საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №754აპ-24 თბილისი
პ-ე დ, 754აპ-24 31 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. პ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. პ-ეს ბრალად დაედო:
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი თ. პ-ის მიმართ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი ს. პ-ის მიმართ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2023 წლის ივლისის ეპიზოდი ლ. პ-ის მიმართ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2023 წლის მაისის ეპიზოდი თ. პ-ის მიმართ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (2023 წლის მაისის ეპიზოდი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2022 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2023 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე პერიოდში, ჭ-ში, ს-ში მცხოვრებმა, ალკოჰოლით მთვრალმა დ. პ-ემ, საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, თავის მეუღლე თ. პ-ეს დაუწყო ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, შემდეგ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, რომ იგი ქალი იყო და მას უნდა დამორჩილებოდა, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ხელით ძლიერად მოჰქაჩა თმა, საძინებელ ოთახში გაიყვანა და ხელით სცემა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
o 2023 წლის 9 აგვისტოს, ჭ-ში, ს-ში მცხოვრებმა, ალკოჰოლით მთვრალმა დ. პ-ემ, თავის მეუღლე თ. პ-ის მიმართ ჩაიდინა ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური იძულებით მოსთხოვა, შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენდა და გააგდო საცხოვრებელი ბინიდან, რითაც დაზარალებულმა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
o 2023 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, ჭ-ში, ს-ში მცხოვრებმა, ალკოჰოლით მთვრალმა დ. პ-ემ გადაწყვიტა საცხოვრებელი სახლიდან პლაზმური ტელევიზორი წაეღო და გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ ჩაებარებინა ზესტაფონში მდებარე ლომბარდში. ვინაიდან თავისმა მამა ს. პ-ემ, არ მისცა ტელევიზორის სახლიდან გატანის საშუალება, დ. პ-ე გახდა აგრესიული, რა დროსაც მამას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ოთახში არსებული ხის სკამი აიღო და მოუქნია. სკამი დაზარალებულს ხელებისა და თავის არეში მოხვდა. აღნიშნულმა ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია ს. პ-ის დაზიანება და ფიზიკური ტკივილი;
o 2023 წლის ივლისში, ზუსტი დრო და რიცხვი დაუდგენელია, ჭ-ში, ს-ში მცხოვრებმა დ. პ-ემ, სასტუმრო ოთახში მწოლიარე თავის დედას სრულიად უმიზეზოდ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
o 2023 წლის მაისში, ზუსტი დრო და რიცხვი დაუდგენელია, ჭ-ში, ს-ში მცხოვრებმა დ. პ-ემ საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს, აზარტული თამაშისას წააგო გარკვეული თანხა, რის გამოც აგრესიული გახდა, რა დროსაც თავის მეუღლე თ. პ-ეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ოთახში არსებული ხის სკამი აიღო და ზურგის არეში დაარტყა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
o 2023 წლის მაისში, ზუსტი დრო და რიცხვი დაუდგენელია, ჭ-ში, ს-ში მცხოვრებმა დ. პ-ემ, მეუღლის – თ. -ის – მიმართ ჩაიდინა ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ფსიქიკური იძულებით მოსთხოვა, შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენდა და გააგდო საცხოვრებელი სახლიდან, რითაც დაზარალებულმა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
o 2022 წლის 6 თებერვალს, ქ, ქვეითად გადაადგილებისას, ალკოჰოლით მთვრალმა დ. -ემ, მეუღლე თ. პ-ეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ხელში არსებული ქვა დაარტყა შუბლის არეში, რამაც დაზიანების მიყენება და ფიზიკური ტკივილი გამოიწია.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:
§ დ. პ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ივლისის ეპიზოდი ლ. პ-ის მიმართ), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის მაისის ეპიზოდი თ. პ-ის მიმართ), 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის მაისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებისათვის;
§ დ. პ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი თ. პ-ის მიმართ) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
§ დ. პ-ე, დაბადებული 1-ს (პირადი №--), ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი თ. პ-ის მიმართ) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი ს. პ-ის მიმართ) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი ს. პ-ის მიმართ) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დ. პ-ეს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
§ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით დ. პ-ისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. პ-ეს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 9 აგვისტოდან.
4. განაჩენის მიხედვით, დ. პ-ეს მსჯავრად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2023 წლის 9 აგვისტოს ორი ეპიზოდი ს. და თ. პ-ეების მიმართ).
5. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2023 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე პერიოდში, ჭ-ში, ს-ში მცხოვრებმა დ. პ-ემ, საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, თავის მეუღლე თ. პ-ეს ხელით ძლიერად მოჰქაჩა თმა, საძინებელ ოთახში გაიყვანა და ხელით სცემა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
o 2023 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით, 12:00 საათიდან, 15:00 საათამდე პერიოდში, ჭ-ში, ს-ში მცხოვრებმა დ. პ-ემ, თავის მამას – ს. პ-ეს – ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ოთახში არსებული ხის სკამი აიღო და მოუქნია. სკამი დაზარალებულს ხელებისა და თავის არეში მოხვდა. აღნიშნულმა ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია ს------ პ----ის დაზიანება და ფიზიკური ტკივილი.
6. პირველის ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა დ----- პ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ივლისის ეპიზოდი ლ---–- პ----ის მიმართ), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის მაისის ეპიზოდი თ----- პ----ის მიმართ), 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის მაისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი თ----- პ----ის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე უტყუარად ვერ დადასტურდა დ----- პ----ის მიერ თ----- პ----ის მიმართ ძალადობის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა.
7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- პ----ის ადვოკატმა – ი---- ლ-----ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ----- პ----ის გამართლება.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – დ----- პ----ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ----- პ----ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაინიშნა 2024 წლის 31 ოქტომბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, სასამართლო სხდომებზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ექსპერტიზების დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. პ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ორი ეპიზოდი თ. და ს. პ-ეების მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რომელზე დეტალურ მსჯელობას პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებსა და დასკვნებს, მათ შორის, კვალიფიკაციასთან მიმართებით.
3. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას დ. პ-ისათვის შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და დ. პ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
4. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება დ. პ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი თ. პ-ის მიმართ) ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე გადაკვალიფიცირების; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ორი ეპიზოდი თ. და ს. პ-ეების მიმართ) მსჯავრდების, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ივლისის ეპიზოდი ლ. პ-ის მიმართ), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის მაისის ეპიზოდი თ. პ-ის მიმართ), 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის მაისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებისათვის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებასთან დაკავშირებით.
5. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის, ასევე, სასჯელთან მიმართებით, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001).
6. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ. პ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ დ. პ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
7.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
7.2. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილია დაზარალებულების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, დ. პ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შესახებ, ასევე წარმოდგენილია მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ დ. პ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება ვერ გავრცელდება, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ორი ეპიზოდი თ. და ს. პ-ეების მიმართ) დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს – 2023 წლის 9 აგვისტოს, დ. პ-ე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პირს ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს, თუ იგი არ არის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი.
7.3. ამავე დროს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია (სასჯელის 1/6-ით შემცირება) გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
7.4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება მსჯავრდებულ დ. პ-ის მიმართ ვერ გავრცელდება ნასამართლობის გამო; ამასთან, წარმოდგენილია მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. პ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტია და 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ამ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2023 წლის 9 აგვისტოს ორივე ეპიზოდისათვის (თ. და ს. პ-ეების მიმართ) შეფარდებული სასჯელები, ასევე, მის მიმართ უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი; გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ. პ-ეს ასევე 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე ნაწილობრივ დამატებული სასჯელი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განაჩენი შეიცვალოს:
2.1. დ. პ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებისათვის;
2.2. დ. პ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ივლისის ეპიზოდი ლ, პ-ის მიმართ) წარდგენილი ბრალდებისათვის;
2.3. დ. პ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის მაისის ეპიზოდი თ. პ-ის მიმართ) წარდგენილი ბრალდებისათვის;
2.4. დ. პ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებისათვის;
2.5. დ. პ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებისათვის;
2.6. დ. პ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი თ. პ-ის მიმართ) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.7. დ. პ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი თ. პ-ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.8. დ. პ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი ს. პ-ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი ს. პ-ის მიმართ) შეფარდებულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე 1/6-ით შემცირებულმა სასჯელმა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დ. პ-ეს განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით დ. პ-ისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, შეფარდებულ სასჯელს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. პ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3. მსჯავრდებულ დ. პ-ეს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 9 აგვისტოდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;
4. მსჯავრდებულ დ. პ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 3 თვით გამოიცეს დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:
4.1. დ. პ-ეს აეკრძალოს დაზარალებულებთან – მეუღლე თ. პ-ესა (პირადი №) და მამა ს. პ-ესთან (პირადი №), მათ საცხოვრებელთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ისინი იმყოფებიან;
4.2. დ. პ-ეს აეკრძალოს დაზარალებულებთან – მეუღლე თ. პ-ესა და მამა ს. პ-ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
4.3. დ. პ-ეს დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;
5. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედების ვადა აეთვალოს მსჯავრდებულ დ. პ-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;
6. მსჯავრდებულ დ. პ-ის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
7. ნივთიერი მტკიცებულება – ერთი ხის სკამი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე