Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №847აპ-24 თბილისი

ნ-ი თ., 847აპ-24 28 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. ნ-ს ბრალად დაედო:

· გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გაალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილი);

· გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ ადამიანის ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი);

· გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი);

· გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – ხუთი ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 11 აპრილიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, თ-ში, --ას ქუჩის №-ში და თ-ში, --ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდა, რაც იწვევდა დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას, კერძოდ:

o 2023 წლის მაისში, თ-ში, -ას ქუჩის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, იმის გამო, რომ მიაჩნდა მის მეუღლეს არ ჰქონდა რაიმე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა;

o 2023 წლის ივლისის დასაწყისში, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე, თმა მოქაჩა და იატაკზე დააგდო, შემდეგ ტანის არეში ფეხები ურტყა. აღნიშნული ძალადობის დროს დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა;

o 2023 წლის ივლისში, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი სახისა და ტანის არეში რამდენჯერმე დაარტყა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა;

o 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელებითა და ფეხებით სცემა სახისა და ტანის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა;

o 2023 წლის პირველ ოქტომბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელები სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა;

o 2023 წლის პირველ ოქტომბერს, დაახლოებით, 10:00 საათზე, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს ხელები სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა;

o 2023 წლის 2 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გაშლილი ხელი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა, რის გამოც იგი წაიქცა. მან წაქცეულს ფეხი მენჯის არეში ძლიერად დაარტყა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა;

o 2023 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელები სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაარტყა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა;

o 2023 წლის პირველ ოქტომბერს, თ-ში, ჯ-ს -ში, ვ. მ-ის ქუჩის №-ში მდებარე ა. ქ-ის დედის საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს უთხრა, რომ გაჰყოლოდა თავის სახლში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა სახლის გადაწვით, დედისა და არასრულწლოვანი შვილის მოკვლით, რაც, თ. ნ-ის პიროვნებისა და მისი ქმედებების გათვალისწინებით, დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებით მან ანა ქ-ი აიძულა შეესრულებინა თავის ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება და თ. ნ-ს სახლში გაჰყვა;

o 2023 წლის პირველ ოქტომბერს, დაახლოებით, 01:00 საათზე, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს 300 ლარად ღირებული, „პოკოს“ ფირმის მობილური ტელეფონი გაუნადგურა, კერძოდ: წაართვა და ვინაიდან პინკოდი ვერ გახსნა, რათა ენახა ტელეფონში არსებული მიმოწერები, დაახეთქა იატაკზე და დაამტვრია, რითაც დაზარალებულს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

o 2023 წლის პირველ ოქტომბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ასევე, მან ხისტარიანი ნაჯახი გამოიტანა, დემონსტრაციულად უქნევდა მეუღლეს და ემუქრებოდა მოკვლით, რაც, თ. ნ-ის პიროვნებისა და მისი ქმედებების გათვალისწინებით, დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2023 წლის პირველ ოქტომბერს, დაახლოებით, 10:00 საათზე, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ანა ქ-ზე ფიზიკურად იძალადა. ასევე დაემუქრა, რომ თუ პოლიციაში დარეკავდა, მოკლავდა მას და მისი ოჯახის წევრებს, რაც, თ. ნ-ის პიროვნებისა და მისი ქმედებების გათვალისწინებით, დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2023 წლის 2 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: უთხრა, რომ, თუ ხმას ამოიღებდა, ყელს გამოჭრიდა, რაც, თ. ნ-ის პიროვნებისა და მისი ქმედებების გათვალისწინებით, დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2023 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და მისი დედისა და არასრულწლოვანი შვილის მოკვლით, რაც, თ. ნ-ის პიროვნებისა და მისი ქმედებების გათვალისწინებით, დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2023 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და მისი დედისა და არასრულწლოვანი შვილის მოკვლით. აღნიშნულს ესწრებოდა ა. ქ-ის დედა ნ. ქ-ი, რომელმაც, თ. ნ-ის პიროვნებისა და მისი ქმედებების გათვალისწინებით, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის განაჩენით:

§ თ. ნ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი – 2023 წლის პირველი ოქტომბრის დაახლოებით 02:00 საათის, იმავე დღის დაახლოებით 10:00 საათისა და 2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებებისათვის;

§ თ. ნ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

§ თ. ნ-ი, დაბადებული 1978 წლის 2 დეკემბერს (პირადი №--), ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 2023 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდისათვის (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ჩადენილ მუქარასთან მიმართებით) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 2023 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდისათვის (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მშობლის მიმართ ჩადენილ მუქარასთან მიმართებით) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ნ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 4 ოქტომბრიდან.

4. პირველის ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი – 2023 წლის პირველი ოქტომბრის დაახლოებით 02:00 საათის, იმავე დღის დაახლოებით 10:00 საათისა და 2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა თ. ნ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

5. განაჩენის მიხედვით, თ. ნ-ს მსჯავრად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგით:

o 2023 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელები დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

o 2023 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და მისი დედისა და არასრულწლოვანი შვილის მოკვლით, რაც, თ. ნ-ის პიროვნებისა და მისი ქმედებების გათვალისწინებით, დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2023 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ-ში, -ის №-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, თ. ნ-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და მისი დედისა და არასრულწლოვანი შვილის მოკვლით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. აღნიშნულს ესწრებოდა ა. ქ-ის დედა – ნ. ქ-ი, რომელმაც, თ. ნ-ის პიროვნებისა და მისი ქმედებების გათვალისწინებით, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნაზი მირიანაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; თ. ნ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნაზი მირიანაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; თ. ნ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაინიშნა 2024 წლის 28 ოქტომბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს თ. ნ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი – 2023 წლის პირველი ოქტომბრის დაახლოებით 02:00 საათის, იმავე დღის დაახლოებით 10:00 საათისა და 2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

3. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება თ. ნ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილიდან ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე გადაკვალიფიცირების; თ. ნ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2023 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ჩადენილი მუქარა) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მშობლის მიმართ ჩადენილი მუქარა) მსჯავრდებასთან მიმართებით, ასევე, თ. ნ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი – 2023 წლის პირველი ოქტომბრის დაახლოებით 02:00 საათის, იმავე დღის დაახლოებით 10:00 საათისა და 2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებებისათვის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებასთან დაკავშირებით, რომელზე დეტალურ მსჯელობას პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებსა და დასკვნებს, მათ შორის, კვალიფიკაციასთან მიმართებით.

4. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას თ. ნ-ისათვის შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და თ. ნ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

5. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის, ასევე, სასჯელთან მიმართებით, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001).

6. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

7. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. ნ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ: ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულების – თ. ნ-ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ან. ქ-ისა და ა. ქ-ის დედის – ნ. ქ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, თ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შესახებ, ასევე, წარმოდგენილია მსჯავრდებულ თ. ნ-ის თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის მიხედვით, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. ნ-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ორივე ეპიზოდისათვის შეფარდებული სასჯელები და მის მიმართ უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენი შეიცვალოს:

2.1. თ. ნ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებისათვის;

2.2. თ. ნ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებისათვის;

2.3. თ. ნ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის პირველი ოქტომბრის დაახლოებით 02:00 საათის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებისათვის;

2.4. თ. ნ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის პირველი ოქტომბრის დაახლოებით 10:00 საათის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებისათვის;

2.5. თ. ნ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებისათვის;

2.6. თ. ნ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

2.7. თ. ნ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.8. თ. ნ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით 2023 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდისათვის (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ჩადენილი მუქარა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.9. თ. ნ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით 2023 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდისათვის (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მშობლის მიმართ ჩადენილი მუქარა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე განახევრებულმა სასჯელმა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას დანარჩენი თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ნ-ს განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.11. მსჯავრდებულ თ. ნ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 4 ოქტომბრიდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

3. მსჯავრდებულ თ. ნ-ს ამ განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე განახევრებული სასჯელი – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. ნ-ის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 9 თვით, შემდეგი პირობებით:

4.1. თ. ნ-ს აეკრძალოს დაზარალებულებთან – თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს ა და ა. ქ-ის დედა – ნ. ქ-თან, მათ საცხოვრებელთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ისინი იმყოფებიან;

4.2. თ. ნ-ს აეკრძალოს დაზარალებულებთან – თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა. ქ-ს ა და ა. ქ-ის დედა – ნ. ქ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

4.3. თ. ნ-ს დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

4.4. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე;

4.5. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

5.1. თ. ნ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა – 110 ლარი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

5.2. თ. ნ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნაჯახი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე