Facebook Twitter
საქმე N 330141224010135005

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საქმე №991-24 ქ. თბილისი
ა. დ., 991-24 15 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით:
დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (22.04.2019 წლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (28.03.2019 წლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (28.03.2019 წლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (22.04.2019 წლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (22.04.2019 წლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (22.04.2019 წლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაუდგინდა სასჯელის ნაწილის - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
დ. -ს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, ჩამორთმევა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, კერძოდ, 500 (ხუთასი) აშშ დოლარი და 540 (ხუთას ორმოცი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დ. ა-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
დ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, კერძოდ - 500 (ხუთასი) აშშ დოლარი და 540 (ხუთასორმოცი) ლარი.
დ. ა-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
მსჯავრდებულ დ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 აპრილიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება.
4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ დ. -ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
5. 2024 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. ა-ს პირადი საქმე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:

1.1. მსჯავრდებულ დ. ა-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. მსჯავრდებულ დ. ა-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.3. მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი შეღავათი.

1.4. მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი შეღავათი.

1.5. მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი შეღავათი.

1.6. მსჯავრდებულ დ. ა-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული როგორც რეალური, ისე პირობითად ჩათვლილი სასჯელი − 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 8 (რვა) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვით, ჩაეთვალა პირობითად.

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. ა-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული როგორც რეალური, ისე პირობითად ჩათვლილი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 8 (რვა) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით გამოსაცდელი ვადით.

3. მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის − საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების − 500 (ხუთასი) აშშ დოლარისა და 540 (ხუთას ორმოცი) ლარის ჩამორთმევაზე − არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი.

4. მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეულ უფლებებზე, არ გავრცელდა 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი.

5. მსჯავრდებულ დ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან − 2019 წლის 22 აპრილიდან.

6. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ა-ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაში გამოვლენილი ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, აღმოიფხვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაში არსებული უზუსტობა, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეშვიდე აბზაცში მიეთითა:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით) შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. ა-ს საბოლოოდ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით გამოსაცდელი ვადით.

განჩინება წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინების განუყოფელ ნაწილს.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ა-მ. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა დაამძიმა, ვინაიდან ძირითადი – 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, მას საბოლოოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით გამოსაცდელი ვადით, ხოლო მოგვიანებით, ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით საბოლოოდ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაუდგინდა – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვით კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით გამოსაცდელი ვადით. სასამართლოს ასევე მხედველობაში უნდა მიეღო, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ა-ს მოსახდელი სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის) ნაწილი შემცირებული ჰქონდა 75 დღით. ამდენად, დ. ა-, მოითხოვს, რომ მას საბოლოო სასჯელად განესაზღვოს 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით გამოსაცდელი ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით.

6. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

7. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, დ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელებზე არ გავრცელდა ამნისტიის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით დადგენილი შეღავათები, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიმართ ამნისტიის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ გავრცელდა ამნისტიის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით დადგენილი შეღავათები, და ამავდროულად, ზემოაღნიშნული მუხლები არ ექცეოდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის ჩამონათვალში, მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი კანონიერად შეუმცირდა ერთი მეექვსედით.
8. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ა-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელებზე – ჯარიმებზე და საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებაზე, ამნისტიის კანონის არგავრცელების შესახებ. მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეულ უფლებებზე, ასევე მართებულად არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი. ასევე კანონიერია სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (რომლითაც დ. ა-ს მსჯავრად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული დანაშაულის გასაღების მცდელობა) განსაზღვრულ სასჯელზე ამნისტიის არ გავცრელების შესახებ, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არ ვრცელდება ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ან გასაღების მცდელობისათვის მსჯავრდებულ პირებზე, ესე იგი, იმ დანაშაულებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილებით. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, აგრეთვე მითითებულია, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ა-ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.

9. მაგრამ ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ზომა, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებასა და 2024 წლის 18 ოქტომბრის ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებაში უნდა ემსჯელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შედეგად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრის შესახებ, ვინაიდან მსჯავრდებულს შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, „ბ” ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი (8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 8 (რვა) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვით, ჩაეთვალა პირობითად), რომელსაც, როგორც ყველაზე უფრო მკაცრ სასჯელს, შთანთქმული ჰქონდა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე (7 წლით თავისუფლების აღკვეთაზე), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ გავრცელდა და დარჩა უცვლელად.

10. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დ. ა-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ, უნდა შთანთქას სხვა ნაკლებად მკაცრი, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, „ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 8 (რვა) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვით, ჩაეთვალა პირობითად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ა-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და 2024 წლის 18 ოქტომბრის ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინება დანარჩენ ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.

11. რაც შეეხება მსჯავრდებულის პრეტენზიას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა დაამძიმა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინების როგორც აღწერილობით-სამოტივაციო (იხ. 23-ე აბზაცი), ისე – სარეზოლუციო (იხ. 1.3. პუნქტი) ნაწილში ცალსახად მითითებულია, რომ მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე (რომლითაც მას განსაზღვრული ჰქონდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, არ გავრცელდა აღნიშნული კანონით დადგენილი შეღავათი. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 18 ოქტომბრის ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით დააზუსტა მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ საბოლოოდ შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა, რაც ვერ იქნება მიჩნეული მისი სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებად და სასჯელის დამძიმებად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებასა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დ. ა-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას სხვა დანარჩენი, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ა-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინება დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვასაძე


მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი


ნ. სანდოძე