საქმე N 330141224010164366
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1131-24 ქ. თბილისი
გ. დ., 1131-24 19 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენით დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩად.თვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.
დ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 4 ნოემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენით უცვლელად დარჩა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. 2024 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. გ-ს პირადი საქმე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დ. გ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩად.თვის დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით.
მსჯავრდებულ დ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2022 წლის 4 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. მ-მ. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას, ხოლო დაზუსტებულ საჩივარს წარმოადგენს უმოკლეს ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩად.თვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ვინაიდან, დ. გ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენით ნასამართლევია – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩად.თვის (მას განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი), რომელთაგან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ ქმედებაზე, მის მიმართ ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონის მითითებული მუხლებით განსაზღვრული შეღავათები. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ დ. გ-ს მიმართ არ გავრცელდა ამნისტიის კანონის პირველი-მე-3 მუხლებით განსაზღვრული შეღავათები და, ამავდროულად, მას არ ჩაუდენია ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე დანაშაული, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით კანონიერად შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე