საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№861აპ-24 17 ოქტომბერი, 2024 წელი
ი-ი ვ., 861აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილისა და მსჯავრდებულ ვ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენით ვ. ი-ი, დაბადებული --- წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2-2 წლითა და 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2-2 წლისა და 8-8 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და ვ. ი-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენით შეფარდებულმა საბოლოო სასჯელმა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა მოცემული განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის, 2023 წლის 27 ოქტომბრისა და 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები და ვ. ი-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 20 თებერვლიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი – 2023 წლის 21 ივნისიდან იმავე წლის 22 ივნისის ჩათვლით – და გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენით მოხდილი სასჯელი – 2023 წლის 20 სექტემბრიდან 2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით.
2. იმავე განაჩენით დ. ზ-ი, დაბადებული --- წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2-2 წლითა და 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2-2 წლისა და 8-8 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დ. ზ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით შეფარდებულმა საბოლოო სასჯელმა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ (რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით) – შთანთქა მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი და დ. ზ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ: ვ. ი-მა ჩაიდინა: ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევის მცდელობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო დ. ზ-მა: ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 9 ივნისს, 05:00 საათზე, თ-სში, --ის ქუჩის №- კორპუსის მიმდებარედ იმყოფებოდნენ დ. ზ-ი და ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი, რომლებიც შეეცადნენ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მ. ჯ-ის კუთვნილ „Honda Today AF61“ მოდელის მოტოციკლს, სახელმწიფო ნომრით – ---. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მათ რამდენიმე მეტრით გადააადგილეს მოტოციკლი და სცადეს მისი დაქოქვა, რაც ვერ შეძლეს და ვერ დაეუფლნენ მოტოციკლს. აღნიშნულის შედეგად მ. ჯ-ეს, შესაძლოა, მისდგომოდა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2023 წლის 9 ივნისს, 05:17 საათზე, თ-ში, --ის ქუჩის №- კორპუსის მიმდებარედ იმყოფებოდნენ დ. ზ-ი და ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი, რომლებიც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ მ. თ-ის კუთვნილ „Honda Today AF67“ მოდელის მოტოციკლს, სახელმწიფო ნომრით – ---. აღნიშნულის შედეგად მ. თ-ეს მიადგა 1200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2023 წლის 21 მაისს, ღამის საათებში, თ-ში, --ის ქუჩის №--ში მდებარე შპს „ა--ას“ კუთვნილ „ი--ის“ მაღაზიაში უნებართვოდ შეაღწიეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ვ. ი-მა, დ. ზ-მა და ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 30 ცალ „ქემელსა“ და „ვინსტონი კომპაქტის“ ფირმის სიგარეტებს. აღნიშნული ქმედებით შპს „ა-ას“ მიადგა, ჯამურად – 150 ლარის ქონებრივი ზიანი.
· 2023 წლის 20 ივნისს, 03:54 საათზე, ვ. ი-მა, დ. ღ-მა, ნ. ა-ემ და ი. რ-ემ განიზრახეს, რომ გაექურდათ თბილისში, შ. პ-ის ქუჩის №--ში მდებარე შპს „გ-- რ--ის“ კუთვნილი მაღაზია „გ--ა“. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მათ სცადეს მაღაზიის კარის გაღება (რა დროსაც შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა) და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს დ. ღ-ის შეჩერება. აღნიშნულის შედეგად შპს „გ-- რ--ს“, შესაძლოა, მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.
· 2023 წლის 21 მაისს, ღამის საათებში, თ-ში, ტ--ის ქუჩის №-ში მდებარე შპს „გ-- რ--ის“ კუთვნილ მაღაზია „გ--ში“ კარის დაზიანებით უკანონოდ შეაღწიეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დ. ზ-მა და ვ. ი-მა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების სიგარეტებს, რის შედეგადაც შპს „გ- რ-ს“ მიადგა, ჯამურად – 1000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2023 წლის 21 მაისს, ღამის საათებში, თ-ში, --ის ქუჩის №-ში მდებარე შპს „ა--ას“ კუთვნილ „ი--ის“ მაღაზიაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უნებართვოდ შეაღწიეს: ვ. ი-მა, დ. ზ-მა და ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 30 ცალ „ქემელსა“ და „ვინსტონი კომპაქტის“ ფირმის სიგარეტებს. აღნიშნული ქმედებით შპს „ა--ას“ მიადგა ჯამურად – 150 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისათვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ვ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2-2 წლითა და 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა. აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1-1 წლით, 9-9 თვითა და 10-10 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 10-10 თვე და 20-20 დღე – ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და ვ. ი-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 წლით, 9 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 10 თვე და 20 დღე – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა საბოლოო სასჯელმა შთანთქმა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის, 2023 წლის 27 ოქტომბრისა და 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები და ვ. ი-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 წლით, 9 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 10 თვე და 20 დღე – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ვ. ი-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი – 2023 წლის 21 ივნისიდან იმავე წლის 22 ივნისის ჩათვლით, ასევე – გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენით მოხდილი სასჯელი – 2023 წლის 20 სექტემბრიდან 2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით და სასჯელი აეთვალა 2024 წლის 20 თებერვლიდან.
დ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2-2 წლითა და 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დ. ზ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით შეფარდებულმა საბოლოო სასჯელმა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით) – შთანთქა მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი და დ. ზ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
6. კასატორი – თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და დ. ზ-ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
7. კასატორი – მსჯავრდებულ ვ. ი-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას 2024 წლის 20 თებერვლის, 2023 წლის 27 ოქტომბრის, 2023 წლის 27 ოქტომბრისა და 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები და ვ. ი-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ საქმეში, გარდა ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებებისა, წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა (რომლებიც მხარეებმა უდავოდ გახადეს), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ. ი-მა და დ. ზ-მა ნამდვილად ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებები, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და მოპედის ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებულ სხვა მასალებით უტყუარად დასტურდება ვ. ი-ის მიერ – საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო დ. ზ-ის მიერ – სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ზ-ისათვის განსაზღვრულ სასჯელს, . საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სასჯელის ზომის შერჩევისას სასამართლო ვალდებულია, გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რაც მკაცრად აუცილებელია სასჯელის მიზნების მისაღწევად და პროპორციულია, ჩადენილი დანაშაულის გარემოებებზე დაყრდნობით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას შორის სასჯელის ისეთი ვადა უნდა იქნეს შერჩეული, რაც ყველაზე უკეთ მოემსახურება სასჯელის მიზნების მიღწევას. ასევე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ე.წ. „პეკინური წესების“ თანახმად კი, სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მოთხოვნების, ასევე – საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული, არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შემდეგ და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით. არასრულწლოვანისათვის სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა – სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელები უნდა გამოიყენებოდეს უკიდურესი ზომის სახით და, რაც შეიძლება, შესაფერისი, ხანმოკლე ვადით.
5. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები: დ. ზ-მა აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დანაშაულის ჩადენის დროს იყო 14-15 წლის და ნასამართლობის არმქონე; აგრეთვე – მისი ოჯახური მდგომარეობა, აღზრდისა და განვითარების პირობები.
6. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ დ. ზ-ს განუსაზღვრა კანონით დადგენილი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ არის აშკარად ლმობიერი, სამართლიანია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ადვოკატ თ. გ-ის მოთხოვნა ვ. ი-ისათვის, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე. ვ. ი-ისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი – 2 წელი და 8 თვე – თავისუფლების აღკვეთაა, თუმცა შემსუბუქებულია მისი მოხდის პირობა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს სასჯელი უფრო მსუბუქია, ვიდრე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ვ. ი-ისათვის განსაზღვრული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
8. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულებს – დ. ზ-სა და ვ. ი-ს – ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეთ დანიშნული სასჯელები, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის შემცირება უნდა გავრცელდეს რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დ. ზ-ისათვის ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, ხოლო, თავის მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით დ. ზ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით) განსაზღვრული აქვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად) საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი უნახევრდება განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. იმის გამო, რომ საქმის განხილვის დროისათვის სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულ დ. ზ-ზე ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე, მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის საბოლოო ზომა დარჩება უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ვ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. დ. ზ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დ. ზ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დ. ზ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დ. ზ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქას სხვა თანაბარი სასჯელები და დ. ზ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დ. ზ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით შეფარდებულმა საბოლოო სასჯელმა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით) – შთანთქას მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი და დ. ზ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი;
5. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშიდან გამოკვეთილი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, დ. ზ-ს დაევალოს სასჯელის დანიშვნისას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის 10.2 პუნქტში მითითებული რეკომენდაციების შესრულება;
6. საქართველოს სსკ-ის 65-ე, 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. ზ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ დ. ზ-ს დაევალოს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, აცნობოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს);
7. ვ. ი-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ. ი-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წელი, 5 (ხუთი) თვე და 2 (ორი) დღე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 8 (რვა) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე – ჩაეთვალოს პირობით;
177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ. ი-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წელი, 5 (ხუთი) თვე და 2 (ორი) დღე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 8 (რვა) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე – ჩაეთვალოს პირობით;
177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ. ი-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წელი, 5 (ხუთი) თვე და 2 (ორი) დღე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 8 (რვა) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე – ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქას სხვა თანაბარი სასჯელები და ვ. ი-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ. ი-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წელი, 5 (ხუთი) თვე და 2 (ორი) დღე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 8 (რვა) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე – ჩაეთვალოს პირობით და, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი, 4 (ოთხი) თვე და 24 (ოცდაოთხი) დღე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა საბოლოო სასჯელმა შთანთქას გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის, 2023 წლის 27 ოქტომბრისა და 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები და ვ. ი-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ. ი-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წელი, 5 (ხუთი) თვე და 2 (ორი) დღე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 8 (რვა) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე – ჩაეთვალოს პირობით და, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი, 4 (ოთხი) თვე და 24 (ოცდაოთხი) დღე;
8. მსჯავრდებულ ვ. ი-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ოქტომბრის №1/4057-23 წლის განაჩენით მოხდილი სასჯელი – 2023 წლის 21 ივნისიდან 2023 წლის 22 ივნისის ჩათვლით (2 დღე) და გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენით მოხდილი სასჯელი – 2023 წლის 20 სექტემბრიდან 2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით (5 თვე) და სასჯელი აეთვალოს 2024 წლის 20 თებერვლიდან;
9. პირობითი მსჯავრის მოხდის ვადაში, საქართველოს სსკ-ის 65-ე, 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ი-ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ვ. ი-ს დაევალოს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, აცნობოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს);
10. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ. ზ-ისა და ვ. ი-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;
11. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს;
12. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
13. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე