საქმე # 010100121004880202
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №959აპ-24 ქ. თბილისი
ა. შ. 959აპ-24 26 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელისა და მსჯავრდებულ ჯ. ქ–ს ინტერესების დამცველ ადვოკატ მ. ზ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელისა და მსჯავრდებულ ჯ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ზ–ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად.
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი