Facebook Twitter
საქმე N 330141224010143735

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით


საქმე №98I -24 თბილისი
დ. გ., 98I -24 14 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით გ. დ., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი.

4. 2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ გ. დე-ს პირადი საქმე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებული გ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე: ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე: ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 5 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; გ. დ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. დ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ტ. კ-მ, რომლებიც ითხოვენ განჩინების შეცვლას, რამეთუ მიიჩნევენ, რომ გ. დ-ს მიმართ, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელზე – 8 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, ისევე, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელზე უნდა გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, სასჯელთა ერთი მეოთხედით შემცირების წესი. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირებისას, ნაცვლად 5 წლისა და 3 თვისა, განესაზღვრა – 5 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა) და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა).

3. შესაბამისად, დანაშაულების ჩადენის დროს, ნასამართლობის არმქონე გ. დ-ს, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ნარკოტიკული საშუალების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის – და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისათვის – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს, როგორც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული ერთიანი სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს:
3. გ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. გ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. დ-ს საბოლოოდ განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი