გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-437-02 25 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1997 წლის 14 მარტის ბრძანებით თ. მ-შვილი ქ. ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და გენერალური დირექტორის რ. ჭ-შვილის მიერ დაინიშნა თეატრის ...ად ადმინისტრაციულ-სამეურნეო მუშაობის დარგში და შეყვანილ იქნა თეატრის მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობაში. თეატრის ახალი გენერალური ...ის ჯ. ფ-შვილის მიერ 1998 წლის 30 იანვრის ¹15 ბრძანებით თ. მ-შვილი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
1998 წლის 6 მარტს თ. მ-შვილმა სარჩელი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქუთაისის ლადო მ-შვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში ...ის თანამდებობაზე აღდგენა და 1998 წლის 30 იანვრიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ იგი გაათავისუფლეს სამუშაოდან შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ბრძანება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს, თ. მ-შვილი, როგორც თეატრის ... ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში, კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას და არ არსებობს მისი თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. მ-შვილის სარჩელი. იგი აღდგა ქ. ქუთაისის ლ. მ-შვილის სახელობის დრამატულ თეატრში ...ის თანამდებობაზე ადმინისტრაციულ-სამეურნეო მუშაობის დარგში, ქ. ქუთაისის ლ. მ-შვილის სახელობის დრამატულ თეატრს დაეკისრა თ. მ-შვილის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის 330 ლარის გადახდა.
ქ. ქუთაისის ლ. მ-შვილის სახელობის დრამატული თეატრის წარმომადგენელმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ 1999 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია მატერიალური და საპროცსო კანონმდებლობის უხეში დარღვევით და მოითხოვა საქმის ხელახალი განხილვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 5 ივლისის განჩინებით მიღებული იქნა აღნიშნული საჩივარი და დაინიშნა საქმის ხელახალი განხილვა.
1999 წლის 6 აგვისტოს ქუთაისის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება, რომლითაც აცილება მისცა მოსამართლე ზ. ყ-ძეს და ითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, მოცემული საქმის, როგორც ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული რთული საქმის, განხილვა ქუთაისის საოლქო სასამართლოში კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა მოსამართლე ზ. ყ-ძის აცილების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 10 აგვისტოს განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოსამართლის აცილებისა და საქმის კოლეგიური შემადგენლობით განხილვისათვის ქუთაისის საოლქო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 10 აგვისტოს განჩინება და აღნიშნული საქმის განხილვა დაევალა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას. საქმე კოლეგიამ განიხილა 2000 წლის 16 მარტს და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც თ. მ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თ. მ-შვილმა შეიტანა საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2000 წლის 19 ივლისის განჩინებით მ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 21 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიამ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, ისე განიხილა საქმე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუუქმებია. საქმის ხელახალი განხილვის დროს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით თ. მ-შვილის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, მართალია, მ-შვილი სამუშაოზე ფაქტიურად დაშვებული იქნა, მაგრამ ეს ხელშეკრულება კანონიერად ვერ ჩაითვლება, რადგან სამუშაოზე დამშვებს არ ჰქონდა სათანადო უფლებამოსილება და შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის და მე-19 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მიიჩნია, რომ თეატრსა და მ-შვილს შორის შრომითი ხელშეკრულება არ არსებობდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. მ-შვილმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი 1998 წლის 30 იანვრის ¹15 ბრძანებით ქუთაისის ლ. მ-შვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციულ-სამეურნეო მუშაობის საკითხებში ...ის თანამდებობიდან თ. მ-შვილის 1998 წლის 1 თებერვლიდან დათხოვნა. ლ. მ-შვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს დაეკისრა თ. მ-შვილის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის 2585 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ იმ დროს, როდესაც თ. მ-შვილმა დაიწყო თეატრის ...ად მუშაობა, მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შრომის ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გაცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტიურად დაშვებული იყო სამუშაოდ. შემდგომში აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: შრომითი ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გაცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტიურად დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღების და გათავისუფლების უფლება აქვს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან მ-შვილი სამუშაოზე მიღების დროს შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის მესამე ნაწილით არ იყო აუცილებელი მუშაკის სამუშაოზე მიმღები თანამდებობის პირი ყოფილიყო უფლებამოსილი მუშაკის ამ სამუშაოზე მიღება-განთავისუფლებისა, ამდენად მ-შვილთან შრომითი ხელშეკრულება დადებულად უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად ხელშეკრულების მოშლა და აღნიშნული თანამდებობიდან მისი დათხოვნაც უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც არ მომხდარა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-შვილის სამუშაოდან დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით მოხდა ისე, რომ არ არსებობდა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, ასევე არ იყო დაცული ამავე კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნები. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. მ-შვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წარმომადგენელმა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მ-შვილი არ ყოფილა დანიშნული თეატრის ...ად. ქალაქის მერმა წამოჭრა და გადაწყვიტა საკითხი, იქნებოდა თუ არა იგი ..., მ-შვილი არ დაუნიშნავს ...ად მერიას. ჭ-შვილის მიერ 1997 წლის 14 მარტს გაცემული ¹15 ბრძანება არ არის ბრძანება დანიშვნის თაობაზე. ჭ-შვილი უფლებამოსილი არ იყო დაენიშნა მ-შვილი, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 მაისის ¹315 ბრძანებულებით კულტურის სამინისტრო ნიშნავს და ათავისუფლებს თავისი სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებათა ხელმძღვანელებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. მ-შვილი 1997 წლის 14 მარტის თეატრის გენერალური ...ის რ. ჭ-შვილის ბრძანებით შეუდგა ...ის, ადმინისტრაციულ-სამეურნეო საკითხებში, მოვალეობის შესრულებას და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 10 თვის მანძილზე. აღნიშნული დასკვნა სააპელაციო პალატამ გააკეთა საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულების საფუძველზე: 1. ჭ-შვილის 1997 წლის 14 მარტის ¹15 ბრძანება, რომლითაც შეიქმნა მუდმივმოქმედი ოთხი წევრისაგან შემდგარი საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ერთ-ერთ წევრად შეყვანილი იყო ... ადმინისტრაციულ-სამეურნეო საკითხებში _ თ. მ-შვილი. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე მ-შვილს, როგორც ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში ...ს დაევალა მთელი რიგი სამუშაოების შესრულება. 2. 1997 წლის 29 მარტის ბრძანება ¹16, რომლითაც მოხდა სამეურნეო-საფინანსო აპარატში ახალი საშტატო განრიგის მიხედვით ცვლილებები, მათ შორის ბრძანების ერთ-ერთი პუნქტით თეატრის ყოფილი ... ა. ქ-ია გადაყვანილ იქნა თეატრის ...-განმკარგულებლად. ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის განმარტება, თითქოს მ-შვილთან არ იყო დადებული შრომითი ხელშეკრულება და იგი არ იყო მიღებული თეატრში ...ად ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში, არ უნდა იქნეს გაზიარებული და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ 1997 წლის 14 მარტის ბრძანებით ¹15 თეატრის გენერალურმა ...მა ჭ-შვილმა ...ად ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში დანიშნა თ. მ-შვილი და აღნიშნული დღიდან იგი შეუდგა და ასრულებდა კიდეც თავის მოვალეობას. ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე მხარის მოსაზრება, რომ თვით თეატრის გენერალური ... რ. ჭ-შვილი არ იყო უფლებამოსილი პირი სამუშაოზე მიეღო თეატრის ..., რადგან კანონის თანახმად თეატრის ხელმძღვანელ მუშაკებს ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის სამინისტრო. პალატამ ჩათვალა იმ შემთხვევაშიც კი, თუUჭ-შვილი არ იყო უფელებამოსილი პირი, მიეღო სამუშაოზე მ-შვილი ჭ-შვილსა და მ-შვილს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება, მაინც ნამდვილად უნდა ჩაითვალოს, რადგან აღნიშნული დანიშვნის დროს, ანუ 1997 წლის მარტში, მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შრომის ხელშეკრულება დადებულად რომ ჩათვლილიყო, ამისათვის არ იყო აუცილებელი მუშაკის სამუშაოზე დამშვები პირი ყოფილიყო უფლებამოსილი მუშაკის ამ სამუშაოზე მიღება-განთავისუფლებაზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ასეთ მსჯელობას, რადგან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ქუთაისის მერიის 1997 წლის 7 მარტის ¹39”კ” ბრძანების საფუძველზე ქუთაისის დრამატული თეატრის დებულებაში შეტანილი იქნა ზოგიერთი ცვლილება, კერძოდ, შეიქმნა თეატრის გენერალური ...ის საშტატო ერთეული. ამავე ბრძანებით თეატრის გენერალურ ...ად დაინიშნა რ. ჭ-შვილი და ჩამოყალიბდა საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გენერალური ..., მთავარი რეჟისორი, მთავარი მხატვარი და ... ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში. მერიის აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 მაისის ¹315 ბრძანებულებით დამტკიცებულ კულტურის სამინისტროს დებულებას, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მისი სისტემის ხელმძღვანელ მუშაკებს. ასევე თეატრის წესდების თანახმად, თეატრის ხელმძღვანელ მუშაკებს ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის სამინისტრო. აქედან განონდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თეატრის გენერალურ ...ად მერიის ბრძანებით რ. ჭ-შვილის დანიშვნა არ იყო კანონიერი და თავის მხრივ რ. ჭ-შვილი არ იყო უფლებამოსილი დაენიშნა მ-შვილი ...ად ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში. მართალია, იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის მესამე ნაწილი არ იყო ისეთი რედაქციით, როგორც დღეს არის. მასში არ იყო მითითებული, რომ სამუშაოზე დამშვები პირი ყოფილიყო სამუშაოზე მიღება-განთავისუფლებაზე უფლებამოსილი, მაგრამ მაშინაც კანონი გულისხმობდა, რომ სამუშაოზე დამშვები პირი უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი ამ მუშაკის სამუშაოზე მიღება-განთავისუფლებაზე. აქედან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მ-შვილი სამუშაოზე დაშვებული არ ყოფილა უფლებამოსილი პირის მიერ და თეატრსა და მ-შვილს შორის არ დადებულა შრომითი ხელშეკრულება. ამდენად, მ-შვილის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენაზე უსაფუძვლოა.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულად საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო პალატა უფლებამოსილია სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ქ. ქუთაისის ლ. მ-შვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება და გამოტანილი იქნას ახალი გადაწყვეტილება.
თ. მ-შვილის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.