Facebook Twitter
საქმე # 330100122006192350



საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით




№452აპ-24 15 ოქტომბერი, 2024 წელი
ა. ი, 452აპ-24 ქ. თბილისი


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:



ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მუკბანიანის, მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს, მსჯავრდებულ ს. რ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. გ-სა და ნ. ხ-ს, მსჯავრდებულ კ. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ყ-სა და ჯ. ხ-ს, მსჯავრდებულების – ბ. კ-სა და ბ. შ. ინტერესების დამცველი ადვოკატების ბ. ჯ-სა და ე. გ-ს, მსჯავრდებულ ი. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
კ. ტ-ა და ს. რ-ს შორის წარმოიშვა ფინანსური დავა, ს-ის რაიონში მათ საერთო ფერმაში ჩადებულ თანხასთან დაკავშირებით. კ. ტ-მ „ქურდული გარჩევის“ და თავისთვის მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად მიმართა ,,ქურდული სამყაროს“ წევრ ბ. შ-ს, რომელსაც სთხოვა საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აღნიშნული დავა განეხილა და მის სასარგებლოდ გადაეწყვიტა. აღნიშნული, ასევე, ცნობილი გახდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ ბ. კ-სთვის.
2022 წლის 6 მაისს, ,,ქურდული სამყაროს“ წევრი ბ. შ, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი ბ. კ. და კ. ტ. შეხვდნენ ს. რ-ს, რა დროსაც მას მოთხოვეს კ. ტ-ს სასარგებლოდ 10 000 ლარის, რკინის ფანჩატურის (ე.წ. „ნავესის“) და მაცივრის გადაცემა, რისთვისაც დაუწესეს ვადა. გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში განუცხადეს, რომ 2022 წლის 21 მაისს, ერთად გადავიდოდნენ თ-ს რესპუბლიკაში, სადაც მოეწყობოდა „ქურდული გარჩევა“ და დავას განიხილავდნენ „კანონიერი ქურდები“.
თავის მხრივ, მეორე მოდავე მხარემ – ს. რ-მ, თავისთვის მატერიალური სარგებლისა და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე ან პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერის – ი. ა-ს მეშვეობით მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრს – გ. ზ-ს და სთხოვა, მონაწილეობა მიეღო მასსა და კ. ტ. შორის დავასთან დაკავშირებით არსებულ ,,ქურდულ გარჩევებში“.
2022 წლის 21 მაისს, ,,ქურდული სამყაროს“ წევრი ბ. შ, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი – ბ. კ. და კ ტ. დაუკავშირდნენ ს. რ-ს და მოსთხოვეს თ-ს რესპუბლიკაში, „კანონიერ ქურდებთან“ გაყოლა „ქურდული გარჩევის“ მიზნით, რაზეც მან უარი განუცხადა და საუბარში ჩართო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი ი. ა. ბ. შ.-მ ი. ა-ს განუცხადა, რომ ს. რ-ს თ-ს რესპუბლიკაში ელოდებოდნენ „კანონიერი ქურდები“, რის შესახებაც იგი იყო გაფრთხილებული. ი- ა-მ ბ. შ-ს განუცხადა, რომ სადაო საკითხის შესახებ საქმის კურსში იყვნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები და „კანონიერი ქურდები“, რომლებიც მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.
იმავე დღეს, ბ. შ, ბ. კ. და კ. ტ გადავიდნენ თ-ს რესპუბლიკაში, სადაც „კანონიერ ქურდ“ დ. ქ-ნს მოახსენეს სადაო საკითხის თაობაზე, რომელმაც განიხილა მხარეებს შორის არსებული დავა და იგი კ. ტ-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვლავ გაგრძელდა ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობა, კერძოდ, ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა – ბ. შ-მ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა – ბ. კ-მ დაიწყეს ,,კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად აქტიური მოქმედებები.
აღნიშნულის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრები – ბ. შ. და გ. ზ. შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ 2022 წლის 25 მაისს ს–ი მოაწყობდნენ „ქურდულ გარჩევას“, რომელსაც დაესწრებოდნენ მოდავე მხარეები.
2022 წლის 25 მაისს, ს-ი შედგა „ქურდული გარჩევა“, რომელსაც ესწრებოდნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები – ბ. შ. და გ. ზ, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები: ბ. კ. და ი. ა. და მოდავე მხარეები: კ. ტ. და ს. რ, რა დროსაც ამ უკანასკნელს და მის მხარეს ეცნობათ „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და 2022 წლის 15 ივნისამდე განესაზღვრა ვადა, დაკისრებული თანხის 10 000 ლარი, ასევე, რკინის ფანჩატურის (ე.წ. „ნავესის“) და მაცივრის კ. ტ-სათვის გადაცემის შესახებ.
აღნიშნულის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრი გ. ზ. უკავშირდებოდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ ი. ა-სა და კ. ტ. და არკვევდა „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ს. რ-ს მიერ დათქმულ ვადაში აღსრულების საკითხს.
2022 წლის 16 ივნისს, ს. რ-მ ბ. შ-ს მეგობრის – მ. პ-ის საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა „ქურდული გარჩევის“ გზით დაკისრებული თანხა – 9 000 ლარი, საიდანაც ბ. შ-მ კ. ტ. შვილის – ს. ტ-ს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 4500 ლარი. 2022 წლის 17 ივნისს, ს. რ-მ იგივე ანგარიშზე, ბ. შ-ს ჩაურიცხა დარჩენილი 1 000 ლარი.
გ. ზ-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 2,7570 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება. ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ნივთიერება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის 4 აგვისტოს, ქ. ს-ი, ა-ს ქუჩის N-, ბინა -ში გ. ზ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.


2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მაისის განაჩენით:
2.1. გ. ზ, დაბადებული --- წლის 12 თებერვალს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
გ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 4 აგვისტოდან.
2.2. ბ. შ, დაბადებული --- წლის 30 მაისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 4 აგვისტოდან.
2.3. ი. ა, დაბადებული --- წლის 1 მაისს, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან 2022 წლის 4 აგვისტოდან.
2.4. ბ. კ, დაბადებული --- წლის .. აპრილს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან 2022 წლის 4 აგვისტოდან.
2.5. ს. რ, დაბადებული --- წლის .. ნოემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან 2022 წლის 4 აგვისტოდან.
2.6. კ. ტ, დაბადებული --- წლის ... აპრილს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან 2022 წლის 4 აგვისტოდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენით:
3.1. მსჯავრდებულების – კ. ტ-ს, ი. ა-ს, გ. ზ-ს, ბ. კ-ს, ბ. შ--ა და ს. რ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ყ-ს, ჯ. ხ-ს, მ. წ-ს, ვ. გ-ს, ა. კ-ს, ბ. ჯ-ს, ე. გ-ს, თ. გ-სა და ნ---- ხ-–--–--ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
3.2. პროკურორ გიორგი მუკბანიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.


4. კასატორი – პროკურორი გიორგი მუკბანიანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ზ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის მიღებას.
4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები. წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს გ. ზ-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტს; ამასთან, დაცვის მხარის მოწმეები: გ. ზ-ს მეუღლე და შვილი დაინტერესებული პირები არიან და შესაბამისად, მათი ჩვენებები სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.


5. კასატორები – მსჯავრდებული ი. ა. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი – მ. წ. – ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ი. ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის მიღებას.
5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ი. ა-ს ქმედებაში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. მის ქმედებას არ გამოუწვევია რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მსჯავრდებულს არც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაუდენია. სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტს არ ეფუძნება.


6. კასატორები – მსჯავრდებულების ბ. კ-სა და ბ. შ. ინტერესების დამცველი ადვოკატები – ბ. ჯ-ე და ე. გ. ითხოვენ, ბ. შ-ა და ბ. კ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, მათ მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დადასტურებულა ბ. კ-ს ბრალეულობა. ბრალდებულთა ჩვენებების მიხედვით, ბ. კ. ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი არასოდეს ყოფილა. მასა და ბ. შ-ს რაიმე სახის კავშირი ,,ქურდულ სამყაროსთან“ არ ჰქონიათ. ისინი საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. ბრალდებულებმა უარი განაცხადეს შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი იდეალურ პირობებს ითვალისწინებდა. რეალურად, მათ არ სურდათ ეღიარებინათ ის დანაშაული, რომელიც არასოდეს ჩაუდენიათ. ბ. შ. არის 70 წლის, ჯანმრთელობის პრობლემებით. მას თ-ან კავშირი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აქვს და იქ იგი გარჩევის მიზნით არ წასულა. ბ. კ-სა და ბ. შ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.


7. კასატორები – მსჯავრდებულ კ. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები გ. ყ. და ჯ. ხ. ითხოვენ კ. ტ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას.
7.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, კ. ტ-მ აღნიშნა, რომ მისთვის ბ. შ. იყო არა ,,ქურდული სამყაროს“ წევრი, არამედ ბიზნეს პარტნიორი და მეგობარი, ვისთანაც წლები ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რისთვისაც მიმართა კ. ტ--მ ბ. შ-ს. განსახილველ საქმეში არ იკვეთება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი კ. ტ-ს დამნაშავედ ცნობისა და მისი გამტყუნებისათვის.


8. კასატორები – მსჯავრდებული ს. რ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები – თ. გ-ე და ნ. ხ. – ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ს. რ-ს მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას. საკასაციო საჩივარში ისინი მიუთითებენ საკასაციო სასამართლომ საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად უნდა მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ,,სამართლიანი სასამართლო“ მოიცავს სრულყოფილ პროცესს როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის სტადიის ჩათვლით. მოცემული საქმის ობიექტური ანალიზი საკასაციო სასამართლოს შეუქმნის საფუძველს მიმართოს ევროპულ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნისათვის. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი არ დაასაბუთა და გვერდი აუარა საქმეში არსებულ წინააღმდეგობებს; ამასთან, წარმოშობილი ეჭვი მსჯავრდებულთა სასარგებლოდ არ გადაწყვიტა.


9. კასატორი – მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ. გ. ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას, გ. ზ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
9.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, გ. ზ. მაშინ ჩნდება საქმეში, როცა მხარეთა შორის არსებული დავა გადაწყვეტილი და მოგვარებულია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 2022 წლის 25 მაისამდე, გ. ზ-ს სახელი და გვარი არსად ფიქსირდება. პირიქით, მასალებში უფრო ადრე და უფრო აქტიურად ჩანს ორი პიროვნება, რომლებიც სასამართლოს არც კი დაუკითხავს. ის ფაქტი, რომ გ. ზ. არის ,,ქურდული სამყაროს“ წევრი და ახორციელებდა ,,ქურდულ საქმიანობას“ საქმის მასალებით არ დგინდება.

10. ბრალდებისა და დაცვის მხარეს საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება:

2. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. შ-მ და გ. ზ-მ ჩაიდინეს: ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით), ი. ა-მ და ბ. კ-მ ჩაიდინეს – ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით), ხოლო ს. რ-მ და კ. ტ-მ კი ჩაიდინეს – ,,ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით).

3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით, მათ შორის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით, ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით, დასტურდება ბ. შ, გ. ზ-ს, ი. ა-ს, ბ. კ-ს, ს. რ-სა და კ. ტ-ს მიერ ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენა.

4. სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი სახის გარემოებებთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში დეტალურად მიმოიხილა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რასაც საკასაციო სასამართლო აღარ გაიმეორებს, თუმცა აღნიშნავს, მათი შინაარსის მიხედვით, დადასტურებულია, რომ კ. ტ--ა და ს. რ-ს შორის არსებობდა ფინანსური დავა. კ. ტ. დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტა სურდა, რისთვისაც ,,ქურდული სამყაროს“ წევრ ბ. შ-ს მიმართა. აღნიშნული საკითხი ასევე ცნობილი იყო ქურდული საქმიანობის მხარდამჭერ ბ. კ-სთვის. ხსენებული დავის გადასაწყვეტად ბ. შ, ბ. კ. და კ. ტ. შეხვდნენ ს. რ-ს და მოსთხოვეს 10 000 ლარის, ე.წ. ,,ნავესისა“ და მაცივრის გადაცემა. მას დაუწესდა ვადა და გააფრთხილეს, რომ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადავიდოდნენ თ-ი, სადაც დავას ,,კანონიერი ქურდები“ განიხილავდნენ. ს. რ-მ, თავის მხრივ, აღნიშნულ დავაში ჩართო ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი – ი. ა. და ,,ქურდული სამყაროს“ წევრი – გ. ზ. ამასთან, ბ. შ, ბ. კ. და კ. ტ. გადავიდნენ თ-ი, სადაც ხსენებული საკითხი განიხილეს ,,კანონიერ ქურდ“ დ. ქ--ნთან (,,ჭ----ა“), რომელმაც დავა კ. ტ-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა. მოგვიანებით, 2022 წლის 25 მაისს, ს-ი შედგა ,,ქურდული გარჩევა“, რომელსაც ესწრებოდნენ: ბ. შ, გ. ზ, ბ. კ, ი. ა, კ. ტ. და ს. რ. აღნიშნული ,,ქურდული გარჩევის“ დროს, ს. რ-ს ეცნობა ,,კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მას აღნიშნული გადაწყვეტილების შესასრულებლად მიეცა ვადა: 2022 წლის 15 ივნისამდე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ს რ-მ შეასრულა, კერძოდ, 2022 წლის 16 ივნისს, მან, დაკისრებული თანხა ჩაურიცხა ბ. შ-, მეუღლეს – მ. პ-ს (საბანკო ანგარიშზე, 9 000 ლარი), საიდანაც ბ. შ-მ კ. ტ, შვილის, ს. ტ-ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 4 500 ლარი. 2022 წლის 17 ივნისს კი ს. რ-მ იმავე ანგარიშზე, ბ. შ-ს ჩაურიცხა დარჩენილი 1 000 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ,,ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს ამ კატეგორიის დანაშაულების საქმეებში, დიდწილად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“ (იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს №913აპ-23 გადაწყვეტილება). ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარებული ფონოსკოპიური დასკვნით გამოირიცხა ხსენებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალაში რაიმე სახის ეჭვის შეტანის საფუძველი. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა – დ. გ-ა (კვლევა ჩაატარა იდენტიფიცირების კუთხით), მ. ო--ა (კვლევა ჩაატარა მონტაჟის კუთხით) დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2023 წლის 13 მარტის N--- დასკვნის სისწორე. ექსპერტმა მ. ო--ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ საკვლევად წარმოდგენილ ჩანაწერს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო ექსპერტმა დ. გ-ა დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის კატეგორიული. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ჩანაწერებში ფიქსირდება ბ. შ, კ. ტ-ს, ი. ა--ს, გ. ზ-ს, ს. რ-სა და ბ. კ--ს ხმები. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოგრამებსა და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

6. საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები აგრეთვე შეესაბამება ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად მოპოვებულ მასალას და საბოლოოდ, ისინი ერთობლივად ქმნიან ლოგიკურ ჯაჭვს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს სასაზღვრო მონიტორინგის განყოფილების 2022 წლის 28 ივნისის წერილითა და მასზე თანდართული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ:
ბ. შ-ს, კ. ტ-ა და ბ. კ-ს სასაზღვრო გამტარი პუნქტის ,,ს-ს“ გავლით საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კვეთის ფაქტები უფიქსირდებათ: 2022 წლის 21 მაისს. ისინი სახელმწიფო საზღვრას კვეთენ და შემდგომ უკან ბრუნდებიან ფაქტობრივად დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, კერძოდ, ბ. შ-მ სახელმწიფო საზღვარი დატოვა – 14:02 საათზე, ხოლო უკან დაბრუნდა – 17:34 საათზე, კ. ტ. გასვლა უფიქსირდება – 14:05 საათზე, შემოსვლა – 17:31 საათზე, ხოლო ბ. კ-ს გასვლა – 14:00 საათზე, ხოლო შემოსვლა – 17:33 საათზე.

7. ფარულ ჩანაწერებში დასახელებული პირები, რომ ნამდვილად ე.წ. ,,კანონიერი ქურდები“ არიან, დასტურდება ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ --- წლის 4 იანვარს დაბადებული თ. ხ. 1998 წლიდან, ხოლო --- წლის 12 აგვისტოს დაბადებული დ. ქ--ნი 2001 წლიდან არიან ე.წ. „კანონიერი ქურდები“ და ისინი იძებნებიან წითელი და მწვანე ცირკულარებით. ასევე, ვებგვერდ http://www.primecrime.ru/-ის დათვალიერების 2022 წლის 15 სექტემბრის ოქმის თანახმად, დგინდება, რომ --- წლის 4 იანვარს დაბადებული თ. ვ-ს ძე ხ, მეტსახელად – ,,ჭ-“ და --- წლის 12 აგვისტოს დაბადებული დ. გ-ს ძე ქ--ნი, მეტსახელად – ,,ჭ--ა“ არიან ე.წ. ,,კანონიერი ქურდები“. გარდა ამისა, დამატებით აღსანიშნავია, რომ ჩანაწერებში ნახსენები თ. ხ. (დაბადებული: --- წლის .. იანვარს) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ,,კანონიერ ქურდობას“.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ. შ, გ. ზ-ს, ი. ა-ს, ბ. კ-ს, ს. რ-სა და კ. ტ--ს ქმედებები სრულად შეიცავს სწორედ იმ დანაშაულთა შემადგენლობებს, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გ. ზ-სა და ბ. შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ი. ა-სა და ბ. კ--ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ს. რ-სა და კ. ტ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასთან მიმართებით, დასაბუთებულია და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებში დასმულ უმეტეს არგუმენტზე შესაბამისი პასუხებია გაცემული.

9. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის თაობაზე (საქართველოს სსსკ-ის 3041-ე მუხლი), ვინაიდან, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ იკვეთება სასამართლოს მიერ მოცემული უფლებით სარგებლობის მიზანშეწონილობა. დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია ისეთი სახის არგუმენტებზე, რომლებიც მოცემული ნორმის გამოყენების დასაბუთებულ საფუძველს შექმნიდა.

10. რაც შეეხება გ. ზ-ს მიმართ საქართელოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას, კერძოდ, რომ გ. ზ-ს პირადი ჩხრეკის ჩამტარებელ პირთა ჩვენებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, თანაც მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა განსხვავებულად აღწერეს: გ. ზ-მ, ე. ზ-მ და ს. თ-ა. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ჩხრეკის მიმდინარეობის გადაღება ვერ შეძლეს, შესაძლო წინააღმდეგობის გაწევისა და მოსალოდნელი რისკის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც, საქმეზე დადასტურებულია, რომ გ. ზ--ს მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ამასთან, საგულისხმოა, რომ ადგილზე იმყოფებოდა ოპერატორი, რომელმაც გადაიღო გ ზ--ს დაკავებისას უფლებების განმარტების მომენტი. მოცემულ პირობებში, პოლიციის თანამშრომლებს არ დაუსახელებიათ მყარი არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ არ გადაიღეს მიმდინარე მოვლენებიც. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ გ. ზ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,In dubio pro reo“ პრინციპზე დაყრდნობით, სავსებით სამართლიანად იქნა გადაწყვეტილი გ. ზ-ს სასარგებლოდ.

11. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დაცვისა და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრებით არ გამოკვეთილა მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს შეუქმნიდა.

12. რაც შეეხება ბ. შ, გ. ზ-ს, ი. ა-ს, ბ. კ-ს, ს. რ-სა და კ. ტ-სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი შეესაბამება მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და პიროვნებებს. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომლის მე-7 მუხლით, ამნისტია არ ვრცელდება მათ შორის განსახილველი საქმით გამოკვეთილ დანაშაულებზე (კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველ ნაწილზე).

13. რაც შეეხება ი. ა-ს, მას განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე აქვს დანიშნული სასჯელი; კერძოდ, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენით, მას მჯავრად დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ზემოხსენებული ამნისტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამასთან, დაზარალებულის თანხმობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ამავე ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, ერთი მეექვსედით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. მოცემულ შემთხვევაში, რადგან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია დაზარალებულის თანხმობა და ამასთან, საქართველოს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, არც მოცემული კანონის მე-7 მუხლში არ არის მოცემული, ი. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გაუქმებული პირობითი მსჯავრის შემდეგ დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, უნდა შემცირდეს 1/6-ით და განისაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, სრულად შთანთქავს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

14. ამდენად, ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონზე დაყრდნობით, მსჯავრდებულ ი. ა-ს სასჯელის ნაწილში როგორც ზევით აღინიშნა, მის სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მუკბანიანის, მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს, მსჯავრდებულ ს. რ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. გ-სა და ნ. ხ-ს, მსჯავრდებულ კ. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ყ-სა და ჯ. ხ-ს, მსჯავრდებულების – ბ. კ-სა და ბ. შ. ინტერესების დამცველი ადვოკატების – ბ. ჯ-სა და ე. გ-ს, მსჯავრდებულ ი. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს – საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. გ. ზ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ. ზ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
გ. ზ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 4 აგვისტოდან.
2.2. ბ. შ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
ბ. შ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 4 აგვისტოდან.
2.3. ი. ა, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული 1 წელი პირობითი მსჯავრი გაუქმდეს, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 10 თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული, სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
ი. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან 2022 წლის 4 აგვისტოდან.
2.4. ბ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;
ბ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან 2022 წლის 4 აგვისტოდან.
2.5. ს. რ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;
ს. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან 2022 წლის 4 აგვისტოდან.
2.6. კ. ტ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;
კ. ტ. სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან 2022 წლის 4 აგვისტოდან.
3. საქმეზე არსებული მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტა:
3.1. ფარული საგამოძიებო მოქმედებების: „ვიდეო-აუდიო ჩაწერისა და ფოტოგადაღების,“ „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გადმოგზავნილი სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან, შსს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოდან, საერთო სასამართლოების არქივიდან, სსიპ საზოგადოებრივი მართვის ცენტრი „112“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, სულ 143 კომპიუტერულ დისკზე; ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 1 კომპიუტერულ დისკსა და საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 6 კომპიუტერულ დისკზე საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

3.2. ბ. კ-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ს რ-სგან ამოღებული მობილური ტელეფონი, ბ. შ. ბინის ჩხრეკისას ამოღებული კომპიუტერი, გ. ზ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ი. ა-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, კ. ტ-სგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ლ.ტ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, კ.კ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ბ.ც-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, გ. ლ--ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ზ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ბ. ბ--ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ს. ტ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ვ. ტ--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ვ. ტ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული კომპიუტერი და ლ. თ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
3.3. გ. ზ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, გ. ზ-სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, გ. ზ-ს ნერწყვის ნიმუში, ი. ა-ს ნერწყვის ნიმუში, ი. ა--ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული 3 შპრიცი და ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ლ. თევზაძე


მოსამართლეები: შ. თადუმაძე


მ. გაბინაშვილი