Facebook Twitter

საქმე # 330100123007613380

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №770აპ-24 ქ. თბილისი

ო. გ., 770აპ-24 11 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ო–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–მის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ო–ს, – დაბადებულს .... წელს – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2023 წლის 23 მაისს, დაახლოებით 10:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე ს–ების საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ო–მ, ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი ოჯახური კონფლიქტის დროს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ზ. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გ. ო–მ ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში მეუღლეს, რა დროსაც ზ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2023 წლის 23 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე ს–ების საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, ბავშვის თამაშით გამოწვეული ხმაურით გაღიზიანებულმა, ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანი გერის - რ. ბ–ს მიმართ, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.3. 2023 წლის 23 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე ს–ების საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, ცოლ-შვილის მიმართ ძალადობის განხორციელების გამო შენიშვნის მიცემით გაღიზიანებულმა, მარჯვენა მუშტის ტუჩის არეში ჩარტყმით, ფიზიკურად იძალადა სიმამრის - მ. ს–სის მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.4. 2023 წლის 14 ივნისს, დღის საათებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, სოციალური ქსელის საშუალებით, ოჯახური კონფლიქტის გამო სახლიდან გაგდებით შეურაცხყოფილმა, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მცხოვრებ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ზ. ს–ს, ხმოვანი შეტყობინებით „მშობლების თვალწინ შვილებიანად მოგკლავ დაგხოცავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შედეგადაც ზ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.5. 2023 წლის 15 ივნისს, დღის საათებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მცხოვრებ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ზ. ს–ს, პირადი განაწყენების გამო, სოციალური ქსელის საშუალებით, დღის განმავლობაში არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ზ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.6. 2023 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:10 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, ქ. თ–ში, კ–ს ჩიხი N...-ში, მ. მ–სის ნაქირავებ ბინაში, სატელეფონო საუბრებისას და ასევე, ტელეფონზე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ზ. ს–ს და ოჯახის ნათლიას - მ. მ–ს, კერძოდ: საცხოვრებელი სახლის მისამართის მიცემაზე უარის გამო, სიტყვებით „როცა მოვალ ორივეს თავს მოგაჭრით და მოგკლავთ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მათ, რაზეც ზ. ს–ს, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.7. 2023 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, ქ.თ–ში, კ–ს ჩიხი N..-ში სატელეფონო საუბრისას, შვილის ნათლიას - მ. მ–ს, ვისთანაც სტუმრობდა მისი მეუღლე ზ. ს–ი, საცხოვრებელი ბინის ზუსტი მისამართის მიცემაზე უარის თქმის გამო, სიტყვებით „სადაც ცხოვრობ გავიგებ, მოვალ და შვილებთან ერთად მოგკლავ,“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, მ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.8. 2023 წლის 20 ივნისს, დღის საათებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, ქ.თ–ში, კ–ს ჩიხი N..-ში სოციალური ქსელით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ზ. ს–ს, კერძოდ: გ. ო–მ, საცხოვრებელი სახლის მისამართის მიცემაზე უარის მიღებით განაწყენებულმა, სიტყვებით „როცა მოვალ თავს მოგაჭრი და მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზ. ს–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით გ. ო–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. ს–ს ეპიზოდი) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ს–ის ეპიზოდი) – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 19 ივნისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 ივნისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.8. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ო–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.10. მსჯავრდებულ გ. ო–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 26 ივნისიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

4.1. 2023 წლის 23 მაისს, დაახლოებით 10:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე ს–ების საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ო–მ, ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი ოჯახური კონფლიქტის დროს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ზ. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გ. ო–მ ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში მეუღლეს, რა დროსაც ზ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

4.2. 2023 წლის 23 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე ს–ების საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, ბავშვის თამაშით გამოწვეული ხმაურით გაღიზიანებულმა, ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანი გერის - რ. ბ–ს მიმართ, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი;

4.3. 2023 წლის 23 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე ს–ების საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, ცოლ-შვილის მიმართ ძალადობის განხორციელების გამო შენიშვნის მიცემით გაღიზიანებულმა, მარჯვენა მუშტის ტუჩის არეში ჩარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა სიმამრის - მ. ს–ს მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

4.4. 2023 წლის 14 ივნისს, დღის საათებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, სოციალური ქსელის საშუალებით, ოჯახური კონფლიქტის გამო სახლიდან გაგდებით შეურაცხყოფილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მცხოვრებ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ზ. ს–ს, ხმოვანი შეტყობინებით („მშობლების თვალწინ შვილებიანად მოგკლავ დაგხოცავ“), სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შედეგადაც ზ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

4.5. 2023 წლის 15 ივნისს, დღის საათებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მცხოვრებ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ზ. ს–ს, პირადი განაწყენების გამო, სოციალური ქსელის საშუალებით, დღის განმავლობაში არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ზ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

4.6. 2023 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:10 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–მ, ქ. თ–ში, კ–ს ჩიხი N..-ში, მ. მ–ს ნაქირავებ ბინაში, სატელეფონო საუბრებისას და ასევე, ტელეფონზე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ზ. ს–ს და ოჯახის ნათლიას - მ. მ–ს, კერძოდ: საცხოვრებელი სახლის მისამართის მიცემაზე უარის გამო, სიტყვებით „როცა მოვალ ორივეს თავს მოგაჭრით და მოგკლავთ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მათ, რაზეც ზ. ს–ს, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

4.7. 2023 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ო–სემ, ქ.თ–ში, კ–ს ჩიხი N..-ში სატელეფონო საუბრისას, შვილის ნათლიას - მ. მ–ს, ვისთანაც სტუმრობდა მისი მეუღლე ზ. ს–ი, საცხოვრებელი ბინის ზუსტი მისამართის მიცემაზე უარის თქმის გამო, სიტყვებით „სადაც ცხოვრობ გავიგებ, მოვალ და შვილებთან ერთად მოგკლავ,“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, მ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

4.8. 2023 წლის 20 ივნისს, დღის საათებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი გ. ო–ე, ქ.თ–ში, კ–ს ჩიხი N..-ში სოციალური ქსელით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ზ. ს–ს, კერძოდ: გ. ო–სე, საცხოვრებელი სახლის მისამართის მიცემაზე უარის მიღებით განაწყენებულმა, სიტყვებით „როცა მოვალ თავს მოგაჭრი და მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზ. ს–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. თ–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენის გაუქმება, გ. ო–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება ყველა მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით:

6.1. მსჯავრდებულ გ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. თ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

6.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

6.3. გ. ო–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

6.3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვან რ. ბ–ს ეპიზოდი) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების

აღკვეთა;

6.3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ზ. ს–სის ეპიზოდი) – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.3.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ს–ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.3.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.3.5. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.3.6. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 19 ივნისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.3.7. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 20 ივნისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.3.8. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.3.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.4. მსჯავრდებულ გ. ო–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 26 ივნისიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. თ–მმა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენის გაუქმებას, გ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს გ. ო–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

10. დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ო–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

12. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ: სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება გ. ო–ს მიერ მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტების ჩადენა – სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულების: ზ. ს–ს, მ. ს–სა და მ. მ–სის ჩვენებები სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, მოწმეთა: მ. ქ–ე-ა–ს, ე. უ–ს, გ. ც–ს ჩვენებებთან, მ. ს–ს გამოკითხვის ოქმთან (გამოქვეყნდა საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან, კერძოდ, შემაკავებელი ორდერისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ჩანაწერების შინაარსთან, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმებთან, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ 112-ში განხორციელებული შეტყობინებების შინაარსთან და საქმის სხვა მასალებთან.

12.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; მთავარია ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით...... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17)

13. დაზარალებულმა ზ. ს–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დეტალურად აღწერა გ. ო–ს მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტები. დაზარალებულის განმარტებით, 2023 წლის 23 მაისს გ. ო–ს უსაყვედურა ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო, რომელიც ყელში სწვდა და ახრჩობდა, ხოლო შემდეგ მის არასრულწლოვან შვილს - რ. ბ–ს ხელი გაარტყა სახის არეში. ასევე ხელი გაარტყა მამას - მ. ს–ს, რომელსაც ტუჩის არიდან სდიოდა სისხლი. მ. ს–მა გ. ო–ე გააგდო სახლიდან, რის შემდეგაც 2023 წლის 14 ივნისს გ. ო–მ ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა - „მშობლების თვალწინ, შვილებიანად მოგკლავ და დაგხოცავთო“, რის გამოც შეეშინდა, რომ არ ჩასულიყო და რამე არ დაეშავებინა მისთვის და მისი შვილებისთვის. გ–ს მხრიდან განხორციელებული მუქარის გამო დატოვა მშობლების სახლი და საცხოვრებლად წავიდა ქ. თ–ში, მისი შვილის ნათლიის - მ. მ–სის სახლში. ამის შემდეგ, გ. ო–ე მას და მ. მ–სს უგზავნიდა შეტყობინებებს, რომ „მოვალ მანდ თავს მოგაჭრით,“ „ბავშვებს და ყველას ამოგხოცავთ,“ უკავშირდებოდა მობილურზე თუმცა არ პასუხობდა. 2023 წლის 15 ივნისს სოციალური ქსელის საშუალებით დღის განმავლობაში არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. 2023 წლის 19 ივნისს მას და მ. მ–ს მისამართი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ, დაემუქრა რომ „ჩამოვალ ორივეს თავს მოგაჭრით და მოგკლავთო.“ 2023 წლის 20 ივნისს დაემუქრა „როცა მოვალ თავს მოგაჭრი და მოგკლავო.“ ვინაიდან ბრალდებული ადრე ანალოგიურ ფაქტზე იყო დაკავებული ამიტომ ივარაუდა, რომ მუქარა რეალური იყო და შეიძლებოდა მუქარა სისრულეში მოეყვანა, რის გამოც შეეშინდა, რადგან არ იყო დაზღვეული, რომ გ–ი არ მივიდოდა და არაფერს დაუშავებდა.

14. დაზარალებულმა მ. ს–მა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2023 წლის 23 მაისს, მისი შვილისგან ზ. ს–სისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ. ო–ე ახრჩობდა, ასევე ზეინაბის შვილს - რ. ბ–ს მარჯვენა ხელი გაარტყა სახის არეში. ბავშვს გაწითლებული ჰქონდა სახე, რომელიც შემდეგ დაულურჯდა და თითების ნაკვალევიც ეტყობოდა. გ. ო–ს უსაყვედურა თუ რატომ გაარტყა ბავშვს, რაზეც გაღიზიანდა და მასაც გაარტყა ხელი სახის არეში, დაუზიანდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი. გაერიდა და გავიდა გარეთ, თუმცა გარეთაც გაჰყვა, ემუქრებოდა და ცდილობდა მის დახრჩობას, თუმცა მეზობლებმა გააშველეს.

15. დაზარალებულმა მ. მ–სმა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ზ. ს–ს მეუღლე - გ. ო–ე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მასთან გადავიდა საცხოვრებლად. გ. ო–სე, ზ. ს–ს მასთან საცხოვრებლად გადასვლის შემდეგაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ზეინაბს ეშინოდა. გ. ო–ე ემუქრებოდა მასაც და უგზავნიდა შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ შეტყობინებებს. 2023 წლის 19 ივნისს გ. ო–მ მისწერა, რომ ,,მას და მის „ბოზ“ დაქალს, სადაც ნახავდა თავებს მოაჭრიდა და მოკლავდა, გაიგებდა მისამართს მივიდოდა და შვილებს დაუხოცავდა“, რამაც მასში შიში გამოიწვია.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).

16.1. მოწმეთა მ. ქ–ე-ა–სა და ე. უ–ს ჩვენებები ირიბია დაზარალებულების ზ. ს–ს, მ. ს–სა და რ. ბ–სის მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობასთან მიმართებით, მაგრამ პირდაპირია - დაზარალებულების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და დაზიანების არსებობასთან მიმართებით; მოწმეებმა შემთხვევიდან მალევე პირადად ნახეს, რომ დაზარალებულები იყვნენ აღელვებულნი, მ. ს–ს ტუჩიდან სდიოდა სისხლი, რ. ბ–ე კი ტიროდა, ლოყა ჰქონდა დალურჯებული.

17. სასამართლო ითვალისწინებს N........ შემაკავებელ ორდერსა და მასზე თანდართულ ოქმს, რომლის თანახმად, 2023 წლის 23 მაისს, ერთ-ერთი კონფლიქტის დროს მოძალადე გ. ო–მ, მსხვერპლ ზ. ს–ს ხელი მოჰკიდა ყელზე და გადაუკეტა სასუნთქი გზები, რის გამოც მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და რეალური ტანჯვა.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვან რ. ბ–ს გამოძიების ეტაპზე არ მიუცია ჩვენება (2023 წლის 21 ივნისის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ არასრულწლოვან რ. ბ–სთან ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის გასაუბრების შემდეგ, ფსიქოლოგ თ. ბ–მა განაცხადა, რომ არასრულწლოვნის ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვი კონტაქტში არ შედიოდა, რის გამოც გამოკითხვის ჩატარება იყო შეუძლებელი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 47-50)) და მისი დაკითხვა არც სასამართლოში მომხდარა. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს მსხვერპლის ასაკს (ოთხი წლის დაბ.: 11.08.2019 წელს), ძალადობის ჩადენის ხერხს (სახეში ხელის დარტყმა), ბრალდებულის ფიზიკურ მონაცემებს და დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს (რ. ბ–მ გ. ო–ს დარტყმის შემდეგ იტირა, სახე ჰქონდა ჯერ გაწითლებული, შემდეგ კი გაულურჯდა, ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანება), სასამართლო პრაქტიკას დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის შეფასების (ობიექტური და სუბიექტური სტანდარტი) ნაწილში.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ო–ს მიერ ზ. ს–ს და მ. მ–ს მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტებს, თავად დაზარალებულთა ჩვენებებთან ერთად, ასევე ადასტურებს მოწმე გ. ც–ას ჩვენება (მოწმის განმარტებით კუთვნილ მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა პირი, რომელიც გაეცნო გ. ო–ს სახელით, იმუქრებოდა ზ. ს–სა და მ. მ–ს მოკვლით და აინტერესებდა სად იყვნენ ისინი, რაზეც უპასუხა, რომ მეუღლესთან (მ. მ–სთან) განქორწინდა და არ იცოდა მისამართი), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები: შემაკავებელი ორდერი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ჩანაწერები, მოცემული ჩანაწერების დათვალიერების ოქმები, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმები (შეიცავს ინფორმაციას მობილური ტელეფონის მესაკუთრეთა ვინაობის შესახებ, ასევე ადასტურებს მათ შორის არსებულ მიმოწერასა და ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის ფაქტებს. ამასთან, ხმოვან შეტყობინებაში არსებული ხმის კუთვნილება დაადასტურა გ. ო–სემ).

20. მსჯავრდებულ გ. ო–სის მუქარის შედეგად დაზარალებულების ზ. ს–სის და მ. მ–სის მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში დასტურდება ასევე N......., N....... და N...... შეტყობინებებით, სადაც მითითებულია, როგორც გ. ო–ს მიერ ჩადენილ მუქარის ფაქტებზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ მ. მ–ი ითხოვს საპატრულო პოლიციის მისვლას, ვინაიდან თავად ვერ მივა განყოფილებაში, ეშინია, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება თავს დაესხან (იხ. ტ.1, ს.ფ. 4, N....... შეტყობინება).

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაზარალებულების ჩვენებების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. არ დასტურდება აღნიშნულ მოწმეთა მიკერძოებულობა და გ. ო–ს ცრუდ მხილების განზრახვა. შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

22. იმავდროულად, სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან გ. ო–ს არ აქვს გადახდილი 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 2500 ლარი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათი შეეცვალა ჯარიმით თბილისის პრობაციის ბიუროს უფროს წარდგინების საფუძველზე), მას ნასამართლობა არ აქვს გაქარწყლებული. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით შეცვლილი სასჯელი – ჯარიმა 2500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, გადაუხდელი ჯარიმის გამო გ. ო–სის ნასამართლობის შესახებ, საფუძველს მოკლებულია.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ო–ე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რისთვისაც ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროისათვის. შესაბამისად, ახალ დანაშაულებთან, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლებთან მიმართებით, წარსულში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლობამ შექმნა არაერთგზისობა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლობამ – რეციდივი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლებთან და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლთან მიმართებით, წარსულში საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლობამ შექმნა არაერთზგისობა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლობამ - რეციდივი. ამდენად, გ. ო–ს წარსულმა ნასამართლობებმა თითოეულ ახალ დანაშაულთან მიმართებით შეუქმნა როგორც არერთგზისობა, ისე რეციდივი.

23.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის N659აპ-21 განაჩენით დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, რამდენიმე განაჩენით დადგენილი ნასამართლობის ვადების მიმდინარეობის პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ბოლო განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, მხოლოდ ერთი მათგანი (რეციდივი), ხოლო რეციდივისა და არაერთგზისობის კონკურენციისას კი არაერთგზისობა – მიიღება მხედველობაში. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ განაჩენში საუბარია ერთ დანაშაულთან მიმართებით, არაერთგზისობისა და რეციდივის ერთობლივად არსებობისას, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გამოუყენებლობაზე და არა - რეციდივის, როგორც პირის წარსული ცხოვრებისა და პიროვნების შეფასების კრიტერიუმის გაუთვალისწინებლობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ო–სათვის შეფარდებული სასჯელი პროპორციულია და სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებას.

23.2. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენს საქმეზე N 1259აპ-23, სადაც სასამართლომ განმარტა შემდეგი, რომ რეციდივისა და არაერთგზისობის კუმულაციურად არსებობა უპირობოდ, ყველა შემთხვევაში, არ გამორიცხავს ორივე მათგანის ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ:

„13. იმ შემთხვევაში, თუკი პირმა გარდა უშუალოდ მაკვალიფიცირებელი გარემოებისა (...რამაც შექმნა კიდეც არაერთგზისობა), ქმედება ჩაიდინა სხვა დამამძიმებელ გარემოებაშიც..., ამ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნის დროს, სხვა დამამძიმებელი გარემოების არსებობის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება რეციდივის წესი.

14. აგრეთვე, თუ ნასამართლევი პირი, გარდა იმ ქმედებისა, რომელიც იწვევს არაერთგზისობას, ჩაიდენს სხვა დანაშაულს/დანაშაულებს, ხსენებულ, სხვა დანაშაულთან მიმართებით, უკვე გაითვალისწინება რეციდივის წესი. მაგალითად, თუკი პირი წარსულში ნასამართლევია – მუქარისა და ძალადობისათვის და მან ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე, ჩაიდინა, არამხოლოდ მუქარა, არამედ სხვა განზრახი დანაშაულიც, პირობითად, გამოძალვა, ამ შემთხვევაშიც გამოძალვისათვის სასჯელის დანიშვნისას, უკვე მხედველობაში მიიღება რეციდივის წესი და შესაბამისად, წინათ დადგენილი ნასამართლობაც“.

24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

25. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

26. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე