Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-585-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: შრომისუუნარობის ფურცლის ანაზღაურება და 14123 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის სოლიდარულად დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1996წ. 1 აგვისტოს ო. პ-იას, გ. კ-ძესა და მაშინდელ “ს. ს. ს.” შორის დაიდო ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ისინი გაგზავნილი იქნენ ინგლის-საქართველოს ერთობლივ კომპანია “ა. ჯ.” კუთვნილ თბომავალ “ვ.” მეზღვაურებად; ხელშეკრულებით ხელფასის დანამატი განისაზღვრა 1185 ამერიკული დოლარის ოდენობით, თოთოეულზე ქიმიური ტვირთების გადატანისას გათვალისწინებული იყო 10 %-იანი ზრდა. ამასთან ხელშეკრულებით მეზღვაური უფლებას აძლევდა მენეჯერს გადაერიცხა მთლიანი სავალუტო ხელფასის 35% საქართველოს სანაოსნოს ბიუჯეტიდან ანგარიშსწორებისა და სოციალურ მოთხოვნათა დასაფინანსებლად.

მეზღვაურები ხელშეკრულებით გათვალისწინებული 7 თვის ნაცვლად, გემზე შემცვლელი შემადგენლობის დაგვიანების გამო დარჩნენ 3 თვეს.

გ. კ-ძემ და ო. პ-იამ სარჩელით მიმართეს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების შპს “საქართველოს საზღვაო სანაოსნოს” და შპს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო სანაოსნოს მიმართ და მოითხოვეს შრომისუუნარობის ფურცლის აუნაზღაურებელი თანხის 14123 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის სოლიდარულად მოპასუხეზე დაკისრება;

შრომისუუნარობის ფურცლის გაცემის საფუძველი გახდა გემზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება რის გამოც 99%-ით დაკარგეს მხედველობა;

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “ს. ს. ს.” და შპს “ს. ს. კ.” დაეკისრათ სოლიდარულად შრომისუუნარობის ფურცლის ანაზღაურება 14123 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით ო. პ-იასა და გ. კ-ძის სასარგებლოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მიერ მოსარჩელეები საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით გათავისუფლდნენ გემიდან. თუ შპს “ს. ს. ს., იყო ბროკერი მეზღვაურსა და გემთმფლობელის შვილობილ კომპანია შპს “ვ. შ.” შორის, მაშინ შრომისშინაგანაწესის დარღვევისათვის გემიდან მოსარჩელეთა ჩამოწერა უნდა მოეხდინა აღნიშნულ კომპანიას ბრძანებითYდა არა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის თანახმად დისციპლინური სასჯელის დადება არ შეიძლება გადაცდომიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ. მეზღვაურთა ჩამოწერა კი მოხდა დისციპლინური გადაცდომიდან ერთი თვისა და 7 დღის შემდეგ.

შპს “ს. ს. ს.” და შპს “ს. ს. ს.” სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 იანვრის განჩინებით უცვლელი დარჩა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:

პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მტკიცება იმის შესახებ, რომ რადგან გემების გადაცემის მომენტისათვის არ იყო დაფიქსირებული ტანკერ “ვ.” წინააღმდეგ მეზღვაურების კ-ისა და პ-ას პრეტენზია ზიანის ანაზღაურებაზე იგი არ შეიძლება ჩაითვალოს სამართალმემკვიდრედ. ასევე, საქართველოს მთავრობის 1992წ. 10 ივლისის ¹713 დადგენილებით დამტკიცებული “დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის გაცემის, გაფორმებისა და აღრიცხვის წესის” მე-8 მუხლის შესაბამისად გამოწვეულ დავებზე, როგორიცაა სიმთვრალისა ან სიმთვრალესთან დაკავშირებულ მოქმედებებზე მხოლოდ პირველი 10 დღე გაიცემა ცნობა, ხოლო მე-18 დღიდან გაიცემა შრომისუუნარობის ფურცელი, რომელიც მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეს სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან. გამომდინარე აღნიშნულიდან შრომისუუნარობის ფურცლის ანაზღაურება ხდება საშუალო ხელფასის 100%-ით, რომელსაც ავადმყოფობის გამო ვერ იღებს მომუშავე.

შპს “ს. ს. კ.” საკასაციო საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ერთი სანაოსნო კომპანია არ აგებს პასუხს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ მეორე სანაოსნო კომპანიის ვალდებულებებზე. უფრო მეტიც შპს “ს. ს. ს. ს.” შექმნის დროსაც და შემდგომ შპს “ს. ს. კ.” გამყოფი ბალანსის შედგენისას მკაფიოდ გაიმიჯნა თითოეული კომპანიის ვალდებულებები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო პროფკავშირებმა თანხმობა განაცხადეს ანაზღაურებაზე. პროფკავშირების წარმომადგენელმა კი თავის წერილში დაფიქსირა, რომ შრომითი ხელშეკრულების თანახმად პ-იასა და კ-ძეს არ ეკუთვნით არანაირი კომპენსაცია. რამეთუ კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისად, აღნიშნული კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ საწარმოო ტრავმებისათვის, მომწამლავი სპირტიანი სასმელის მიღება კი არ განეკუთვნება საწარმოო ტრავმას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარის შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია; სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება არ მიუთითა კანონის არცერთი ნორმა, რის საფუძველზეც დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, აღნიშნული კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, შპს “ს. ს. ს.” რეორგანიზაციას ჰქონდა ადგილი თუ ლიკვიდაციას.

თუ საქმის ხელახალა განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას მან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებზე დაყრდნობით უნდა გაარკვიოს საწარმოს რეორგანიზაცია რომელი ფორმით განხორციელდა, ვინაიდან აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ საწარმოთა უფლება-მოვალეობის განსაზღვრისავის.

პალატა თვლის, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული საკითხის გარკვევის შემდეგ შეიძლება გადაწყდეს საწარმოთა სამართალმემკვიდრეობისა და შესაბამისად მოპასუხეებზე სოლიდარულად თანხის დაკისრების საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს. ს. კ.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;