საქმე N 030141224010129239
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1801-24 29 ნოემბერი, 2024 წელი
ზ. მ., 1801-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მსჯავრდებულ მ. ზ-ს, – დაბადებულის ...., – საქმის მასალების მიხედვით:
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით მ. ზ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2021 წლის 30 ივნისიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 22 მაისიდან 2020 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.
3. 2024 წლის 2 ოქტომბერს ფოთის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №14 პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ მ. ზ-ს პირადი საქმე.
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ზ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, 75 დღით შემცირებული სასჯელი – 7 წლით, 9 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა – და განესაზღვრა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. ზ. მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მაგრამ, ვინაიდან მ. ზ-ს სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის – ერთიანი სასჯელის სახით, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება დამოუკიდებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და, შესაბამისად.
4. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, მ. ზ-ს, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, შეფარდებული სასჯელი, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, 75-დღიანი შემცირების გათვალისწინებით, შეადგენს – 7 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას – და განესაზღვროს – 6 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს;
3. მსჯავრდებულ მ. ზ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, შეფარდებული სასჯელი, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, 75-დღიანი შემცირების გათვალისწინებით, შეადგენს – 7 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას – და განესაზღვროს – 6 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა;
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი