Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-242-230(კ-06) 3 ოქტომბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

სს .. ..» დირექტორმა ი. დ-მა და შპს «მ...ის» დირექტორმა ლ. ს-მ სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს, ქუთაისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს, შპს «თ...ისა» და შპს მრავალდარგოვანი ფირმა «ა...ს» მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ქუთაისში, ... ქ. ¹29-ში მდებარე უძრავი ქონებისა 70,44 კვ.მ და მიწის ნაკვეთის შპს «თ...ის» სახელზე რეგისტრაციის გაუქმება, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა უფლებების აღდგენა, ყოფილი «... სამყაროს» სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართის მოსარჩელეთა საერთო საკუთრებაში აღრიცხვა, შპს «თ...ის» პავილიონის უძრავ ქონებად აღრიცხვის თაობაზე რეგისტრაციის გაუქმება, ამ უკანასკნელის დროებით ნაგებობად აღრიცხვა, შპს «თ...ისა» და შპს მრავალდარგოვანი ფირმა «ა...ს» მიერ წარმოებული რეკონსტრუქციების მოხსნა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

საქმის გარემოებები:

1996წ. 22 თებერვალს სახელმწიფო საწარმო «... სამყაროს» შრომითი კოლექტივის ამხანაგობას, რომლის სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს შპს «მ...ი,» პრივატიზების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა არასაცხოვრებელი 913,54 კვ.მ, მდებარე ქუთაისი ... ქ. ¹44-ში, ხოლო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 913,54 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა სარგებლობაში. აღნიშნული შენობის ნაწილი _ 981,11 კვ.მ და 255,0 კვ.მ საკუთრების უფლებით გადაეცა სს .. ..». 1996წ. 17 ოქტომბერს გაიცა საკუთრების მოწმობაც, რომელშიც მიწის ნაკვეთი დაფიქსირდა 981, 11 და 255 კვ.მ ოდენობით, სარგებლობის უფლებით. ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 1996წ. 3 დეკემბრის ¹741 ბრძანებით ცვლილება შევიდა საკუთრების მოწმობაში, ვინაიდან მასში შეცდომით იყო აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი და 5 დეკემბერს იმავე ნომრით გაიცა საკუთრების მოწმობა, სადაც არასაცხოვრებელ ფართად მიეთითა 981, 11 კვ.მ, რომელშიც შედის 255 კვ.მ, ხოლო მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით დარჩა იგივე. მოპასუხის _ მიწის მართვის სამმართველოს მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი, 820 კვ.მ 2000წ. 18 აპრილს აღირიცხა როგორც საერთო საკუთრება შემდეგი წილობრივი უფლებით: 39/100 კვ.მ _ შპს «მ...ს», 42/100 კვ.მ _ სს .. ..» და 19/100 კვ.მ _ სახელმწიფო.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს არაერთხელ ეცნობა, რომ მოეხდინა ყოფილ «... სამყაროს» ეზოს საკუთრების რეგისტრაცია სერვიტუტის უფლებით, რაც არ შესრულებულა. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 2 სექტემბრის წერილით სს .. ..» განემარტა, ვინაიდან ქუთაისის მიწის მართვის სამმართველომ არ შეასრულა მათი რეკომენდაციები, დავა უნდა გადაწყვეტილიყო სასამართლო წესით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოპასუხე მხარის უარი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მოსარჩელეთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2000წ. 3 აგვისტოს შპს «თ...ის» პარტნიორთა შეთანხმებით ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. 29-ში გატარდა რეგისტრაციაში შპს «თ...ის» საკუთრებად. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შპს «თ...ის» მიერ დავის წარმოებისას ამ უკანასკნელმა წარადგინა 2000წ. 10 ივლისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად _ 70,11 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹29-ში, რეგისტრირებულია საკუთრების უფლებით შპს «თ...ის» სახელზე, ანუ მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსარჩელეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, რეგისტრირებულ იქნა შპს «თ...ზე» უკანონოდ. ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს 2001წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «მ...ს» უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ვერ წარადგინა მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა შესაბამისი მტკიცებულება მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად იქნა დატოვებული, ხოლო შპს «მ...ს» განემარტა, რომ უფლება ჰქონდა, სასარჩელო წესით ედავა დამოუკიდებლად. .. ..» აღნიშნულ სასარჩელო წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღია, რის გამოც უფლებამოსილია, იდავოს შპს «თ...თან» მის მიერ განხორციელებულ უკანონო რეკონტრუქციებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ზემომითითებულ გადაწყვეტილებებს .. ..» მიმართებაში არ გააჩნდა პრეიუდიციული ძალა.

შპს «თ...მა» გაფართოების მიზნით ჩაატარა სარეკონტრუქციო სამუშაოები: .. .. კუთვნილი სარდაფი ამოქოლა და გააფართოვა რკინის ფარდულით, რომელიც მოპასუხე ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ უკანონოდ იქნა რეგისტრირებული უძრავ ქონებად. მოხდა დოკუმენტაციის გაყალბება, კერძოდ, 1987წ. 8 დეკემბრის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გამართულ თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მაღაზია «... სამყაროს» ეზოში კომპლექსური სავაჭრო ჯიხურების მოწყობის თაობაზე. კომპლექსში გათვალისწინებულ იქნა თეატრის მოღვაწეთა კავშირის საუწყებო მაღაზიისათვის ერთი ჯიხური და სწორედ აღნიშნული ჯიხური გადაიქცა უძრავ ქონებად ტექაღრიცხვის ბიუროს მეშვეობით. ქუთაისის არქივის მიერ გაცემული გეგმა-ნახაზის თანხმად, სადაც დეტალურადაა აღწერილი შენობის კონსტრუქციებისა და ეზოს მოწყობის საკითხი. მაღაზია «... სამყაროს» შენობა და ეზო, არ არის მითითებული თ...ის პავილიონი, ვინაიდან იგი არ ყოფილა უძრავი ქონება და შესაბამისად, არ არსებობდა მისი გეგმა-ნახაზიც. დაუშვებელი იყო ამ უკანასკენლის ინვენტარიზაცია, ვინაიდან არ არსებობდა მისი პროექტი, მიწის გამოყოფის დოკუმენტი და სხვ. 1996წ. 1 მარტის შპს «თ...ის» პავილიონის ექსპლუატაციის აქტში მითითებულია, რომ ის განეკუთვნება დროებით ნაგებობას. 1996 წელს «... სამყაროს» პრივატიზაციის დროს მოსარჩელეთათვის უცნობი იყო, რომ პავილიონი «თ...ი» უძრავ ქონებად იყო რეგისტრირებული და აღნიშნული გარემოება მათთვის ცნობილი გახდა 2000წ. ივნისში.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

სკ-ის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავი ქონება შენობა- ნაგებობაა, რომელიც მყარად დგას მიწაზე, ხოლო შპს «თ...ის» პავილიონს საძირკველიც კი არ გააჩნდა. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» 1998წ. 28 ოქტომბრის კანონის 2.2. «ა» პუნქტი თანახმად, მიწის მართვის სამმართველოს უნდა მოეხდინა საკუთრების მოწმობაში მითითებული მიწის მფლობელობის საკუთრებად რეგისტრაცია, მაგრამ, მიუხედავად მოსარჩელეთა მოთხოვნისა, აღნიშნული ფართი არ აღირიცხა მათ საკუთრებაში. ამასთან, მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია, ამდენად, მათი სარჩელი არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან შენობა .. .. საკუთრებაა 1996წ. 5 დეკემბრიდან.

რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება შპს «პ...», ხოლო ამავე სასამართლოს 2003წ. 24 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო.

რაიონულ სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს .. .. დირექტორმა და შპს «მ...ის» დირექტორმა მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს თ...ის», მრავალდარგოვანი ფირმა «ა...ს» და ქ. ქუთაისის მთავრობის მიმართ, მესამე პირების _ შპს «პ...ს» და ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების საამართველოს მონაწილობით, რომლითაც მოითხოვეს ქუთაისში, ... ქ. ¹29-ში მდებარე 70,44 უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთის შპს «თ...ის» სახელზე რეგისტრაციის გაუქმება, ყოფილი «... სამყაროს» სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართის საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა საერთო საკუთრებად აღრიცხვა, შპს «თ...ის» პავილიონის უძრავ ქონებად აღრიცხვის თაობაზე რეგისტრაციის გაუქმება, ამ უკანასკნელის დროებით ნაგებობად აღრიცხვა, შპს «თ...ისა» და შპს «მრავალდარგოვანი ფირმა «ა...ს» მიერ წარმოებული რეკონსტრუქციების მოხსნა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

მოგვიანებით, რაონულ სასამართლოში მოსარჩელეებმა კვლავ დააზუსტეს სარჩელი და მოითხოვეს ქუთაისში, ... ქ. ¹29-ში მდებარე 70,44 კვ.მ უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთის შპს «თ...ის» სახელზე რეგისტრაციის გაუქმება, ყოფილი «... სამყაროს» სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართის საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა საერთო საკუთრებად აღრიცხვა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონით დადგენილი წესით საზღაურის გადახდის შემდეგ, რა ნაწილზეც საზღაური გადახდილი არ არის; 2000წ. 16 მარტს საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად 19/100 მიწის ნაკვეთის კვ.მ რეგისტრაციის გაუქმება, შპს «თ...ის» პავილიონის უძრავ ქონებად აღრიცხვის თაობაზე რეგისტრაციის გაუქმება, ამ უკანასკნელის დროებით ნაგებობად აღრიცხვა, შპს «თ...ისა» და შპს მრავალდარგოვანი ფირმა «ა...ს» მიერ წარმოებული 26,44 კვ.მ რეკონსტრუქციების მოხსნა, შპს «ა...ს» მიერ წარმოებული 19,0 კვ.მ რეკონსტრუქციის მოხსნა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

საქალაქო სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა იუსტიციის სამინისტროს უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹29-ში მდებარე 70,44 კვ.მ უძრავი ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე შპს «თ...ის» საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, 70,44 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 26,44 კვ. მეტრზე აღდგა შპს «მ...ისა» და სს .. ..» უფლებები, ხოლო დარჩენილ 44 კვ.მ-ზე რეგისტრაცია დარჩა უცვლელად; ყოფილი «... სამყაროს» სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი, გარდა შპს «თ...ის» კუთვნილი 44 კვ.მ-ისა, მდებარე ქ. ქუთაიში, ... ქ. და ... ქ. ¹29/4-ში, აღირიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში შპს «მ...ისა» და .. .. საერთო საკუთრებად და დაიტვირთა სერვიტუტითY «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონით დადგენილი წესით, მიწის გადასახადის, ერთჯერადი საზღაურის გადახდის შემდეგ, რა ნაწილზეც საზღაური გადახდილი არ იყო. შესაბამისად, 2000წ. 16 მარტს საჯარო რეესტრში განხორცილებულ რეგისტრაციაში გაუქმდა სახელმწიფო საკუთრება მიწის ნაკვეთის 19/100 კვ.მ ნაწილზე. მოსარჩელეთა მოთხოვნა საჯარო რეესტრში შპს «თ...ის» ნაგებობის უძრავ ქონებად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აღდგა შპს «მ...ისა» და .. .. დარღვეული უფლებები, მოიხსნა შპს «თ...ის» მიერ წარმოებული 26,4 კვ.მ რეკონსტრუქცია, აღდგა შპს თ...ის» მომიჯნავედ სს .. .. დამხმარე სათავსში ჩასასვლელი ამოქოლილი კიბის უჯრედი, ზომით 1,1X3,2 მეტრი, შპს «ა...ს» წინ, სს .. .. კუთვნილ დამხმარე სათავსში ჩასასვლელი კიბის უჯრედი გაფართოვდა 60 სანტიმეტრით და მოიხსნა შპს «ა...ს» მიერ წარმოებული 19,0 კვ.მ რეკონსტრუქცია, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

1996წ. 22 თებერვალს სახელმწიფო საწარმოს «... სამყაროს» შრომით კოლექტივს, რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს «მ...ი,» საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობა, მდებარე ქუთაისში, ... ქ. ¹4-ში, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გადაეცა 913,54 კვ.მ მიწის ნაკევთი სარგებლობის უფლებით, რაცზე გაიცა საკუთრების მოწმობა. «... სამყაროს» შენობის ნაწილი 981,11, კვ.მ საკუთრების უფლებით გადაეცა სს .. .. და სარგებლობის უფლებით ამდენივე მიწის ნაკვეთი, რაზეც გაიცა საკუთრების მოწმობა 1996წ. 17 ოქტომბერს, სადაც დამხმარე სათავსისა და შენობის ფართი მიეთითა შეცდომით. ქუთაისის ქონების მართვის სამმართველომ 1996წ. 3 დეკემბრის ბრძანებით ცვლილება შეიტანა საკუთრების მოწმობაში, კერძოდ, არასაცხოვრებელ ფართთან მიმართებაში, ხოლო მიწის ნაკვეთს ცვლილება არ შეხებია, რაც დასტურდება ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს 13.11.02 წერილით. აღნიშნული საკუთრების მოწმობის საფუძველზე 2000წ. 16 მარტს საჯარო რეესტრში განხორციელდა საკუთრების რეგისტრაცია, რომლის თანახმად სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი _ 820 კვ.მ, რეგისტრირებულია მოსარჩელეთა და სახელმწიფო საკუთრებად შემდეგი თანაფარდობით: 39/100კვ.მ _ შპს «მ...ს», 42/100 კვ.მ _ სს .. ..» და 19/100 კვ.მ _ სახელმწიფოს.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 149-ე, 150-ე მუხლები და განმარტა, რომ 19/100 კვ.მ, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად მოთავსებული იყო .. .. საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსოს თავზე აღმართულ კოლონებს შორის, რომელსაც ეყრდნობოდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული შენობის მეორე სართული. აღნიშნული დამხმარე ფართი საჯარო რეესტრში აღრიცხულია .. .. საკუთრებად, რის გამოც წარმოადგენდა მოსარჩელეთა საკუთრებას.

საქალაქო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნებს, ასევე ადგილობრივი დათვალიერების შედეგებს, რომლის საფუძველზეც გამოიტანა დასკვნა, რომ შპს «თ...ის» კუთვნილი შენობა უნდა აღდგენილიყო პირვანდელ მდგომარეობაში, ფართით 44 კვ.მ, ხოლო 24,44 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაუქმდა შპს თ...ის» საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ვინაიდან სადავო ფართი შპს «თ...ის» სახელზე რეგისტრაციამდე უკვე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის _ სს .. .. საკუთრებად, 2000წ. 16 მარტს, რაც დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერით. ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა შპს «თ...ის» უძრავ ქონებად რეგისტრაციის გაუქმების და მისი დროებით ნაგებობად აღრიცხვის თაობაზე იყო უსაფუძვლო, რამდენადაც პავილიონი მყარად იყო დაკავშირებული მიწასთან და წარმოადგენდა უძრავ ქონებას.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ყოფილ «... სამყაროს» ეზოს მათ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ იყო საფუძვლიანი, მაგრამ საჯარო რეესტრში იგი უნდა გატარებულიყო მოსარჩელეთა საერთო საკუთრებად კანონით დადგენილი წესით ერთჯერადი საზღაურის გადახდის შემდეგ და დატვირთულიყო სერვიტუტით, ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობდნენ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მთავრობამ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მე-3 და 4.2. მუხლები, ვინაიდან სს .. ..» და შპს «მ...ს» არ გააჩნდათ მიწათსარგებლობის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მათ მიერ პრივატიზებული მიწით სარგებლობა, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მათ ქონების პრივატიზებასთან ერთად მფლობელობაში მიწის ნაკვეთიც გადაეცათ. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის 1. «ვ» მუხლისა და 4.3. «ბ» პუნქტის მოთხოვნები, რამდენადაც მოსარჩელეებისათვის ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემის შემდეგ, მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე რაიმე დოკუმენტი არ გაცემულა, რაც ამავე კანონის 4.7. «ა» პუნქტის თანხმად, მიწის საკუთრების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს «თ...მა» და შპს «ა...მ», რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოსარჩელეთა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინეს შპს «მ...მა» და სს .. .., რომლითაც მოითხოვეს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს _ Mმთავრობის, შპს «თ...ის», შპს «ა...ს» სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა სრულად; შპს «მ...ის» და სს .. .. შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «მ...ის» და სს .. .. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სახელმწიფო საწარმოს ყოფილ «... სამყაროს» შრომითი კოლექტივის ამხანაგობას 1996წ. 14 თებერვალს სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ¹184 ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა საწარმო «... სამყაროს» ქონების ნაწილი, 913,54 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქუთაისში, ... ქ. ¹4-ში, რაზეც იმავეწ. 22 თებერვალს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996წ. დადგენილებით სახელმწიფო საწარმო «... სამყაროს» ამხანაგობამ, სახელმწიფო ქონების შესყიდვის შემდეგ დააფუძნა შპს «მ...ი». ქ. ქუთაისის მერიის 1996წ. 30 სექტემბრის ¹625 განკარგულებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ იმავეწ. 5 დეკემბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის თანახმად, სს .. .. გადაეცა ყოფილი მაღაზია «... სამყაროს» შენობის დარჩენილი არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹29-ში. შპს «მ...ის» დირექტორმა ლ. ს-მ 1998წ. 30 დეკემბერს, ხოლო სს .. .. დირექტორმა ი. დ-მა 2000წ. 16 მარტს განცხადებებით მიმართეს ქ. ქუთაისის მთავარ რეგისტრატურას და მოითხოვეს «ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის, საქალაქო კოდექსისა და «მიწის რეგისტრაციის» შესახებ კანონის შესაბამისად მოეხდინათ რეგისტრაცია კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში უკვე არსებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ და გაეცათ მიწაზე კერძო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 2000წ. 16 მარტის რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, ქ. ქუთაისში, ... ქუჩისა და ... ქუჩის ¹29/4-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი რეგისტრირებულია როგორც საერთო საკუთრება, შემდეგი წილობრივი მონაცემებით: 39/100 კვ.მ _ შპს «მ...ს», 42/100 კვ.მ _ სს ქუთაისის .. .. და 19/100 კვ.მ _ სახელმწიფოს, ხოლო შენობა-ნაგებობა _ საერთო საკუთრება, შენობის ნაწილი არასაცხოვრებელი ფართი 981,11 კვ.მ, სს .. .. . 1987წ. 30 დეკემბერს ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაიცა გადაწყვეტილება «წარმოება დაწესებულებებისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ». გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად ნებართვა გაიცა ... ქუჩაზე მდებარე «... სამყაროს» შიდა ტერიტორიაზე სავაჭრო კომპლექსის მოსაწყობად, სადაც გათავსებულ იქნა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ვაჭრობისა და საზკვების სამმართველოს ობიექტები და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საუწყებო მაღაზიისათვის ერთი ჯიხური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1985წ. 25 ივლისის დადგენილების თანახმად. აღნიშნული ობიექტი, ფართით 70,44 კვ.მ. ექსპლუატაციაში შევიდა 1993 წელს. 1995წ. 3 ნოემბერს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ გ. ა-მ ობიექტი მიჰყიდა მოქალაქეებს: თ. დ-ს, თ. რ-ს და რ. შ-ს. 2000წ. 22 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით შპს «თ...ის» დამფუძნებლები გახდნენ ს. კ-ი და ა. ჭ-ი, ხოლო თ. დ-მ და თ. რ-მ თავინთი წილი დათმეს ამ პირთა სასარგებლიოდ. 2000წ. 5 ივლისს შპს «თ...მა» საჯარო რეესტრში მოახდინა უძრავი ქონების რეგისტრაცია, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქუჩის ¹29-ში, რაც განთავსებულია 70,44 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად‚ შპს თ...ის» მიერ დაკავებული მიწის ფართობი შეადგენს 70,44 კვ.მ-ს. 1993 წლიდან შენობის გარეთა (გაბარიტული) ზომები არ Aშეცვლილა, მოხდა მხოლოდ შიდა რეკონსტრუქცია, რა დროსაც არ დარღვეულა სამშენებლო, სახანძრო და სანიტარული ნორმები. ექსპერტის დასკვნის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 25 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, შპს «თ...ის» შენობა წარმოადგენს უძრავ ქონებას.

შპს «ა...ს» 1994წ. 20 სექტემბერს ჩატარებული აუქციონით გამოეყო ადგილი მცირე ზომის დამხმარე სათავსს მოსაწყობად. 1995წ. 7 სექტემბერს რ. დ-მა ... ქ. 27ბ-ში შეიძინა ჯიხური, ნასყიდობა გაფორმდა ნოტარიალურად და რეგისტრირებულია ტექაღრიცხვის ბიუროში 1995წ. 8 სექტემბერს. 1997წ. 28 ნოემბრის აქტით არქიტექტურისა და მშენებლობის დეპარტამენტის ქალაქგეგმარების მომწყობი კომისიის მიერ ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹27ბ-ში განთავსებული რ. დ-ის სასოსისე. აქტში მითითებულია, რომ დასახელებულ მისამართზე ლითონის ჯიხური შეძენილი აქვს რ. დ-ს, ხოლო მასზე დამატებით სასაწყობო სათავსის მიდგმის უფლება აუქციონის წესით მოიპოვა შპს «ა...მ» 1997წ. ბოლომდე. სასოსისეს მოწყობა დაიწყო 1995 წელს და დამთავრდა 1997წ. ნოემბერში. ექსპლუატაციაში გასაშვები ობიექტის ძირითადი მახასიათებლები იყო: სავაჭრო ფართი _ 26,59 კვ.მ, საწარმო ფართი _ 6,53 კვ.მ, დამხმარე ფართი _ 1,35 კვ.მ. ობიექტზე დაცულია ხანძარსაწინააღმდეგო და სანიტარული მოთხოვნები. ობიექტს ქსელში გასვლის ნება დაერთო 1997წ. 31 დეკემბრიდან.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა მოსარჩელეთა მოთხოვნა შპს «თ...ის» შენობის პირვანდელ მდგომარეობაში, 44 კვ.მ ფარგლებში აღდგენის შესახებ და განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა შპს «თ...ის» თავდაპირველი ფართის შეცვლა, შესაბამისად, არ დასტურდებოდა ყოფილი «... სამყაროს» შენობის კიბის საფეხურების მოშლის ფაქტიც. ამასთან, ის გარემოება, რომ სარდაფში შეინიშნებოდა კიბის საფეხურების ნაშთები, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არ წარმოადგენდა შპს «თ...ის» ფართის შემცირების საფუძველს, მით უფრო, რომ მოსარჩელეებიც ადასტურებდნენ, რომ მათ მიერ «... სამყაროს» ქონების შეძენის დროს უკვე აღარ არსებობდა შპს «თ...ის» მხრიდან სარდაფში ჩასასვლელი კიბის საფეხურები. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს «თ...ის» ფართი ექსპლუატაციაში მიღების დღიდან შეადგენდა 70, 44 კვ.მ-ს. საქმეში არ არსებობდა კიბის სრულყოფილი პროექტი და მტკიცებულებები, რომ აღნიშნული კიბე არსებობდა, შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელეთა მოთხოვნა სარდაფში ჩასასვლელი კიბის აღდგენის თაობაზე. ასევე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა მოსარჩელეთა მოთხოვნა შპს «ა...ს» მიერ წარმოებული რეკონსტრუქციების მოხსნის, ამ უკანასკნელისათვის ჩასასვლელი კიბის უჯრედის 60სმ-ით გაფართოების დავალებისა და კიბის უჯრედის აღდგენის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სადავო 19.00 კვ.მ ჯიხური განთავსებული იყო სს .. ..სათვის» გამოყოფილ და საკუთრებაში გადაცემულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც საკადასტრო რუკის ჩანაწერების მიხედვით მიეკუთვნებოდა სახელმწიფო მიწას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შპს «ა...ს» კუთვნილი 19.0 კვ.მ ჯიხურის დემონტაჟის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებში არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა და ადგილზე დათვალიერების ოქმები, რის გამოც სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტები არ მიიღო მტკიცებულებებად და განმარტა, რომ საქმის მასალებითYარ დასტურდებოდა შპს «ა...ს» მხრიდან კიბის უჯრედის ხელოვნურად შევიწროების ფაქტი, ამასთან, სასამართლოს დასკვნით, შპს «ა...» სარდაფში ჩასასვლელი კიბით არ სარგებლობდა და მის ინტერესებში არ შედიოდა ფაქტობრივი ფლობა.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის 3.4. «ა» მუხლი და განმარტა, რომ 19/100 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს შენობის კოლონებს ქვეშ, წარმოადგენდა კოლონების ქვეშ არსებულ გასასვლელს, რომლითაც სარგებლობდნენ მოქალაქეები და სხვა იურიდიული პირები, შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელთა საკუთრებაში გადაცემა გამოიწვევდა მათი უფლებების შეზღუდვას, მით უფრო, რომ აღნიშნულ ადგილს _ კოლონების ქვეშ გასასვლელს ემიჯნებოდა ტროტუარი, რომლის ნაწილზედ გადის .. ..ის» საკუთრებაში არსებული შენობის მე-2 სართული. მოსარჩელეთა მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში მათ ასევე უნდა გადასცემოდათ საკუთრებაში ტროტუარის ნაწილი, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელი იყო.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მე-3 და 4.2, 4.3. «ბ» და «ვ» პუნქტები, სკ-ის 159-ე მუხლები და განმარტა, რომ სს .. .. და შპს «მ...ს» არ გააჩნდათ მიწათსარგებლობის დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, გეგმა, სათანადო წესით დამოწმებული მათი ასლი, რომელიც დაადასტურებდა პრივატიზებულ ქონებასთან ერთად მიწის ნაკვეთის მათ მფლობელობაში გადაცემის ფაქტს, რაც წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის 4.7. «ა» და «ბ» პუნქტების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს .. .. დირექტორის მ/შ დ. დ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მე-3 მუხლი, მე-4 მუხლის «ა» პუნქტი, როცა შენობის კოლონების ქვეშ არსებული ფართი მიიჩნია «გასასვლელად», მაშინ, როცა პროექტის მიხედვით აღნიშნული ფართი წარმოადგენდა ღია სივრცეს. საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ შპს «თ...ის» ჯიხურის ნაწილი განთავსებულია იმ ფართზე, რომელიც ფარავს .. .. კუთვნილ სარდაფში ჩასასვლელ კიბეს, ასევე არსებობს ნახაზები, რომლებიც ადასტურებს, რომ შპს «ა...ს» ჯიხური, განთავსებულია .. .. კუთვნილი კიბის ქვეშ.

სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია ... ¹29-ში მდებარე 19/100 კვ.მ მიწის ნაკევთი სახელმწიფო საკუთრებად, რომ არ დაასაბუთა თუ როგორ მივიდა სასამართლო ამვარ დასკვნამდე, გაურკვეველია, რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ სახელმწიფო წილი _ 19/100 კვ.მ მდებარეობს შპს «ა...ს» ჯიხურის ქვეშ. ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონი შეიცავს მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის განმარტებას, ხოლო კანონის მე-3 მუხლით განმარტებულია მიწათსარგებლობის (ფაქტის) დამადასტურებელი საბუთის შესახებ, შესაბამისად, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს მიწათსარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 27 ივნისის განჩინებით სს .. .. დირექტორის მ/შემსრულებლის _ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის «ა» პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეებმა _ ქ. ქუთაისის მთავრობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა არ ცნეს საკასაციო საჩივარი და მოთხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს .. .. საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სს .. .. მიერ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მე-3 მუხლი, მე-4 მუხლის «ა» პუნქტი, როცა შენობის კოლონების ქვეშ არსებული ფართი მიიჩნია «გასასვლელად», მაშინ, როცა პროექტის მიხედვით, აღნიშნული ფართი წარმოადგენდა ღია სივრცეს.

საკასაციო სასამართლო «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის 3.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ამ კანონის, «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონების შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. მითითებული კანონის 4. «ა» მუხლის თანახმად სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. ამასთან, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთების (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები) და დასასვენებელი ადგილების (პარკები, ტყე-პარკები, სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები) განკარგვა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საქმის მასალების გამოკვლევის შედეგებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 19/100 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს შენობის კოლონების ქვეშ, წარმოადგენს თავისუფალ სივრცეს, რომელიც გამოიყენება საზოგადოებრივი გასასვლელის დანიშნულებით, რომლითაც სარგებლობენ ფეხით მოსიარულენი. ამასთან, როგორც ადგილობრივი დათვალიერების ოქმით და ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, კოლონების ქვეშ არსებულ საზოგადოებრივ გასასვლელს ემიჯნება ტროტუარი, რაც .. .. მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში ტროტუარის მის საკუთრებაში გადაცემის საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, ამ უკანასკნელს არ გააჩნდა რა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის 4. «ა» მუხლის თანახმად საქართველოს მთავრობის ნებართვა სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელის მოთხოვნა სადავო მიწის მის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ უსაფუძვლოდ.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის თანახმად საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს მიწათსარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

საკასაციო სასამართლო «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის 1. «ვ» პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი. ამავე კანონის 2.1. მუხლი აწესრიგებს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის 2.2. «ბ» პუნქტის თანახმად, ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწებზე, რომლებიც ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს სარგებლობაში დადგენილი წესით აქვთ გამოყოფილი.

«ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის 3.1. მუხლის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სს .. .. არ გააჩნდა მიწათსარგებლობის დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, გეგმა, სათანადო წესით დამოწმებული მათი ასლი, რომელიც დაადასტურებდა პრივატიზებულ ქონებასთან ერთად მიწის ნაკვეთის მათ მფლობელობაში გადაცემის ფაქტს, რამდენადაც, როგორც საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1996წ. 17 ოქტომბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით დასტურდება, სს .. .. საკუთრებაში გადაეცა არასაცხოვრებელი 981,11, კვ.მ ფართი და სარდაფი 255.0 კვ.მ, ხოლო აღნიშნული საკუთრების გაცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ქ. ქუთაისის მერიის ¹625 განკარგულება სს .. .. საკუთრებაში არასაცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1996წ. 3 დეკემბრის ¹741 ბრძანებით გაფორმების პროცესში დაშვებული უზუსტობის გამო ზემოაღნიშნულ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში შეტანილ იქნა ცვლილება და განმეორებით გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის თანახმად არასაცხოვრებელ ფართად დაფიქსირდა 981,11 კვ.მ, ხოლო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ბრძანების ამ ნაწილში მონაცემი მიწის ფართის ოდენობაზე არ არსებობს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულიად დაუსაბუთებელია სს .. .. სარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრში შპს «თ...ზე» საკუთრების უფლებით ქუთაისში, ... ქ. ¹29-ში მდებარე 70.44 კვ.მ უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე და ყოფილი «... სამყაროს» სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართის სს .. .. და შპს «მ...ის» საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ, რამდენადაც იმ პირობებში, როცა სს .. ..» სადავოდ არ გაუხდია სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1996წ. 3 დეკემბრის ¹741 ბრძანება მიწის ფართობის შემცირების თაობაზე და არც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც განმეორებით გაიცა მასზე და არასაცხოვრებელი ფართის ოდენობად დაფიქსირდა 981,11 კვ.მ, საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ მიწის ნაკვეთის სს .. .. საკუთრებაში არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად მის საკუთრებად არ ირიცხება, მით უფრო, რომ აღნიშნული ფართის მისთვის შემცირების სამართლებრივი საფუძველი _ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1996წ. 3 დეკემბრის ¹741 ბრძანება მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით თანასაკუთრების უფლებით ირიცხება სამ მესაკუთრეზე: შპს «მ...ზე» _ 39/100, უნივერსალურ .. .._ 42/100, სახელმწიფოზე _ 19/100, მოსარჩელის მიერ სადავო არ გამხდარა სახელმწიფო საკუთრებაში მიწის ფართის აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი, ასევე, სარჩელის ობიექტს არ წარმოადგენს იდეალური და რეალური წილების გამოყოფა, გამიჯვნა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის საგნის არასაკმარისობა და მოთხოვნის პროცესუალური ფორმა ვერ განაპირობებს სარჩელის ნამდვილი მიზნის მიღწევას, მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი დაუსაბუთებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა თანასაკუთრების მიწაზე წილები გამოყოფილი არ ყოფილა, დაუსაბუთებელია მოთხოვნა შპს «თ...თან» მიმართებაში, მით უფრო, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს‚ თუ რა სამართლებრივი ნორმები დაირღვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში დავის გადაწყვეტისას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სს .. .. გააჩნდა მიწათსარგებლობის დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებასთან ერთად მას ასევე გადაეცა მიწის ნაკვეთის მთელი ფართობი, რამდენადაც საქმის მასალებში არ მოიპოვება ამ უკანასკნელზე მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, რაც «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის 4.7 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს სს .. .. საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 26I.3, სსკ-ის 257-ე, 372-ე, 386-ე 390-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს .. .. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.