Facebook Twitter

საქმე N 170100123007140496

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№603აპ-24 ქ. თბილისი

მ. ი., 603აპ-24 12 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას, ი. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, იმის გათვალისწინებით, რომ ი. მ–ს ჩადენილი აქვს სამი განზრახი დანაშაული, აქედან – ორი ოჯახის წევრის და, ამავდროულად, ქალის მიმართ, წარსულში მის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დაზარალებულებს აქვთ პრეტენზია. გამომდინარე აქედან, კასატორი მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელები უკანონო, დაუსაბუთებელია და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის განაჩენით:

2.1. ი. მ., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 9 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა – 2 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპით, ი. მ-ს საბოლოოდ მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 9 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა – 2 წლით.

2.2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის – 9 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდა მსჯავრდებულ ი. მ-ს დაეწყო მისი დაკავების დღიდან – 2023 წლის 20 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის ვადა – 2023 წლის 7 მარტიდან, იმავე წლის 9 მარტის ჩათვლით.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. მ-მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2023 წლის 6 მარტს, დაახლოებით, 19:00 საათზე, …, ი. მ. და ა. მ-ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი. მ-მ საკვების მცირე ოდენობით შეთავაზების გამო, გაშლილი ხელის სახის არეში ერთჯერადად და კისრის არეში მუშტის ორჯერ დარტყმით, ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის – ა. მ-ს მიმართ, რა დროსაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3.2. 2023 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით, 06:30 საათზე, … მყოფი ი. მ., სოციალურ ქსელ „მესენჯერის“ მეშვეობით, მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნისას, სიტყვებით: „ერთ ტყვიას შენი სახელი აწერია“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს – ა. მ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.3. 2023 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით, 06:30 საათზე, … მყოფი ი. მ., სოციალურ ქსელ „მესენჯერის“ მეშვეობით, მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნისას, სიტყვებით: „ერთ ტყვიას შენი სახელი აწერია“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. -ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

6. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ი. მ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა – შეტყობინებები დანაშაულის შესახებ; დაზარალებულების – ა. მ-სა და ნ. მ-ს, მოწმეების – ბ. მ. და ა. დ-ს გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ვიზუალური დათვალიერების ოქმი; მობილური ტელეფონის ამოღებისა და მისი დათვალიერების ოქმები; ჩხრეკის ოქმი და ამოღებული მობილური ტელეფონი; გამოთხოვილი ინფორმაცია და მათთან დაკავშირებული სამხილები – რომელიც, მსჯავრდებულის აღიარების კვალდაკვალ, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი. მ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხილი ქმედებები. შესაბამისად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერი და დასაბუთებულია, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. ბრალდების მხარის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნა, ი. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით, დასაბუთებულია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ი. მ-ს ამ დანაშაულის ჩადენისათვის შეუფარდა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთ, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვე განუსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი – 9 თვე, ჩაუთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის მიხედვით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი, რასაც არ აქვს გამართლება, რამეთუ ი. მ-ს ქმედებაში არ არის გამოკვეთილი სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის კანონიერი საფუძველი, კერძოდ:

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

7. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ი. მ-მ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მიმდინარე საქმის გამოძიების დროს, 2023 წლის 20 ოქტომბერსა და 2023 წლის 21 ოქტომბერს გამოკითხვებისას, ერთ შემთხვევაში, არ მისცა ჩვენება გამოძიებას, ხოლო მეორე შემთხვევაში – გამოიყენა დუმილის უფლება და მხოლოდ სასამართლოში აღიარა ჩადენილი დანაშაული. ამდენად, ი. მ-ს მიერ საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბრალის აღიარება ვერაფრით შეფასდება, როგორც გამოძიებასთან მისი თანამშრომლობა, რაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ კანონი აღჭურავს სასამართლოს როგორც საკმარისი, ეფექტური პროცესუალური გარანტიებით, ისე – მატერიალური ნორმებით, რომლებიც კონკრეტული სასჯელებისა თუ საშეღავათო პირობების გამოყენებას შესაძლებელს ხდის მხოლოდ მაშინ და იმ პირობებით, რამდენადაც ეს კანონით არის განსაზღვრული და ობიექტურად აუცილებელია, რაც ერთი მხრივ, ემსახურება კანონის მიზნების რეალურად განხორციელებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უშლის სასჯელების თვითნებურად გამოყენებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენი საქმეზე №525აპ-24, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ი. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის კანონიერი საფუძველი და, შესაბამისად, ი. მ-ს თავისუფლება უნდა აღეკვეთოს პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.

10. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. -სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას, რამეთუ მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის), სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება, ხოლო შერჩეული სასჯელის მოხდის კონკრეტული წესის განსაზღვრისას აუცილებელია მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის რელევანტური საშუალებების გათვალისწინება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, კერძოდ, მის ქმედებაში გამოკვეთილ დანაშაულთა და დაზარალებულთა სიმრავლის, ასევე – ი. მ-ს ქმედების ხასიათის – ა. მ-ს მიმართ, როგორც გაშლილი ხელით, ასევე – მუშტებით სხეულის სხვადასხვა არეებში ფიზიკური ძალადობის – მხედველობაში მიღებით, ი. მ.სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.

11. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას –საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. მ-ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლის ზომის გამკაცრება, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, ხოლო მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, რაზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, წამახალისებელი ნორმებია, რაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

13. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულ ნ. მ-ს თანხმობა, რომ ი. მ-ზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, რის გამოც მასზე ვერ აღსრულდება ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება არ ექცევა ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაულთა ჩამონათვლში, ი. მ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.

14. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის – მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის – ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულ ა. მ-ს თანხმობა, რომ ი. მ-ზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, რის გამოც მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება არ ექცევა ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა ჩამონათვლში, მსჯავრდებულმა კი სასამართლოს წინაშე განაცხადა თანხმობა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა და, რომ დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე, ი. მ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

15. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის – მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის – ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულ ა. მ-ს თანხმობა, რომ ი. მ-ზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, რის გამოც მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება არ ექცევა ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა ჩამონათვლში, მსჯავრდებულმა კი სასამართლოს წინაშე განაცხადა თანხმობა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა და, რომ დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე, ი. მ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

15. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე. შესაბამისად, ი. მ-სათვის დამატებით სასჯელად განსაზღვრულ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვაზე ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი შეიცვალოს:

3. ი. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 5 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ – იარაღის დამზადების, შეძენისა და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები;

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ი. მ-ს მიესაჯოს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ – იარაღის დამზადების, შეძენისა და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები;

8. ი. მ-ს სასჯელი აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენით მოხდილი სასჯელი – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ი. მ-ს მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი – 3 თვით, შემდეგი პირობებით:

10. ი. მ-ს (დაბადებულს ...., პ/ნ ...., რეგისტრირებულსა და მცხოვრებს – ...) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს ა. მ. (დაბადებული 1..., პ/ნ ..., რეგისტრირებული: ...;

11. ი. მ-ს აეკრძალოს ა. მ-სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება;

12. ი. მ-ს აეკრძალოს ა. მ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

13. ი. მ-ს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

14. დამცავი ორდერის ვადის ათვლა დაიწყოს ი. მ-ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან;

15. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

17. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი