სთ. ელექტროენერგია, მაგრამ გადაცემის საფასური 702.725 ლარი სს “ე-ს” არ გადაუხადა. აღნიშნული თანხის გადახდა მოსარჩელის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მეორედ მოუწია.

აღნიშნულის საფუძველზე მოითხოვა 1998წ. 11 აგვისტოს სამმხრივი შეთანხმების თანახმად სომხეთიდან “.. ..ის” მიერ მიღებული 57000789კვ.ტ. სთ. ელექტროენერგიის გადაცემის საფასურის 813309 ლარის და 2000წ. 8 მარტის ხელშეკრულების შესაბამისად საბითუმო ბაზრიდან მიღებული 45663519 კვ.ტ.სთ. ელექტროენერგიის გადაცემის საფასურის 702725 ლარის, სულ _ 1516034 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მიყენებული ზიანის _ 1193118 ლარის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ მას მითითებული თანხა პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით სს “ე-ისათვის” გადასახდელად.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000წ. 8 მარტს ¹ეღ–03 ხელშეკრულების საფუძველზე მან შპს “ექ-ის” გადაუზიდა 3528000 ლარის ღირებულების ტვირთი, რისთვისაც საბითუმო ბაზარმა მას ამ თანხის ღირებულების ელექტროენერგია მიაწოდა, მაგრამ დღემდე ამ ფაქტს არ მისცა საბუღალტრო გატარება. ანალოგიური მდგომარეობაა შექმნილი სხვა ფაქტთან დაკავშირებითაც. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 26 ივლისის ¹894 განკარგულებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის 1999წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფო კომპანია “ს-ს”, სს “გ-ის” წინაშე არსებული 1500000 ლარის ოდენობის ვალის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ...ის საშუალებით შპს “.. ..ზე” მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე. ამ მიზნით 1999წ. დეკემბერში დაიდო ¹112 ხელშეკრულება ვალების დაფარვის შესახებ. ხელშეკრულებით მხარეებს _ “ს-ს”, სს “გ-ს”, “.. ..ს” და “საქართველოს ...ს” განესაზღვრათ უფლება-მოვალეობებეი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სს “გ-ს” შეუსრულა 1,5 მილიონი ლარის გადაზიდვები. მოპასუხემ მიაწოდა 1,5 მლნ. ლარის ღირებულების ელექტროენერგია, მაგრამ ვალდებულება ბოლომდე არ დაასრულა და არ მისცა მას სწორი ბუღალტრული გატარება, არ ჩათვალა გადახდილად .. ..ის მიერ მიღებული ელექტროენერგიის ღირებულება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელემ მოითხოვა 1999წ. დეკემბრის ¹112 და 2000წ. 8 მარტის ¹ეღ-03 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მისცეს შესაბამისი ბუღალტრული გატარება და ჩაუთვალოს გადახდილად მოსარჩელეს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება შესაბამისად 1500000 ლარი და 3528000 ლარი, სულ 5028000 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

მოპასუხის განმარტებით შპს “.. ..ს” როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, სემეკ-ის მიერ მინიჭებული აქვს პირდაპირი მომხმარებლის სტატუსი. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ლ” ქვეპუნქტის თანახმად “პირდაპირმომხმარებელს წარმოადგენს პირი, რომელიც ელექტროენერგიას იღებს უშუალოდ გადაცემის ქსელიდან”. მოსარჩელე ჯერ კიდევ 1998წ. 1 ნოემბრიდან ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროენერგიის გადაცემის ღირებულებას უხდიდა სს “ე-ს”. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ანგარიშფაქტურაში, რომლებსაც იგი უწერდა პირდაპირ მომხმარებლებს ტარიფს აკლებდა შესაბამისად “ე-ის” და “საქ-ს” წილს. ამდენად, იგი არ ახდენდა ელექტროენერგიის სრული საფასურის მიღებას მომხმარებლისაგან. მოპასუხის განცხადებით მას მოსარჩელესთან არ გაუფორმებია ხელშეკრულება, რომელიც დაავალებდა იმ თანხების ანაზღაურებას, რაც თავად არ მიუღია. გარდა ამისა ამ ვალდებულებას მოპასუხემ არც კანონი აკისრებს. აღნიშნულის გამო მოპასუხემ მოსარჩელის მოთხოვნა ელექტოენერგიის გადაცემის საფასურისა და ზიანის 2.709.152 ლარის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია.

მოპასუხემ არ ცნო ასევე სასარჩელო განცხადებაში წამოყენებული სხვა მოთხოვნები. მისი განმატრებით 2000წ. 8 მარტის ¹ეღ-03 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მან პირნათლად შეასრულა და .. ..ას მიაწოდა 3.528.000 ლარის ღირებულების 57.8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია. მაგრამ “ალ-ს” მიერ არ შესრულდა ამავე ხელშეკრუელბით ნაკისრი ვალდებულება შეემცირებინა “თ-მი” რიცხული კრედიტორული დავალიანება. იგი სარგებლობს სკ-ს 397-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და თავს იკავებს სათანადო ბუღალტრული ჩათვლის განხორციელებაზე, ვიდრე “ალ.” არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

რაც შეეხება 1999წ. დეკემბერში გაფორმებულ ხელშეკრულებას, მოპასუხის განმარტებით “ს.” არ წარმოადგენს სების წევრს და შესაბამისად სებში არ ირიცხება კრედიტორად, ამდენად მოპასუხეს მიაჩნია, რომ შეუძლებელია მასთან რაიმე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.

საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწამეო საქმეთა კოლეგიამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1998წ. 1 ნოემბერს შპს “.. ..სა” და სს “ე-ს” შორის გაფორმებული იქნა ელექტროენერგიისა და სიმძლავრის გადაცემის მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელეს ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებისათვის სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფით ანგარიშსწორებას აწარმოებდა სს “ე-სთან”.

1998წ. 11 აგვისტოს გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება სომხეთ-რუსეთის ერთობლივი საწარმო “ა-ს” სახელმწიფო კომპანია “ს-სა” და .. ..ის დეპარტამენტს (რომლის უფლებამონაცვლეა მოსარჩელე) შორის. ხელშეკრულების თანახმად სომხეთ-რუსეთის ერთობლივი საწარმო “ა.” შემოდგომა-ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში (1998-1999წ.წ.) გადასცემდა “ს-ს” ენერგეტიკულ კრედიტს 158000000 კვტ.სთ. ელექტროენერგიის ოდენობით “.. ..ისათვის”, რომელიც უნდა დაფარულიყო “ს-ს” მიერ .. ..ისათვის ანალოგიური რაოდენობის ელექტროენერგიის გადაცემის გზით.

2000წ. 14 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ¹1213, რომლითაც 1990-2000 წლებში იმპორტული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მიზნით, ეთხოვა სემეკ-ს განესაზღვრა მომქმედ სატარიფო სისტემაში სათანადო კომპონენტები. აღნიშნული განკარგულების შესასრულებლად 2001წ. 9 იანვარს სემეკ-მა გამოსცა ¹1 დადგენილება, რომლითაც ელექტროენერგიის ტარიფში შეტანილ იქნა მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ვალის მომსახურების მაჩვენებელი.

ამ სამართლებრივი აქტების საფუძველზე 2001წ. 31 იანვარს შპს “ს-ა-2001-ის”, კავშირი (ასოციაცია) “საქართველოს ...ის”, შპს “.. ..ის” და “ენ-ის” ხელმძღვანელთა ხელმოწერებით შედგა აქტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს სათბობისა და ენერგეტიკის მინისტრის მიერ. ოქმის 1.4. პუნქტით დადგინდა, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს 1998წ. აგვისტოდან 1999წ. მარტამდე პერიოდში, სომხეთის ენერგოსისტემიდან საქართველოში მოწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება 4.587.449 ლარის ოდენობით, ხოლო აქტის მე-5 პუნქტის თანახმად “ბაზარი” მოსარჩელეს უთვლის ამ თანხას გადახდილად 1999წ. 1 ივლისიდან მიღებული ელექტროენერგიისათვის.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სომხეთიდან საქართველოში გადმოცემული ელექტროენერგიიდან, “ა-თან” ანგარიშსწორებაში 1999წ. ივლისიდან 2000წ. 1 ივლისამდე გატარებულია 57000789 კვტ.სთ. ელექტროენერგია, რომლის გადაცემის მომსახურების საფასური შეადგენს 813.309.71 ლარს.

აღნიშნული თანხა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაკისრებული აქვს სს “ე-ის” სასარგებლოდ. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ რადგან მოპასუხემ გადახდილად ჩათვალა მოსარჩელის 1998წ. 1 ივლისიდან მიღებული მის მიერ უკვე გადახდილი ელექტროენერგიის ღირებულება, ხოლო ამ ელექტროენერგიის ღირებულება 813.309 ლარის ოდენობით მოსარჩელემ გადაუხადა სს “ე-ს”, მოპასუხე მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ იღებს 813.309 ლარს, რაც შესულია ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფში მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ვალის მომსახურებისათვის. აღნიშნული საფუძვლით სასამართლომ სკ-ს 991-ე მუხლის გამოყენებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 813.309 ლარის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2000წ. 8 მარტს შპს “.. ..ს”, მოპასუხესა და კომპანია “ა. ტ. ი-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვალების დაფარვის შესახებ. ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო “ალ-სთან” შეთანხმებით შეესრულებინა ფირმა “ექ-თვის” 3.528000 ლარის საფასურის გადაზიდვები, რაც 2.11 პუნქტის მიხედვით წარმოადგენს 57836065 კვტ.სთ. ელექტროენერგიის სრულ საფასურს. ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტის მიხედვით მოპასუხე ვალდებული იყო მოეწოდებინა 57. 836 065 კვტ. სთ. ელექტროენერგია მოსარჩელისათვის და 2.2.2. პუნქტის მიხედვით კომპანია “ა. ტ. ი-ისაგან” მიღებული შეტყობინების საფუძველზე შეემცირებინა მოსარჩელისადმი მოპასუხის მიერ წარსადგენი ანგარიშფაქტურების საფასური. მხარეთა განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ასევე მოპასუხემ მოსარჩელისათვის 57836065 კვტ.სთ ელექტროენერგიის მოწოდების შესახებ, მაგრამ უარს აცხადებს მისი ღირებულებით მოსარჩელის დავალიანების შემცირებაზე 2.2.2. პუნქტის შესაბამისად.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სათანადო ბუღალტრული ჩათვლის განხორციელებაზე, ვიდრე “ალ.” არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რადგან ხელშეკრულებით ასეთი პირობა არ იყო გათვალისწინებული, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სკ-ს 316-ე და 361-ე მუხლების თანახმად საფუძვლიანია. სასამართლომ ჩათვალა, რომ რამდენადაც 3528000 ლარი წარმოადგენს 57836065 კვტ.სთ. ელექტროენერგიის სრულ საფასურს, მასში შედის ელექტროენერგიის გადაცემის ღირებულება 702725 ლარის ოდენობით. რადგან აღნიშნული თანხა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უკვე გადახდილი აქვს “ე-ისათვის”, აღნიშნული თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს მოპასუხემ. ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის 1193118 ლარის დაკისრების თაობაზე სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ ეს თანხა სასამართლოს გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა მოსარჩელეს სს “ე-ის” სასარგებლოდ, რაც მიზეზობრივ კავშირში არ არის მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობებთან.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1999წ. დეკემბერში გაფორმდა ¹112 ხელშეკრულება ვალების დაფარვის შესახებ. ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი მონაწილეების სკ “ს-ს”, სს “გ-ის”, მოსარჩელისა და მოპასუხის ვალდებულებები. ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით მოსარჩელე სს “გ-ის” დავალებით ასრულებს კომპანია “არ-სათვის” 1500000 ლარის გადაზიდვებს, რაც წარმოადგენს 24590164 კვტ. სთ. ელექტროენერგიის სრულ საფასურს. ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის თანახმად მოპასუხე მოსარჩელეს აწვდის 24590164 კვტ.სთ. ელექტროენერგიას და “გ-საგან” მიღებული შეტყობინების საფუძველზე უმცირებს “ს-ს” მის მიერ გაწეული სადისპეჩერო მომსახურების საფასურს, ხოლო “ს.” ამცირებს მოპასუხისათვის წარსადგენ ანგარიშსწორების საფასურს. მხარეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადაზიდვების შესახებ, მოპასუხემ მიაწოდა შესაბამისი ელექტროენერგია. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 26 ივლისის ¹894 განკარგულებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის 1999წ. 29 ნოემბრის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს “...ის” დირექტორიც, აღიარებულია, რომ მოსარჩელისათვის 1,5 მლნ. ლარის ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო კომპანია “ს-ს” შემოსავალი, რომელიც მას ეკუთვნის “საქართველოს ...დან”. აღნიშნული გარემოება მოპასუხის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და 1,5 მილიონი ლარის გადამხდელ დებიტორად კვლავ მითითებული ჰყავს მოსარჩელე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 991-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა 1,5 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის გადახდილად ჩათვლის შესახებ საფუძვლიანია, რადგან მას განხორციელებული აქვს შესაბამისი ღირებულების გადაზიდვები, რომლის დაფარვის წყარო დადგენილია.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ელექტროენერგიის გადაცემის ღირებულება 813309 ლარი და 702725 ლარის სულ 1516034 ლარის ანაზღაურება და მოპასუხეს დაევალოს მოწოდებული ელექტროენერგიის სრული საფასურის 3528000 და 1500000 ლარის, სულ 5028000 ლარის გადახდილად ჩათვლა.

აღნიშნული საფუძვლებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “.. ..ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შპს “.. ..ს” გადახდილად ჩაეთვალა კავშირი (ასოციაცია) “საქართველოს ...დან” მოწოდებული ელექტროენერგიის საფასური 5028000 ლარი და მოპასუხეს დაევალა ამ თანხის ასახვა საბუღალტრო დოკუმენტებში;

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1516034 ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

მოპასუხემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელზე უარის თქმის შესახებ.

1. კასატორის მოსაზრებით კოლეგიამ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ღირებულება უშუალოდ უნდა გადაეხადა ე-ისათვის. კოლეგიამ არ გამოიყენა 1997წ. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პირდაპირ მომხმარებელს წარმოადგენს პირი, რომელიც ელექტროენერგიას იღებს უშუალოდ გადაცემის ქსელიდან. პირდაპირი მომხმარებლის სტატუსის მინიჭებით მოსარჩელეს მიეცა უფლება უშუალოდ გაეგრძელებინა სახელშეკრულებო ურთიერთობა სს “ე-სთან”, რის თაობაზეც მათ შორის 1998წ. 1 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ანგარისწორება უნდა მომხდარიყო მხარეებს შორის. აღნიშნულს ადასტურებს სემეკის მხრიდან მისი შეთანხმება, კასატორი მიუთითებს, რომ ელექტროენერგიის დადგენილ ტარიფს აკლდებოდა ე-ისა და ს-ის წილი და ანგარიშფაქტურა იწერებოდა ტარიფთაშორის სხვაობით მხოლოდ მოწოდებული ელ.ენერგიის ოდენობასა და საფასურზე. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სემეკის 2000წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება “მოსარჩელესა და სს “ე-ს” შორის ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ”, რომლის მე-4 მუხლით, .. ..ას ენერგობაზართან ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა სრულად, მაგრამ ე-სთან 1998წ. ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელ. გადაცემის მომსახურების წილის გამოკლებით, რაც დასტურდება ანგარიშფაქტურებით, ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ დააკისრა იმ თანხების გადახდა, რაც არ მიუღია.

2. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 991-ე მუხლი, რადგან ¹112 ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის ელ.ენერგია მიაწოდა მოსარჩელეს სამაგიეროდ კი არანაირი თანხა არ მიუღია ამდენად, იგი ვერანაირად უსაფუძვლოდ ვერ გამდიდრდება.

3. კასატორი მიუთითებს, რომ იგი ¹112 ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს, შესაბამისად იგი ვერ იკისრებდა მის შექმნამდე არსებული ვალდებულებების შესრულებას. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 986-ე მუხლი, რომლის ძალითაც…...მა შეცდომით იკისრა ჩათვლების განხორციელება, მაგრამ დაუყოვნებლივ მოახდინა ამ შეცდომის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირება და შესაბამისად არ განახორციელა მისი საბუღალტრო გატარება.

4. 2000წ. 8 მარტის ¹ეღ-03 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 442-ე მუხლი. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ და მოპასუხემ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ “ალ-ს” მიერ არ შესრულდა ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება _ შეემცირებინა სებ-თან რიცხული “თ-სადმი” კრედიტორული დავალიანება. როდესაც მოპასუხისათვის ცნობილი გახდა, რომ “ალ.” არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, აცნობა მოსარჩელეს ამის შესახებ, მაგრამ მოსარჩელე მაინც აგრძელებდა გადაზიდვებს.

კასატორს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვერ განახორციელებს ბუღალტრულ ჩათვლას სკ-ს 397-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, ვიდრე “ალ.” არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

კასატორის აზრით კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ ჩათვლაზე თანხმობა წარმოადგენს არა შესრულების საგანს, არამედ აუცილებელ საფუძველს ამ ჩათვლის განსახორციელებლად. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა მათი მოქმედების ხანგრძლივობა _ “არსებული ვალდებულების სრულ შესრულებამდე. ნაკისრი ვალდებულება კი ბოლომდე არ შეუსრულებია “ალ-ს” და ამდენად, ხელშეკრულება ჯერ ძალაშია. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს მიაჩნია სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა ჩათვლების განხორციელება ხელშეკრულების ყველა პირობის შესრულებამდე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ 1998წ. 24 ივლისის და 11 აგვისტოს სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, სომხეთ-რუსეთის ერთობლივი საწარმო “ა.” გამოუყოფდა “ს-ს” 158 მილიონ კვტ.სთ. ელექტროენერგიას, რომელსაც “ს-” პერიოდულად გადასცემდა .. ..ს. ხოლო ეს უკანასკნელი კი წინასწარ იხდიდა მის ღირებულებას გადაზიდვების განხორციელების გზით.

ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩამოყალიბდა საქართველოს ... . საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 26 ივლისის ¹894 განკარგულებით 1999წ. 1 ივლისიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიანი ღირებულების გადახდა უნდა წარმოებულიყო ...რთან.

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 158 მლნ.კვტ. სთ. ელექტროენერგიიდან მოსარჩელემ მიიღო 83339466 კვტ.სთ ელექტროენერგია, აქედან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბების შემდეგ ე.ი. 1999წ. 1 ივლისიდან საბითუმო ბაზრიდან მიიღო 57000789 კვტ. სთ. ელექტროენერგია, რომლის გადაცემის ღირებულება შეადგენს 813309 ლარს. დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელის მოწოდებული ელექტროენერგიის სრული ღირებულება 4587449 ლარის ოდენობით, წინასწარ ჰქონდა გადახდილი გადაზიდვების განხორციელებით. მითითებული თანხა გადახდილი, რომ აქვს მოსარჩელეს, კასატორი სადავოდ არ ხდის. კასატორის მოსაზრებით მითითებულ თანხაში არ შედიოდა გადაცემის ღირებულება.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი 4587449 ლარი წარმოადგენს მიწოდებული ელექტროენერგიის მთლიან ღირებულებას, რომელშიც შედიოდა სხვა ხარჯებთან ერთად გადაცემის ხარჯებიც. მოპასუხეს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად ევალებოდა სს “ე-ისათვის” გადაეხადა გადაცემის ღირებულება, ამ შემთხვევაში 813309 ლარი, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელდა. დადგენილია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სს “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა მითითებული თანხის გადახდა ე.ი. მოსარჩელის ელექტროენერგიის გადაცემის ღირებულება _ 813309 ლარის გადახდა მოუწია ორჯერ.

კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სემეკ-ის 2000წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების მეოთხე მუხლი, საკასაციო პალატა არ ეთანხმება, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელეს სომხეთიდან მიღებული ელექტროენერგიის სრული ღირებულება გადახდილი ჰქონდა წინასწარ, ვინაიდან მას მიაჩნდა, რომ სს “ე-სთან” ანგარიშსწორებას მოახდენდა მოპასუხე, მოსარჩელე გადაცემის მომსახურების ღირებულებას არ იხდიდა, რის გამოც მათ შორის წარმოიშვა დავა. სწორედ ამ დავის მოწესრიგების მიზნით სემეკ-მა 2000წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით მე-4 მუხლით დაადგინა, რომ მოსარჩელის 2000წ. 1 იანვრიდან მოხმარებულ ე.ენერგიაზე სრული ანგარიშსწორება მოეხდინა ბაზართან გადაცემის მომსახურების გამოკლებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებებეი ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად და საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიღებული თანხის – 813309 ლარის დაბრუნების შესახებ.

დადგენილია, რომ 2000წ. 8 მარტის ¹ეღ-03 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ შპს “ექ-ს” გადაუზიდა 3528000 ლარის ღირებულების ტვირთი. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მითითებული თანხის ღირებულების ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ შეასრულა, მაგრამ მოპასუხე უარს აცხადებს ამ Yთანხით მოსარჩელისათვის დავალიანების შემცირებაზე. კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე სკ-ს 397-ე მუხლით მინიჭებული უფლებით ვერ განახორციელებს ბუღალტრულ ჩათვლას, ვიდრე “ალ.” არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, საკასაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგი გარემოების გამო:

სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ხელშეკრულება მხარეთა ნებისმიერი შეთანხმებაა, რომლითაც მხარეებს წარმოეშობათ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ყველა სახელშეკრულებო ვალდებულებისათვის უპირველესი წესი ნაკისრი ვალდებულების უცილობო შესრულებაა იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება პირთა მიერ ნებაყოფლობით ნაკისრი ვალდებულებაა. როგორც წესი მხარეებისათვის მას უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე გარედან მოხვეულ ვალდებულებებს.

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2000წ. 8 მარტის ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტით მოსარჩელე ვალდებული იყო კომპანია “ა. ტ. ი-თან” შეთანხმებით შეესრულებინა ფირმა “ექ-სათვის” 3528000 ლარის ღირებულების გადაზიდვები, რაც 2.1.1. პუნქტის მიხედვით წარმოადგენს 57836065 კვ.ტ სთ. ელექტროენერგიის სრულ საფასურს. ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის მიხედვით მოპასუხე ვალდებული იყო მიეწოდებინა მოსარჩელისათვის 57836065 კვტ.სთ ელექტროენერგია და 2.2.2 პუნქტის შესაბამისად კომპანია “ალ-საგან” მიღებული შეტყობინების საფუძველზე შეემცირებინა მოსარჩელისადმი წარდგენილი ანგარიშფაქტურების საფასური. დადგენილია ასევე, რომ კომპანია “ა. ტ. ი-მა” 2001წ. 13 ივლისის წერილით შეატყობინა მოპასუხეს იმის შესახებ, რომ 2000წ. 8 მარტის ¹ეღ-03 ხელშეკრულების საფუძველზე შპს “.. ..მ” სრულად მოახდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3528000 ლარის ღირებულების მომსახურება.

სკ-ს 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალის რაიმე მოქმედების შესრულება.

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომელიც მონაწილეებს ავალდებულებს მის შესრულებას და მოსარჩელე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების შესრულება, კერძოდ 2.2.2. პუნქტის შესაბამისად. ვინაიდან, მოპასუხეს მიღებული აქვს შეტყობინება “ალ-საგან”, იგიგ ვალდებულია შეუმციროს მოსარჩელეს წარსადგენი ანგარიშფაქტურების საფასური. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ იგი “ალ-ს” მიერ ვალდებულების შესრულებამდე ვერ განახორციელებს ბუღალტრულ ჩათვლას, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული პირობა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა, რის გამოც მისი მოსაზრება უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ იგი 1999წ. დეკემბრის ¹112 ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს და შესაბამისად ვერ იკისრებდა საბითუმო ბაზრის შექმნაზე არსებული ვალდებულებების შესრულებას.

¹112-ე ხელშეკრულებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელშეკრულების დამდები მხარეები არიან სახელმწიფო კომპანია “ს.”, სააქციო საზოგადოება “გ.”, .. .. და კავშირი (ასოციაცია) საქართველოს ელექტროენერგიის ...”, ხელშეკრულებას ხელს აწერს ...ის დირექტორი, რაც დამოწმებულილა ამ უწყების ბეჭდით. ამასთან, ხელშეკრულება დათარიღებულია 1999წ. დეკემბრის თვით, მაშინ როდესაც საბითუმო ბაზარი შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო 1999წ. 1 ივლისიდან. ამდენად, ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი ვალდებულებები მთლიანად ეხება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 986-ე მუხლი, რადგან მოპასუხემ შეცდომით იკისრა ჩათვლების განხორციელება.

სსკ-ს 102-ე მუხლის პირევლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მან ¹112-ე ხელშეკრულებით შეცდომით იკისრა ჩათვლების განხორციელება, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.

სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევები, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კავშირი (ასოციაცია) “საქართველოს ...ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.