საქმე N 080141224010142068
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №181I -24 თბილისი
ო. ი., 181I -24 29 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ო-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მსჯავრდებულ ი. ო-ს, – დაბადებულის ...., – პირადი საქმის მასალების მიხედვით:
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით, რომლითაც შეიცვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი, ი. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ი. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, ი. ო-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი. ი. ო-ს სასჯელი აეთვალა 2018 წლის 25 იანვრიდან.
5. 2024 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ი. ო-ს პირადი საქმე.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ო-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, ი. ო-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი, ი. ო-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი. ი. ო-ს სასჯელი აეთვალა 2018 წლის 25 იანვრიდან.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ო-მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას და შეფარდებული სასჯელის რალურად შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამნისტია მართებულად არ აღსრულდა ი. ო-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელებზე.
3. ამავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ი. ო-ს მართებულად შეუმცირდა ერთი მეექვსედით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, ი. ო-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს შთანთქმული ჰქონდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად შემცირება, გავლენას ვერ იქონიებს ი. ო-ს მიერ საბოლოოდ მოსახდელ სასჯელზე.
4. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო დამატებით დასძენს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით შეფარდებულ სასჯელის მოუხდელ ნაწილზე – 6 თვით თავისუფლების აღკვეთაზე – რომელიც, თავის მხრივ, დამატებული აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ასევე არ ვრცელდება ამნისტია.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი