საქმე # 010100122006544423
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №373აპ-24 ქ. თბილისი
ი. რ. 373აპ-24 11 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილისა და მსჯავრდებულ რ. ი–სს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ღ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-13, 25-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ღ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. რ. ი–სს მიმართ წარდგენილი ბრალდება – გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ს. პ–ს ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე;
3.1.1. რ. ი–ს ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ს. პ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.2. რ. ი–სს მიმართ წარდგენილი ბრალდება – გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან პ. კ–ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე;
3.2.1. რ. ი–ს ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით პ. კ–ს ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
4. მსჯავრდებულ რ. ი–ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2022 წლის 22 ოქტომბრიდან;
5. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. ი–ს 10 წლით ჩამოერთვას:
5.1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
5.2. არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
5.3. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადა აეთვალოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
6. ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ:
6.1. ს. პ–საგან ამოღებული მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა. პ–ის გადაეცა მისი შვლის ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი);
6.2. რ. ი–ს, პ. კ–სა და ს. პ–სგან ამოღებული ტანისამოსი, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათ ნდობით აღჭურვილ პირებს;
6.3. ს. პ–სგან ამოღებული მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
6.4. ფრჩილისა და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს;
7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულებს – პ. კ–ს, ს. პ–სა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;
9. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე