გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-661-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ბ. ....”-ის დირექტორმა მ. რ-იანმა განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფეხბურთო კლუბ “თ. დ.” ხელახალი რეგისტრაციის შესახებ.
რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ბ. ....”-ის დირექტორს მ. რ-იანს უარი ეთქვა შპს საფეხბურთო კლუბ “თ. დ.” ხელახალ რეგისტრაციაზე ,,მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული 1994წ. 28 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე.
შპს “ბ. ....”-ის წარმომადგენლებმა _ რ. მ-მა და ზ. ჯ-ემ მიიჩნიეს უკანონოდ რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას, მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საფეხბურთო კლუბ “თ. დ.” ხელახალი რეგისტრაცია.
საქართველოს რესპუბლიკურ ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დ.” წარმომადგენლებმა _ კ. შ-ემ და ა. ხ-ამ განცხადებით მიმართეს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას და მოითხოვეს საქმეში ჩართვა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. Gგანცხადების ავტორები მიუთითებდნენ, რომ სპორტული კლუბი წინააღმდეგია შპს საფეხბურთო კლუბ ,,თ. დ.” ხელახალი რეგისტრაციის და ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად მოითხოვს 1992წ. 21 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის მიერ რეგისტრირებული შპს საფეხბურთო კლუბ ,,თ. დ.” რეგისტრაციის გაუქმებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 17 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული. საქართველოს რესპუბლიკურ-ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დ.” წარმომადგენლებმა _ კ. შ-ემ და ა. ხ-ამ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 17 სექტემბრის განჩინება მიიჩნიეს უკანონოდ და კერძო საჩივრით მოითხოვეს მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორთა აზრით, სააპელაციო სასამართლო თავისი მოქმედებით არღვევდა სსკ-ს 311-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს: თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას დავა აღიძვრება, მაშინ სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001წ. 8 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დ.“ წარმომადგენლების _ კ. შ-ისა და ა. ხ-ას კერძო საჩივარი. Pპალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო იხილავს სააპელაციო საჩივარს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად ამოწმებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. Aაღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო განცხადებას არ განიხილავს. Pპალატის აზრით, სსკ-ს 311-ე მუხლით დადგენილი პირობები ეხება მხოლოდ რაიონულ სასამართლოში განცხადების განხილვის პროცესს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 21 დეკემბრის განჩინებით ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ ,,დ.” წარმომადგენლის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა განჩინებაში უთითებდა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საწარმოს ხელახალი რეგიტრაცია. სსკ-ს 311-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლების შესახებ, რომელიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დ.” წარმომადგენლების განცხადება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩართვისა და რეგისტრაციის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. პალატამ მის განჩინებას საფუძვლად დაუდო მოსაზრება, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს დავის საგანი, ვინაიდან არ არსებობს რეგისტრაცია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “ბ. ....” სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა Dდიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და განცხადება რეგისტრაციის მიზნით დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების იმ საფუძვლებს, რომლებიც კონკრეტულად არის მითითებული ,,მეწარმეთა შესახებ” კანონში. Mმათ შორის არ ფიგურირებს საქართველოს პარლამენტის 1994წ. 28 ოქტომბრის დადგენილება.
Mაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დ.” წარმომადგენელმა კ. შ-ემ. Kკასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ,,მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1994წ. 28 ოქტომბრის დადგენილების მოთხოვნები. იგი მოითხოვს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. განჩინების გაუქმებას და საწარმოს ხელახალ რეგისტრაციაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1994წ. 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად “მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას 1996წ. 1 სექტემბრამდე. ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად მეორე მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოთა მიმართ გამოიყენება “მეწარმეთა შესახებ”კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები.
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.8 მუხლის თანახმად “თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარჩელის საფუძველზე.”
5.8 მუხლით განსაზღვრულია ის შემთხვევები, რომელსაც შედეგად მოსდევს რეგისტრაციის გაუქმება. აქ კანონი ორ შემთხვევას განასხვავებს ერთმანეთისგან: 1. როცა საწარმო რეგისტრირებულია ისე, რომ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის მოთხოვნებს. 2. როდესაც რეგისტრაციის მომენტში წარმოდგენილი მასალები შეესაბამებოდა რეგისტრაციის პირობებს, მაგრამ მოგვიანებით მოისპო ეს პირობები. თუ ეს ხარვეზი სამი თვის განმავლობაში არ იქნება გამოსწორებული, მაშინ რეგისტრაცია უქმდება.
კანონმდებელმა 5.8 მუხლით განსაზღვრულ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევებს, რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს დაამატა კიდევ ერთი გარემოება:
გაუქმებას ექვემდებარება იმ საწარმოთა რეგისტრაცია, რომლებიც “მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას 1996წ. 1 სექტემბრამდე და ამ ვადაში ხელახალ რეგისტრაციას არ გაივლიან. ეს არის სპეციალური ნორმა, რომელიც “მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოებს ეხება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნული გარემოება განიხილა არა როგორც 5.8 მუხლით განსაზღვრული შედეგის დადგომის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პირობა, არამედ იგი დაუკავშირა ორ დანარჩენ პირობას.
ერთ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს რეგისტრაციის პირობებზე, რომელსაც აწესრიგებს კანონის მე-5 მუხლი. პალატა აღნიშნავს, რომ ამ მუხლში ჩამოთვლილია მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საწარმოს რეგისტრაციისათვის. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რომელი პირობა არ არის შესრულებული განმცხადებლის მიერ. მეორე შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ ყოფილა მითითებული რა ხარვეზი უნდა გამოსწორებულიყო და მიუთითებს, რომ კანონმდებლობა სამთვიანი ვადის ათვლას სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის დღეს უკავშირებს.
ამასთან სააპელაციო სასამართლო ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, როდესაც მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების იმ საფუძვლებს, რომლებიც კონკრეტულად არის მითითებული “მეწარმეთა შესახებ” კანონში. მათ შორის არ ფიგურირებს პარლამენტის ზემოაღნიშნული დადგენილება.
აღნიშნულით პალატა უხეშად არღვევს “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის დადგენილება ნორმატიულ აქტს წარმოადგენს და სავალდებულოა შესასრულებლად. Aამასთან პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს პარლამენტის აღნიშნული დადგენილება ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადებს განსაზღვრავს და განსაზღვრავს დადგენილ ვადაში ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შედეგებს.
სააპელაციო პალატა სწორად უთითებს, რომ საწარმოთა რეგისტრაციას გააჩნია, როგორც ფაქტის ან მოვლენის აღნიშვნის, ისე კონსტიტუციური მნიშვნელობა, რეგისტრაციის მონაცემთა საჯაროობა იცავს კონტრაჰენტებსა და მესამე პირებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სწორედ ამგვარი მნიშვნელობით იყო განპირობებული პარლამენტის დადგენილების მოთხოვნა საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის შესახებ.
სწორედ ხელახალი რეგისტრაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტმა რამდენჯერმე გააგრძელა და მკაცრად განსაზღვრა ის ვადა, რომლის დროსაც შესაძლებელი იყო საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რაც საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარების საფუძველზე აქვს გამოთქმული:
თუ საწარმო არ აკმაყოფილებდა მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნებს და მისი ხელახალი რეგისტრაციისათვის უცილობელი იყო ცვლილებების შეტანა საზოგადოების წესდებაში, მაშინ ხელახალი რეგისტრაციის პროცედურა უნდა გათანაბრებოდა საზოგადოების წესდებაში ცვლილებების მიღებისა და რეგისტრაციის წესს. A
ამასთან, სააპელაციო პალატა არ ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მოქმედებები უნდა განხორციელებულიყო იმ ვადაში, რასაც ხელახალი რეგისტრაციისათვის კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს.
საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა ნიშნავს ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების შეუძლებლობას და 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგის, რეგისტრაციის გაუქმების დადგომას.
როდესაც სახელმწიფო ორგანო, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ადგენს საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადას, არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ აღნიშნულ ვადას მნიშვნელობა არა აქვს და საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ამ ვადის გასვლის შემდეგაც. კანონმდებლის მიერ რეგისტრაციის და ხელახალი რეგისტრაციის წესის განსაზღვრა დაკავშირებულია საზოგადოებრივი, სახელმწიფო და თითოეული მოქალაქის ინტერესთან. მისი მიზანია აღკვეთოს საწარმოს შექმნისას არსებული ნებისმიერი კანონის დარღვევა, ხელი შეუწყოს საგადასახადო სისტემის ეფექტურ მუშაობას, დაიცვას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა.
პალატა ვერ გაიზიარებს შპს “ბ. ....” წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომ ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ ,,დ.” საკასაციო საჩივარი არ უნდა ყოფილიყო წარმოებაში მიღებული და იგი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.8 მუხლის მეორე წინადადების თანახმად რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის სარჩელის საფუძველზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საზოგადოება “დ.” 1992 წლიდან წარმოადგენდა შ.პ.ს. ,,თ. დ.” პარტნიორს. Aამასთან ის წარმოადგენს იმ პირს, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას მოთხოვნა საზოგადოების ან მისი პარტნიორების მიმართ. აღნიშნულის გამო საზოგადოება ,,დ.” შეიძლება ჩაითვალოს პირად, რომელსაც საწარმოს რეგისტრაციის მიმართ უფლებრივი ინტერესი გააჩნია. Mმას გააჩნია უფლებრივი ინტერესი საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის მიმართ, რომელიც საწარმოს უფლებამონაცვლის დადგენასაც გულისხმობს. მას შეუძლია სასარჩელო წარმოების გზით მოითხოვოს მისი უფლების დაცვა.
მოცემულ შემთხვევაში აღძრულია დავა ხელახალი რეგისტრაციის უფლების შესახებ და სასამართლოს არ ჰქონდა უფლება საქმე უდავო წარმოების წესით განეხილა, ვინაიდან საქმის გამარტივებული წარმოების დროს არ არსებობს დავა უფლების შესახებ, არ არსებობენ მხარეები და საქმის წარმოება მიმართულია მხოლოდ ფაქტის კონსტატაციისაკენ.
უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რათა მან განიხილოს საქმე საერთო სასარჩელო წესით. ამას განსაზღვრავს სსკ-ს 311-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრება დავა ისეთი უფლების შესახებ, რომელიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.
თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვის შესახებ დაინტერესებულმა პირებმა შეიტყვეს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მათ უნდა მიეცეთ უფლება გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოში.
უდავო წარმოებით საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლომ მიზანშეწონილია გამოიკვლიოს ხომ არ აღიძვრება დავა უფლების შესახებ, რისთვისაც მან უნდა შეატყობინოს აღნიშნული ფაქტის შესახებ სავარაუდოდ დაინტერესებულ ყველა პირს.
უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ ფაქტის დადგენით შეილახა მათი უფლება.
აღნიშნულის გამო, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ საზოგადოება ,,დ.” მოცემულ საქმეში არ შეიძლება წარმოადგენდეს მხარეს.
აღნიშნულის გამო საკასაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ფიზკულტურულ სპორტულ კლუბ ,,დ.” საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინებაზე.
მოცემულ საქმეზე დავა ეხება საწარმოს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების საკითხს, რომლის ვადაც ამოიწურა 1996წ. 1 სექტემბერს, ხოლო განცხადების ავტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს 2001წ. ივლისში, თითქმის 5წ. შემდეგ. მოცემულ საქმეზე არ არის გამოსაკვლევი მტკიცებულებები, რის გამოც პალატა თვლის, რომ მის მიერ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დ.” წარმომადგენლის კ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
შპს “ბ. ....”-ის დირექტორის განცხადება შპს საფეხბურთო კლუბ “თ. დ.” ხელახალ რეგისტრაციაზე არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.