საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
დასაშვებობის შესამოწმებლად საკასაციო საჩივრის
წარმოებაში მიღების შესახებ
საქმე N863აპ-24 თბილისი
დ-ი გ.-863აპ-24 16 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენით გ. დ-ის, ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებიდან (1996 წლის 11 დეკემბრის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 105-ე მუხლზე (1996 წლის 11 დეკემბრის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია); გ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 14 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 14 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე; 105-ე მუხლით (1996 წლის 11 დეკემბრის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა 2022 წლის 27 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენით შეიცვალა: გ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 14 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 14 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე; 104-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (1996 წლის 11 დეკემბრის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა 2022 წლის 27 მარტიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, ამიტომ წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული ამავე კოდექსის 547–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 5551-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენზე მიღებულ იქნეს წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე