Facebook Twitter

საქმე N 010141224010119656

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №106I-24 თბილისი

ჟ. გ., 106I -24 21 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჟ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განაჩენით:

გ. ჟ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

გ. ჟ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე–6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

გ. ჟ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

გ. ჟ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ჟ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 19 ივლისიდან.

გ. ჟ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ჟ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

გ. ჟ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე–6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საიდანაც, სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციური დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ. ჟ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

გ. ჟ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. ჟორდანიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საიდანაც, სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ. ჟ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 19 ივლისიდან.

გ. ჟ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. 2024 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ჟ-ს პირადი საქმე.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჟ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჟ-მ, რომელიც მოითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და ჩამორთმეული უფლების, მართვის მოწმობის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი მართებულად არ აღსრულდა გ. ჟ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე–6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე, რამეთუ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა) გათვალისწინებულ დანაშაულებზე. ამნისტიის კანონი ასევე მართებულად არ გავრცელდა საქართველოს სსკ-ის 265-ე პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე–2 ნაწილით შეფარდებულ სასჯელებზე, 1000-1000 ლარით ჯარიმებზე, ვინაიდან, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

3. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის განჩინებაში, იმსჯელა, რომ მსჯავრდებულს 1/6-ით უნდა შემცირებოდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა) დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ არ შეამცირა იმ მიზეზით, რომ მითითებულ მუხლზე ამნისტიის გავრცელება მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ საბოლოო სასჯელზე ვერ იქონიებდა გავლენას, ვინაიდან იგი განსაზღვრული იყო დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე–6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს, შთანთქმული ჰქონდა დანარჩენი, მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელები), რაც სამართლებრივად არასწორია.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე–6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ უფრო მკაცრ სასჯელს, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმული აქვს სხვა მუხლებით (მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) განსაზღვრული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, შესაბამისად, შთანთქმულ სასჯელზე ამნისტიის გავრცელება, დღეის მდგომარეობით, გავლენას ვერ ახდენს გ. ჟ-ს საბოლოოდ მოსახდელ სასჯელზე, თუმცა დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შეკრების კონკრეტული წესის – შთანთქმის პრინციპის – გამოყენების მიუხედავად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი უნდა გავრცელდეს გ. ჟ-ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზეც.

5. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე–2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.

6. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გ. ჟ., წარსულში ნასამართლევია განზრახი – საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით განსაზღვრულ დანაშაულს, გ. ჟ-ს მიმართ ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე–2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეღავათი. ამავე დროს, რადგან გ. ჟ-ს მიმართ არ გავრცელდა ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი არ ექცევა ამნისტიის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალში, მას მე-4 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 5000 ლარი, უნდა დარჩეს უცვლელად.

8. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგი საფუძვლით: ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე–9 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). ვინაიდან, გ. ჟ-ს მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და იგი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელისაგან არ თავისუფლდება, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჟ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჟორდანიძის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

4. გ. ჟორდანიძეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. გ. ჟ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე–6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 265-ე პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე–2 ნაწილით შეფარდებულ სასჯელებზე არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე–6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქას სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. ჟ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

7. გ. ჟ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 19 ივლისიდან.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

9. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი