საქმე # 330141224010148381
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №151I-24 27 ნოემბერი, 2024 წელი
კ-ე შ. , 151I-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით:
1.1. შ. კ-ე, - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63- ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით:
2.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
2.2. შ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. შ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 31 იანვრიდან.
3. 2024 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №15 დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ შ. კ-ს პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ შ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
4.1. მსჯავრდებული შ. კ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან.
4.2. მსჯავრდებულ შ. კ-ს მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
4.3. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელში და შ. კ-ს მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 31 იანვრიდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა შ. კ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ თ. გ-ს განცხადება შ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებაზე თანხმობის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ შ. კ-ს მიმართ მართებულად გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი და ამ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებული შ. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა).
5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით შ. კ-ე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების და არა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისთვის. ამდენად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც 1-ლი ინსტანციის სასამართლო, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს შ. კ-ს მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის გავრცელების კუთხით.
6. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას და უფრო დიდი ან თანაბარი სასჯელისაგან გათავისუფლება მსჯავრდებულს ავტომატურად არ ათავისუფლებს შთანთქმული სასჯელისგანაც (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება №1248აგ-13).
7. საბოლოოდ მსჯავრდებულ შ. კ-ს მოსახდელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ შ. კ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ შ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი