Facebook Twitter

საქმე # 020141224010128701

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №128I-24 22 ნოემბერი, 2024 წელი

შ-ა თ. 128I-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. შ-ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:

1.1.დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

1.2. თ. შ-ა, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 1000 ლარი. მას სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2013 წლის 29 ოქტომბრიდან.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით:

2.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

2.2. თ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით, 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, თ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 დეკემბრის განაჩენით თ. შ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და აღსრულდა მითითებული სასჯელი.

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 30 ნოემბრიდან.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით:

3.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

3.2. თ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა ჯარიმა - 2000 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და შეეფარდა ჯარიმა - 1500 ლარი.

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1500 ლარი.

4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით:

4.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

4.2. თ. შ-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათით.

4.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’, ,,ე’’ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 1500 ლარი და 1 წლით, 11 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათით, ჯარიმა - 1500 ლარი და 1 წლით, 11 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის ვადით.

4.4. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 10 წლით ჩამოერთვა შემდეგი უფლებები: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენით:

5.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

5.2. თ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარი.

5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. თ. შ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 17 მარტიდან.

5.4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თ. შ-ს 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, 10 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

6. 2024 წლის 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №14 დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ თ. შ-ს პირადი საქმე.

7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. შ-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. შ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

3. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული თ. შ-ა უნდა გათავისუფლდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

4. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

5. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. შ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 წელსა 2 თვეს, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად 3 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით.

6. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა).

7. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

8. ამდენად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით თ. შ-თვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა ჯარიმა - 2000 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და შეეფარდა ჯარიმა - 1500 ლარი რჩება უცვლელად. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. შ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1500 ლარი.

9. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი-მე-5 ნაწილებით.

10. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული თ. შ-ა უნდა გათავისუფლდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

11. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).

12. საქმის მასალების თანახმად, ამ დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული თ. შ-ა ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

13. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

14. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. შ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 წელსა და 2 თვეს, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 10 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 4 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 3 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. შ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული თ. შ-ა გათავისუფლდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

4. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. შ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და შეეფარდოს 4 წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით თ. შ-სთვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა ჯარიმა - 2000 (ორიათასი) ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და შეეფარდა ჯარიმა - 1500 (ათასხუთასი) ლარი, დარჩეს უცვლელად.

5.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1500 (ათასხუთასი) ლარი.

6. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული თ. შ-ა გათავისუფლდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

7. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. შ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და შეეფარდოს 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 2000 (ორიათასი) ლარი.

8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

9. საბოლოოდ, მსჯავრდებულ თ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 2000 (ორიათასი) ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2024 წლის 17 მარტიდან.

10. პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ თ. შ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

11. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თ. შ-ს 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, 10 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

12. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი