Facebook Twitter
საქმე N 330141224010146364

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საქმე №1501-24 ქ. თბილისი
თ. გ, 1501-24 28 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი


ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით: გ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი − 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, გ. თ-ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით გ. თ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენი.
გ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, გ. თ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
გ. თ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 4 ნოემბრიდან 2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის განაჩენით გ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. თ-ს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა წინა − თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი − თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და, საბოლოოდ, გ. თ-ს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ. თ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2015 წლის 7 მარტიდან.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით გ. თ. ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით − ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. თ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული გ. თ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, პირობითად ჩათვლილი სასჯელისაგან და გამოსაცდელი ვადისაგან (რაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის განაჩენები, დანარჩენ ნაწილში, დარჩა უცვლელად;
9. მსჯავრდებულ გ. თ-ს 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
10. 2024 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. თ-ს პირადი საქმე.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. თ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელთან მიმართებით 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდა.

მსჯავრდებულ გ. თ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი 7 (შვიდი) წელი შეუმცირდა ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული საბოლოო სასჯელი, დარჩა უცვლელად.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით საბოლოოდ დადგენილი სასჯელი.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. თ-მ. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს ამნისტიის კანონი, ვინაიდან ამ კანონში აღნიშნულ მუხლზე რაიმე შეზღუდვა, მუხლობრივად მითითებული არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მსჯავრდებულ გ. თ-ს მოსაზრებას, რომ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, ვინაიდან ამ კანონში აღნიშნულ მუხლზე რაიმე შეზღუდვა, მუხლობრივად მითითებული არ არის, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეშვიდე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ) გათვალისწინებულ დანაშაულებზე, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სწორედ აღნიშნულ თავშია მოქცეული, რის გამოც, მითითებული მუხლით შეფარდებულ სასჯელზე ამნისტია კანონიერად არ გავრცელდა და საბოლოო სასჯელი დარჩა უცვლელად.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი