საქმე N 330100122006225813
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№872აპ-24 24 დეკემბერი, 2024 წელი
ტ. ი., 872აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. ხ-სა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. ხ-მ, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – მ. მ-მ.
2. დაცვის მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს, ი. ტ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ი. ტ-ს მსჯავრდება ეფუძნება დაუსაბუთებელ ვარაუდებს და არა – უტყუარ მტკიცებულებებს. სამხილების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, საპროცესო კანონმდებლობის საპირისპიროდ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყდა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ. გ-მ განაცხადა, რომ ი. ტ. სასამართლოში ნახა პირველად და, როგორც ახსოვდა, მასზე ვ. ზ. დაელაპარაკა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, საბანკო ინფორმაციებით, დათვალიერების ოქმებით, ტელეფონების ამონაწერებით – არ დადასტურებულა ი. ტ-სა და ზ. გ-ს მიერ, არა თუ რაიმე დანაშაულის დაგეგმვა, არამედ – უბრალო ნაცნობობაც კი. ი. ტ-ს უდანაშაულობას ცხადყოფს მოწმე გ. ქ-ს ჩვენებაც, რომელმაც დაადასტურა, რომ აზომვითი ნახაზები, სადაც დამკვეთი იყო ი. ტ., ვ. ზ-ს მითითებით შეასრულა და გასამრჯელოც მისგან მიიღო. მოწმეებმა – ქ. ჯ-მ, გ. ს-მ, ზ. ჯ-მ და თ. ტ-მ – რომელთაგანაც, თითქოსდა, მსჯავრდებულმა მატერიალური სარგებელი მიიღო, დაადასტურეს, რომ ი. ტ-ს საერთოდ არ იცნობდნენ და მისგან არანაირი თანხა არ მიუღიათ. ი. ტ-ს თავადაც, რომ მიემართა საჯარო რეესტრის სააგენტოსთვის, ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის, თუმცა ბრალდების მხარე ვალდებული იყო, გამოეკვლია, მართლა ი. ტ-მ მიმართა თუ არა საჯარო რეესტრს, მით უფრო, როდესაც ცალსახად გამოკვეთილია, რომ ვ. ზ. მოქმედებდა ი. ტ-ს სახელით, სწორედ იგი დაუკავშირდა გ. ქ-ს და აზომვით ნახაზებშიც, მისი მითითებით ჩაიწერა ი. ტ-ს სახელი და გვარი. ბრალდების მხარისვე მტკიცებით, როდესაც ი. ტ-ს სახელზე რეგისტრირდებოდა მიწის ნაკვეთები, ზ. გ-ს სწორედ ვ. ზ. უკავშირდებოდა. საქმეში წარმოდგენილი უამრავი სამხილიდან არცერთით დგინდება ი. ტ-ს ნაცნობობა ზ. გ-სთან და ვ. ზ-სთან, მაშინ, როდესაც იგი მსჯავრდებულია ჯგუფური დანაშაულის ჩადენისათვის. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, თუმცა არც გამოძიებას და არც სასამართლოს არ დაუდგენია, ვის და როდის დაუკავშირდა ი. ტ.. მსჯავრდებული არ უარყოფს, რომ შვილებს – ზ. და ზ. ტ-ებს – მისცა მინდობილობა, რადგან ჰქონდა საბანკო დავა და ავადმყოფობის გამო, უჭირდა გადაადგილება. საქმეში არც იმის მტკიცებულება მოიპოვება, რომ ქონების გასხვისებით მიღებულ თანხებს ი. ტ. განკარგავდა.
3. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს, განაჩენის შეცვლას, გარდა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისა, ვ. ზ-ს დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ზ. ს-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, თ. ზ-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ვ. ბ-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორივე მიწის ნაკვეთის ეპიზოდში) მათთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის და, ამავდროულად, ვ. ზ-სათვის, ზ. ს-სათვის, ი. ტ-სა და თ. ზ-სათვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების ნაწილობრივ გამართლებისა და სასჯელebის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია. განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან მიმართებით, არსებობდა უკანონო ქონება – სასამართლომ დაადასტურა, რომ ვ. ზ-ს მიერ დაუფლებული 19 მიწის ნაკვეთი იყო უკანონო/თაღლითური გზით მიღებული, ისევე, როგორც ზ. ს-ს მიერ მიღებული – 8 მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, გამოკვეთილია უკანონო ქონების ლეგალიზაციის პირველი ელემენტი. რაც შეეხება მეორე სავალდებულო ელემენტს – უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემას, მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით – განსახილველ შემთხვევაში, ვ. ზ-სა და ზ. ს-ს მიერ მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთები სრულად გაიყიდა, რის შედეგადაც მათ მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი და დაფარეს მისი უკანონო წარმომავლობა. უძრავი ქონების გაყიდვა შემოსავლის გათეთრების ერთ–ერთი ხერხია, რის შემდეგაც შემოსავალი გამოიყურება კანონიერად. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, ბრალდების მხარე ვ. ზ-სა და ზ. ს-ს ედავებოდა, დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას, რაც დასტურდება მიწის ნაკვეთების შემძენთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ცალკეულ ნაკვეთებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდათ, როგორც ვ. ზ-----------სთან, ასევე – ზ. ს-სთან, თანხას გადასცემდნენ როგორც ვ. ზ-ს, ასევე – ზ. ს., რიგ შემთხვევებში თანხას იღებდა ერთი, თუმცა ხელშეკრულება ფორმდებოდა მეორესთან. ასევე დადგენილია, რომ მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთების რეალიზაციის შედეგად ზ. ს-მ და ვ. ზ-მ მიიღეს – 187359 ლარისა და 530510 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი. სასამართლოს მითითებით, თ. ზ-ს ქრთამის მიცემაში გამართლება ძირითადად დაეფუძნა ზ. გ-ს განმარტებას, თითქოსდა, თ. ზ-სთვის ფული არ მოუთხოვია და შეთანხმება მხოლოდ მამამისთან – ვ. ზ-სთან ჰქონდა, თუმცა ხაზგასასმელია, რომ თ. ზ-მ არაერთხელ გადაურიცხა თანხა ზ. გ-ს, კერძოდ, ზ. გ-ს დედასთან გადარიცხული აქვს სამ ეტაპად, ჯამურად – 9000 ლარი, ხოლო ზ. გ-სთან ორ ეტაპად, ჯამურად – 5400 ლარი. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მონაცემები მოიცავს 2021 წლის ივლისიდან ნოემბრამდე პერიოდს, როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის ჩარიცხვისას სავალდებულო იყო თანხის შემტანის პირადი ნომრის მითითება, თუმცა მანამდე აპარატებს ეს ფუნქცია არ ჰქონდათ და მისი გამოვლენა ვერ მოხერხდა, თუმცა დადასტურებულია, რომ მხოლოდ 4 თვეში ვ. და თ. ზ-ებმა ზ. გ-ს ჩაურიცხეს – 22100 ლარი. ის გარემოება, რომ თ. ზ-მ არ იცოდა აღნიშნული თანხების გადარიცხვის მიზნობრიობა აბსურდულია, რადგან ვ. და თ. ზ-ები არიან მამა-შვილი და აზრს მოკლებულია ვარაუდი, რომ ერთმანეთის საქმიანობაზე არაფერი იცოდნენ, ასევე – საეჭვოა თანხების გადარიცხვის სიმრავლე, რამეთუ საუბარი არა ერთჯერად ან ორჯერად ტრანზაქციაზე და, ამავდროულად, მოტყუებით დაუფლებული 3 მიწის ნაკვეთი გაფორმდა უშუალოდ თ. ზ-ზე. ვ. ბ-ს მიერ ..... საკადასტრო მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ მართალია აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება განხორციელდა უკანონოდ, თუმცაღა ვ. ბ-ს არ ჰქონია მოტყუების განზრახვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვ. ბ-სთვის სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არც საჯარო რეესტრშია დაცული და არც საქმის მასალებით გამოკვეთილა, არამედ – წარმოდგენილია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული ნაკვეთის ვ. ბ-ზე გაცემის დამადასტურებელი ცნობა, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთი ვ. ბ-ზე არასდროს გაცემულა, რაც მან იცოდა და სწორედ ამიტომ შეუთანხმდა კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორს – ზ. გ-ს, რომელსაც წარუდგინა მხოლოდ განცხადება და საკადასტრო აზომვითი ნახაზი და არა ის დოკუმენტი, რაც შემდგომში გამოიკვლია სასამართლომ და რომელიც ადასტურებს ვ. ბ-ზე არა სადავო, არამედ – სხვა მიწის ნაკვეთის გაცემის ფაქტს.
4. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი, მსჯავრდებულ ზ. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გოჩა კვარაცხელია შესაგებლით ითხოვს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად, ხოლო განხილვის შემთხვევაში, ზ. ს-ს მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: ვ. ზ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. ასევე – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და ქრთამის მიცემა, ესე იგი მოხელისათვის ფულის პირდაპირ შეთავაზება და გადაცემა, რათა მან თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის და სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო ქმედება; ზ. ს-ს, – ..., – თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება; ი. ტ-ს, – ..., – თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; თ. ზ-ს, – ..., – თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ქრთამის მიცემა, ესე იგი მოხელისათვის ფულის პირდაპირ შეთავაზება და გადაცემა, რათა მან თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის და სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო ქმედება, ხოლო ვ. ბ-ს, – ..., – თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
6. ვ. ზ-სათვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგით:
2016 წლის 16 მაისს, ზ. გ. დაინიშნა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
2018 წლის პირველ ნახევარში, ვ. ზ. დ-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორს – ზ. გ-ს, რომელთა შორის შედგა შეთანხმება, რომ ვ. ზ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგენდა განცხადებას და მხოლოდ საკადასტრო აზომვით ნახაზის საფუძველზე, მოითხოვდა მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას, რის შემდეგაც, კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი – ზ. გ. – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში შეიტანდა ყალბ ჩანაწერს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითებდა არარსებული ნასყიდობის ხელშეკრულებას და შედეგად, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ვ. ზ-ს საკუთრების უფლებით, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი გადაეცემოდა ზ. გ-ს. აღნიშნულ ქმედებებში ასევე ჩაერთო ვ. ზ-ს შვილი – თ. ზ..
შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 31 იანვარს, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“, ვ. ზ-მ წარადგინა განცხადება და მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა ...მდებარე – 870 626 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია, რაც დააკმაყოფილა რეგისტრატორმა – ზ. გ-მ – და ... მდებარე – 870626 კვ.მ. ფართის მქონე, 253700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელოვნურად მითითებით, დაარეგისტრირა ვ. ზ-ს საკუთრების უფლებით (ს.კ. ...).
ამგვარი სქემით, ზ. გ-მ ვ. ზ-ს საკუთრების უფლებით უკანონოდ დაარეგისტრირა ... მდებარე – 163332 კვ.მ ფართის მქონე, 48000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რომელიც შემდეგ გადაფორმდა თ. ზ-ზე; დ... მდებარე – 204804 კვ.მ ფართის მქონე, 65800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ... მდებარე – 488670 კვ.მ. ფართის მქონე, 132000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ში მდებარე 246488 კვ.მ. ფართის მქონე, 86300 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); ... მდებარე – 175511 კვ.მ. ფართის მქონე, 61000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ..); დ-ში მდებარე – 225823 კვ.მ. ფართის მქონე, 67000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ში მდებარე – 171370 კვ.მ. ფართის მქონე, 39200 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ს, სოფელ ო-ში მდებარე – 230319 კვ.მ. ფართის მქონე, 65800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ.:...) და ..., .. მდებარე – 580028 კვ.მ. ფართის მქონე, 342216 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
გარდა ამისა, ამგვარი სქემით, ვ. ზ-მ, ზ. ს-მ და ზ. გ-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზ. ს–ს საკუთრების უფლებით, უკანონოდ დაარეგისტრირეს: დ-ში მდებარე – 68624 კვ.მ. ფართის მქონე, 22800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რომელიც შემდეგ გადაფორმდა თ. ზ-ზე; .... მდებარე – 160341 კვ.მ. ფართის მქონე, 44000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); ..., მ–ში მდებარე – 245700 კვ.მ. ფართის მქონე, 80000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); ...., ტ. მდებარე – 118307 კვ.მ. ფართის მქონე, 46000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. .); ..., ტ... მდებარე – 124628 კვ.მ. ფართის მქონე, 49100 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ... – გამიჯვნის შემდეგ: ...); ..., ... მდებარე – 53271 კვ.მ. ფართის მქონე, 29500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ... მდებარე – 90002 კვ.მ. ფართის მქონე, 29500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) და ..., ... მდებარე – 240844 კვ.მ. ფართის მქონე, 78700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
ასევე, ზ. გ-მ ვ. ზ-სთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის შვილის – ზ. ზ-ს – საკუთრების უფლებით, უკანონოდ, ფიქტიურად დაარეგისტრირა: დ-ში მდებარე – 555868 კვ.მ. ფართის მქონე, 132700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რომელიც მალევე, 2018 წლის 2 მაისს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადაფორმდა თ. ზ-ზე. ამგვარად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამურად – 5014556 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთებს, რამაც – 1673316 ლარის, დიდი ოდენობით, ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების სანაცვლოდ, უშუალოდ ვ. ზ-მ, სხვადასხვა პერიოდში, კერძოდ: 2021 წლის 12 აპრილს, 2021 წლის 13 აპრილს, 2021 წლის 2 ივლისს, 2021 წლის 11 ივლისს, 2021 წლის 25 ივლისს, 2021 წლის 9 აგვისტოს, 2021 წლის 22 სექტემბერს, 2021 წლის 30 სექტემბერს, 2021 წლის 5 ოქტომბერს, 2021 წლის 16 ოქტომბერს, 2021 წლის 19 ოქტომბერს, 2021 წლის 20 ოქტომბერს, 2021 წლის 25 ოქტომბერს, 2021 წლის 12 ნოემბერსა და 2021 წლის 17 ნოემბერს ზ. გ-ს დედის – ლ. გ–ს პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხა ქრთამის ნაწილი, ჯამურად – 13100 ლარი, ხოლო უშუალოდ ვ. ზ-ს შვილმა – თ. ზ-მ სხვადასხვა პერიოდში, კერძოდ – 2019 წლის 11 ნოემბერს, 2021 წლის 27 ივლისსა და 2021 წლის 3 ნოემბერს, ზ. გ-სა და ამ უკანასკნელის დედის – ლ. გ*-ს პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა ქრთამის ნაწილი, ჯამურად – 14000 ლარი.
ამის შემდეგ, ზემოაღნიშნული უკანონო გზით დარეგისტრირებული უძრავი ქონებებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, ვ. ზ-მ, მის სახელზე დარეგისტრირებული, მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) გაყიდა დ. ე-ზე – 1500 ლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) – მ. ქ–ზე – 20000 აშშ დოლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) ვ. ქ-ზე – 38000 აშშ დოლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) გ. რ-ზე – 2000 ლარად; მიწის ნაკვეთები (ს.კ. ...; ს.კ. ...; ს.კ. ...) ვ. ქ-ზე – ჯამურად 55000 აშშ დოლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. .) დ. ლ-ზე – 17400 ლარად. ასევე – ზ. ს-მ და ვ. ზ-მ ზ. ს-ს სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) გაყიდეს მ. ქ-ზე – 14000 აშშ დოლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) თ. ქ-ზე – 24000 ლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) მ. ქ-ზე – 11 000 აშშ დოლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) გ. ნ-ზე – 49160 ლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) ზ. ბ-ზე – 15000 ლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) დ. ლ-ზე – 20000 ლარად.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების აღნიშნულმა ქმედებამ, დაახლოებით, 530510 ლარის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, შემოსავლის მიღება გამოიწვია.
7. ზ. ს-სათვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგით:
2020-2021 წლებში, ზ. ს-მ და ვ. ზ-მ, შემდგომში მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს მოტყუებით დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ, დ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებს. განზრახვის აღსასრულებლად, დაუკავშირდნენ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორს – ზ. გ-ს – რომლის მითითებით, ზემოაღნიშნულ პირებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარედგინათ განცხადება, მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რის შემდეგაც, კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი – ზ. გ. – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში შეიტანდა ყალბ ჩანაწერს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითებდა არარსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას და, შედეგად, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ზ. ს-ს საკუთრების უფლებით. შეთანხმებისამებრ, 2020 წლის 4 მარტს, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ზ. ს-მ წარადგინა განცხადება და მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა დ., ტ. მდებარე – 68624 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია, რომელიც დააკმაყოფილა რეგისტრატორმა – ზ. გ-მ და დ., ტ. მდებარე – 68624 კვ.მ. ფართის მქონე, 22800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელოვნურად მითითებით, დაარეგისტრირა ზ. ს-ს საკუთრების უფლებით (ს.კ. ...), რომელიც 2021 წლის 2 თებერვალს გადაფორმდა, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრზე, ვ. ზ-ს შვილზე – თ. ზ-ზე.
ამგვარი სქემით, ზ. გ-მ ზ. ს-ს საკუთრების უფლებით, უკანონოდ დაარეგისტრირა ... მდებარე – 160341 კვ.მ. ფართის მქონე, 44000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ში, მ-ში მდებარე – 245700 კვ.მ. ფართის მქონე, 80000 ლარად ღირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ., ტ. მდებარე – 118307 კვ.მ. ფართის მქონე, 46000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ., ტ. მდებარე – 124628 კვ.მ. ფართის მქონე, 49100 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ... – გამიჯვნის შედეგად: ...; ...); დ., პ. მდებარე – 53271 კვ.მ. ფართის მქონე, 29500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ. მდებარე – 90002 კვ.მ. ფართის მქონე, 29500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) და დ., ტ. მდებარე – 240844 კვ.მ. ფართის მქონე, 78700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამურად – 1101717 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთებს, რამაც – 379 600 ლარის, დიდი ოდენობით, ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
ამის შემდეგ, ზემოაღნიშნული უკანონო გზით დარეგისტრირებული უძრავი ქონებებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, ზ. ს-მ და ვ. ზ-მ, ზ. ს-ს სახელზე დარეგისტრირებული, მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) მალევე, 2020 წლის 17 ივლისს, გაყიდეს მ. ქ-ზე 14000 აშშ დოლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ.: ...) 2020 წლის 2 ნოემბერს – თ. ქ-ზე 24000 ლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ.: ...), 2020 წლის 4 ნოემბერს – მ. ქ-ზე 11000 აშშ დოლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) – გ. ნ-ზე 49160 ლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), 2021 წლის 24 ოქტომბერს – ზ. ბ-ზე 15000 ლარად; მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), 2021 წლის 26 ივლისს – დ. ლ-ზე 20000 ლარად.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია – 187359 ლარის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, შემოსავლის მიღება.
8. ი. ტ-სათვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგით:
2020-2021 წლებში, ი. ტ-მ შემდგომში მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებს. განზრახვის აღსასრულებლად, დაუკავშირდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორს – ზ. გ-ს – რომლის მითითებით, ი. ტ-ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარედგინა განცხადება მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რის შემდეგაც, კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი – ზ. გ. – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში შეიტანდა ყალბ ჩანაწერს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითებდა არარსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას და, შედეგად, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ი. ტ-ს საკუთრების უფლებით.
შეთანხმებისამებრ, 2020 წლის 17 დეკემბერს, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ი. ტ-მ წარადგინა განცხადება და მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა ს-ში მდებარე – 313 157 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია, რომელიც დააკმაყოფილა რეგისტრატორმა – ზ. გ-მ – და ს-ში მდებარე – 313157 კვ.მ. ფართის მქონე, 47000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელოვნურად მითითებით, დაარეგისტრირა ი. ტ-ს საკუთრების უფლებით (ს.კ. ...).
ამგვარი სქემით, ზ. გ-მ ი. ტ-ს საკუთრების უფლებით, უკანონოდ დაარეგისტრირა ს-ში მდებარე – 187215 კვ.მ. ფართის მქონე, 28000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) და ს-ში მდებარე – 756 688 კვ.მ. ფართის მქონე, 113500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამურად – 1257060 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთებს, რამაც 188 500 ლარის, დიდი ოდენობით, ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
9. თ. ზ-სათვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგით:
2016 წლის 16 მაისს, ზ. გ. დაინიშნა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორის“ თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
2018 წლის პირველ ნახევარში, ვ. ზ. დ-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორს – . გ-ს, რომელთა შორის შედგა შეთანხმება, რომ ვ. ზ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგენდა განცხადებას და მხოლოდ საკადასტრო აზომვით ნახაზის საფუძველზე, მოითხოვდა მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას, რის შემდეგაც, კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი – ზ. გ. – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში შეიტანდა ყალბ ჩანაწერს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითებდა არარსებული ნასყიდობის ხელშეკრულებას და შედეგად, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ვ. ზ-ს საკუთრების უფლებით, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი გადაეცემოდა ზ. გ-ს. აღნიშნულ ქმედებებში ასევე ჩაერთო ვ. ზ-ს შვილი – თ. ზ..
შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 31 იანვარს, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“, ვ. ზ-მ წარადგინა განცხადება და მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა დ. მდებარე – 870 626 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია, რაც დააკმაყოფილა რეგისტრატორმა – ზ. გ-მ – და ... მდებარე – 870626 კვ.მ. ფართის მქონე, 253700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელოვნურად მითითებით, დაარეგისტრირა ვ. ზ-ს საკუთრების უფლებით (ს.კ. ...).
ამგვარი სქემით, ზ. გ-მ ვ. ზ-ს საკუთრების უფლებით უკანონოდ დაარეგისტრირა ... მდებარე – 163332 კვ.მ ფართის მქონე, 48000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რომელიც შემდეგ გადაფორმდა თ. ზ-ზე; დ. მდებარე – 204804 კვ.მ ფართის მქონე, 65800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ..); დ. მდებარე – 488670 კვ.მ. ფართის მქონე, 132000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ში მდებარე 246488 კვ.მ. ფართის მქონე, 86300 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ. მდებარე – 175511 კვ.მ. ფართის მქონე, 61000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. .); დ-ში მდებარე – 225823 კვ.მ. ფართის მქონე, 67000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ში მდებარე – 171370 კვ.მ. ფართის მქონე, 39200 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ს, სოფელ ოზაანში მდებარე – 230319 კვ.მ. ფართის მქონე, 65800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ.:...) და დ., პ. მდებარე – 580028 კვ.მ. ფართის მქონე, 342216 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
გარდა ამისა, ამგვარი სქემით, ვ--–---- ზ-მ, ზ. ს-მ და ზ. გ-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზ. ს-ს საკუთრების უფლებით, უკანონოდ დაარეგისტრირეს: დ-ში მდებარე – 68624 კვ.მ. ფართის მქონე, 22800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რომელიც შემდეგ გადაფორმდა თ. ზ-ზე; დ. მებარე – 160341 კვ.მ. ფართის მქონე, 44000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ., მ–ში მდებარე – 245700 კვ.მ. ფართის მქონე, 80000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ., ტ. მდებარე – 118307 კვ.მ. ფართის მქონე, 46000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ., ტ. მდებარე – 124628 კვ.მ. ფართის მქონე, 49100 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ... – გამიჯვნის შემდეგ: ...); დ., პ. მდებარე – 53271 კვ.მ. ფართის მქონე, 29500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ. მდებარე – 90002 კვ.მ. ფართის მქონე, 29500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) და დ., ტ. მდებარე – 240844 კვ.მ. ფართის მქონე, 78700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
ასევე, ზ. გ-მ ვ. ზ-სთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის შვილის – ზ. ზ-ს – საკუთრების უფლებით, უკანონოდ, ფიქტიურად დაარეგისტრირა: დ-ში მდებარე – 555868 კვ.მ. ფართის მქონე, 132700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რომელიც მალევე, 2018 წლის 2 მაისს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადაფორმდა თ. ზ-ზე. ამგვარად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამურად – 5014556 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთებს, რამაც – 1673316 ლარის, დიდი ოდენობით, ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების სანაცვლოდ, უშუალოდ ვ. ზ-მ, სხვადასხვა პერიოდში, კერძოდ: 2021 წლის 12 აპრილს, 2021 წლის 13 აპრილს, 2021 წლის 2 ივლისს, 2021 წლის 11 ივლისს, 2021 წლის 25 ივლისს, 2021 წლის 9 აგვისტოს, 2021 წლის 22 სექტემბერს, 2021 წლის 30 სექტემბერს, 2021 წლის 5 ოქტომბერს, 2021 წლის 16 ოქტომბერს, 2021 წლის 19 ოქტომბერს, 2021 წლის 20 ოქტომბერს, 2021 წლის 25 ოქტომბერს, 2021 წლის 12 ნოემბერსა და 2021 წლის 17 ნოემბერს ზ. გ-ს დედის – ლ. გ-ს პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხა ქრთამის ნაწილი, ჯამურად – 13100 ლარი, ხოლო უშუალოდ ვ. ზ-ს შვილმა – თ. ზ-მ სხვადასხვა პერიოდში, კერძოდ – 2019 წლის 11 ნოემბერს, 2021 წლის 27 ივლისსა და 2021 წლის 3 ნოემბერს, ზ. გ-სა და ამ უკანასკნელის დედის – ლ. გ-ს პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა ქრთამის ნაწილი, ჯამურად – 14000 ლარი.
10. ვ. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგით:
2017 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, ვ. ბ-მ შემდგომში მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ, ს-ში მდებარე მიწის ნაკვეთებს.
განზრახვის აღსასრულებლად, იგი დაუკავშირდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორს – ზ. გ-ს – რომლის მითითებით, ვ. ბ-ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარედგინა განცხადება, მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რის შემდეგაც, კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი – ზ. გ. – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში შეიტანდა ყალბ ჩანაწერს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითებდა არარსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას და, შედეგად, მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდებოდა ვ. ბ-ს საკუთრების უფლებით.
შეთანხმებისამებრ, 2017 წლის 23 აგვისტოს, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ვ. ბ-მ წარადგინა განცხადება და მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა დ-ში მდებარე – 26683 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, რაც დააკმაყოფილა რეგისტრატორმა – ზ. გ-მ – და დ-ში მდებარე – 26683 კვ.მ. ფართის მქონე, 51017 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, დაარეგისტრირა ვ. ბ-ს საკუთრების უფლებით (ს.კ. ...).
ამგვარი სქემით, ზ. გ-მ ვ. ბ-ს საკუთრების უფლებით უკანონოდ დაარეგისტრირა ს-ში მდებარე – 21900 კვ.მ ფართის მქონე, დაახლოებით, 15207 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ – 48583 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთებს, რამაც 66224 ლარის, დიდი ოდენობით, ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
11. ვ. ზ-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით; ზ. ს-ს –საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით; ი. ტ-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; თ. ზ-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით; ვ. ბ-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის განაჩენით:
ვ. ზ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან;
ზ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 5 ივლისიდან;
ი. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 5 ივლისიდან. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ს. მდებარე, .... საკადასტრო კოდის მქონე, მიწის ნაკვეთი;
თ. ზ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 18500 ლარი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით შეუმცირდა და განესაზღვრა – 5000 ლარი; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ... – .... საკადასტრო კოდის მქონე, მიწის ნაკვეთი; ... მდებარე – ... საკადასტრო კოდის მქონე, მიწის ნაკვეთი და ... მდებარე – ... საკადასტრო კოდის მქონე, მიწის ნაკვეთი.
ვ. ბ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ეპიზოდი და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა; იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის განაჩენით დადგინდა, რომ:
14. ვ. ზ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2016 წლის 16 მაისს, ზ. გ. დაინიშნა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
2018 წლის პირველ ნახევარში, ვ. ზ. დ-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორს – ზ. გ-ს, რომელთა შორის შედგა შეთანხმება, რომ ვ. ზ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგენდა განცხადებას და მხოლოდ საკადასტრო აზომვით ნახაზის საფუძველზე, მოითხოვდა მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას, რის შემდეგაც, კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი – ზ. გ. – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში შეიტანდა ყალბ ჩანაწერს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითებდა არარსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას და შედეგად, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ვ. ზ-ს საკუთრების უფლებით, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი გადაეცემოდა ზ. გ-ს.
შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 31 იანვარს, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“, ვ. ზ-მ წარადგინა განცხადება და მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა ... მდებარე – 870626 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია, რაც დააკმაყოფილა რეგისტრატორმა – ზ. გ-მ – და ... მდებარე – 870626 კვ.მ. ფართის მქონე, 253700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელოვნურად მითითებით, დაარეგისტრირა ვ. ზ-ს საკუთრების უფლებით (ს.კ. ...).
ამგვარი სქემით, ზ. გ-მ ვ.ზ-ს საკუთრების უფლებით უკანონოდ დაარეგისტრირა ... მდებარე – 163332 კვ.მ. ფართის მქონე, 48000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რომელიც შემდეგ გადაფორმდა თ. ზ-ზე; ... მდებარე – 204804 კვ.მ. ფართის მქონე, 65800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); ... მდებარე – 488670 კვ.მ. ფართის მქონე, 132000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ში მდებარე 246488 კვ.მ. ფართის მქონე, 86300 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. .); ... მდებარე – 175511 კვ.მ. ფართის მქონე, 61000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ში მდებარე – 225823 კვ.მ. ფართის მქონე, 67000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ში მდებარე – 171370 კვ.მ. ფართის მქონე, 39200 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ს, სოფელ ო-ში მდებარე – 230319 კვ.მ. ფართის მქონე, 65800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. .) და დ., პ. მდებარე – 580028 კვ.მ. ფართის მქონე, 342216 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
გარდა ამისა, ამგვარი სქემით, ვ. ზ-მ, ზ. ს–მ და ზ. გ-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზ. ს-ს საკუთრების უფლებით, უკანონოდ დაარეგისტრირეს: დ-ში მდებარე – 68624 კვ.მ. ფართის მქონე, 22800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რომელიც შემდეგ გადაფორმდა თ. ზ-ზე; დ. მდებარე – 160341 კვ.მ. ფართის მქონე, 44000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ., მ–ში მდებარე – 245700 კვ.მ. ფართის მქონე, 80000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ., ტ. მდებარე – 118307 კვ.მ. ფართის მქონე, 46000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ....); დ., ტ. მდებარე – 124628 კვ.მ. ფართის მქონე, 49100 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ....– გამიჯვნის შემდეგ: ...); დ., პ. მდებარე – 53271 კვ.მ. ფართის მქონე, 29500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. 5.); დ. მდებარე – 90002 კვ.მ. ფართის მქონე, 29500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) და დ., ტ. მდებარე – 240844 კვ.მ. ფართის მქონე, 78700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ....).
ასევე, ზ. გ-მა ვ. ზ-თან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის შვილის – ზ. ზ-ს – საკუთრების უფლებით, უკანონოდ, ფიქტიურად დაარეგისტრირა: დ-ში მდებარე – 555868 კვ.მ.. ფართის მქონე, 132700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რომელიც მალევე, 2018 წლის 2 მაისს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადაფორმდა თ. ზ-ზე. ამგვარად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამურად – 5014556 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთეს, რამაც – 1673316 ლარის, დიდი ოდენობით, ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების სანაცვლოდ, უშუალოდ ვ. ზ-მ, სხვადასხვა პერიოდში, კერძოდ: 2021 წლის 12 აპრილს, 2021 წლის 13 აპრილს, 2021 წლის 2 ივლისს, 2021 წლის 11 ივლისს, 2021 წლის 25 ივლისს, 2021 წლის 9 აგვისტოს, 2021 წლის 22 სექტემბერს, 2021 წლის 30 სექტემბერს, 2021 წლის 5 ოქტომბერს, 2021 წლის 16 ოქტომბერს, 2021 წლის 19 ოქტომბერს, 2021 წლის 20 ოქტომბერს, 2021 წლის 25 ოქტომბერს, 2021 წლის 12 ნოემბერსა და 2021 წლის 17 ნოემბერს ზ. გ-ს დედის – ლ. გ-ს პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხა ქრთამის ნაწილი, ჯამურად – 13100 ლარი, ხოლო უშუალოდ ვ. ზ-ს შვილმა – თ. ზ-მ სხვადასხვა პერიოდში, კერძოდ – 2019 წლის 11 ნოემბერს, 2021 წლის 27 ივლისსა და 2021 წლის 3 ნოემბერს, ზ. გ-სა და ამ უკანასკნელის დედის – ლ. გ-ს პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა ქრთამის ნაწილი, ჯამურად – 14000 ლარი.
15. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ ვ. ზ-მ ზ. ს-sთან ერთად ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
16. ზ. ს-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2020-2021 წლებში, ზ. ს-მ და ვ. ზ-მ, შემდგომში მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს მოტყუებით დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ, დ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებს. განზრახვის აღსასრულებლად, დაუკავშირდნენ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორს – ზ. გ-ს – რომლის მითითებით, ზემოაღნიშნულ პირებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარედგინათ განცხადება, მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რის შემდეგაც, კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი – ზ. გ. – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში შეიტანდა ყალბ ჩანაწერს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითებდა არარსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას და, შედეგად, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ზ. ს-ს საკუთრების უფლებით. შეთანხმებისამებრ, 2020 წლის 4 მარტს, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ზ. ს-მ წარადგინა განცხადება და მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა დ., ტ. მდებარე – 68624 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია, რომელიც დააკმაყოფილა რეგისტრატორმა – ზ. გ-მ და დ., ტ. მდებარე – 68624 კვ.მ. ფართის მქონე, 22800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელოვნურად მითითებით, დაარეგისტრირა ზ. ს-ს საკუთრების უფლებით (ს.კ. ...), რომელიც 2021 წლის 2 თებერვალს გადაფორმდა, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრზე, ვ. ზ-ს შვილზე – თ. ზ-ზე.
ამგვარი სქემით, ზ. გ-მ ზ. ს-ს საკუთრების უფლებით, უკანონოდ დაარეგისტრირა დ. მდებარე – 160341 კვ.მ. ფართის მქონე, 44000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ-ში, მ-ში მდებარე – 245700 კვ.მ. ფართის მქონე, 80000 ლარად ღირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ., ტ. მდებარე – 118307 კვ.მ. ფართის მქონე, 46000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...); დ., ტ. მდებარე – 124628 კვ.მ. ფართის მქონე, 49100 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ... – გამიჯვნის შედეგად: ...; ...); დ., პ. მდებარე – 53271 კვ.მ. ფართის მქონე, 29500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ....); დ. მდებარე – 90002 კვ.მ. ფართის მქონე, 29500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ....) და დ. ტ. მდებარე – 240844 კვ.მ. ფართის მქონე, 78700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამურად – 1101717 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთებს, რამაც – 379600 ლარის, დიდი ოდენობით, ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
17. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ ზ. ს-მ ვ. ზ-.თან ერთად ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
18. ი. ტ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2020-2021 წლებში, ი. ტ-მ შემდგომში მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებს. განზრახვის აღსასრულებლად, იგი დაუკავშირდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორს – ზ. გ-ს – რომლის მითითებით, ი. ტ-ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარედგინა განცხადება მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რის შემდეგაც, კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი – ზ. გ. – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში შეიტანდა ყალბ ჩანაწერს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითებდა არარსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას და, შედეგად, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ი. ტ-ს საკუთრების უფლებით.
შეთანხმებისამებრ, 2020 წლის 17 დეკემბერს, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ი. ტ-მ წარადგინა განცხადება და მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა ს-ში მდებარე – 313157 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია, რომელიც დააკმაყოფილა რეგისტრატორმა – ზ. გ-მ – და ს-ში მდებარე – 313157 კვ.მ. ფართის მქონე, 47000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელოვნურად მითითებით, დაარეგისტრირა ი. ტ-ს საკუთრების უფლებით (ს.კ. ...).
ამგვარი სქემით, ზ. გ-მ ი. ტ-ს საკუთრების უფლებით, უკანონოდ დაარეგისტრირა ს-ში მდებარე – 187215 კვ.მ. ფართის მქონე, 28000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) და ს-ში მდებარე – 756688 კვ.მ. ფართის მქონე, 113500 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამურად – 1257060 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთებს, რამაც 188500 ლარის, დიდი ოდენობით, ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
19. თ. ზ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2018 წლის პირველ ნახევარში, ვ. ზ. დ-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორს – ზ. გ-ს, რომელთა შორის შედგა შეთანხმება, რომ ვ. ზ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგენდა განცხადებას და მხოლოდ საკადასტრო აზომვით ნახაზის საფუძველზე, მოითხოვდა მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას, რის შემდეგაც, კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი – ზ. გ. – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში შეიტანდა ყალბ ჩანაწერს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითებდა არარსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას და შედეგად, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ვ. ზ-ს საკუთრების უფლებით, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი გადაეცემოდა ზ. გ-ს.
შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 20 მარტს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“, ვ. ზ-მ წარადგინა განცხადება და მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა დ.მდებარე – 163332 კვ.მ. ფართის მქონე, 48000 ლარად ღირებულ მიწის ნაკვეთზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია, რაც დააკმაყოფილა რეგისტრატორმა – ზ. გ-მ – და დ-ს სოფელ სოფელ გ-ში მდებარე – 163332 კვ.მ. ფართის მქონე, 48000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელოვნურად მითითებით, დაარეგისტრირა ვ. ზ-ს საკუთრების უფლებით, რომელიც 2019 წლის 13 აგვისტოს გადაფორმდა თ. ზ-ზე.
ამგვარი სქემით, ზ. გ-მ ვ. ზ-ს შვილზე – ზ. ზ-ზე – უკანონოდ, ფიქტიურად დაარეგისტრირა: დ-ში მდებარე – 555868 კვ.მ. ფართის მქონე, 132700 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რომელიც მალევე, 2018 წლის 2 მაისს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადაფორმდა თ. ზ-ზე; ასევე – ზ. ს-ს საკუთრების უფლებით, უკანონოდ დაარეგისტრირა: დ-ში მდებარე – 68624 კვ.მ. ფართის მქონე, 22800 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რომელიც 2021 წლის 2 თებერვალს გადაფორმდა თ. ზ-ზე და ვ. ზ-ს საკუთრების უფლებით, უკანონოდ დაარეგისტრირა დ. მდებარე – 225823 კვ.მ. ფართის მქონე, 67000 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
ამგვარად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამურად – 1013647 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთებს, რამაც – 270500 ლარის, დიდი ოდენობით, ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
20. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ უტყუარად ვერ დაადასტურა, თ. ზ-ს მიერ ზ. გ-სათვის ქრთამის მიცემის ფაქტი.
21. ვ----– ბ---–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2017 წლის სექტემბრის პერიოდში, ვ. ბ-მ შემდგომში მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთს.
განზრახვის აღსასრულებლად, იგი დაუკავშირდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორს – ზ. გ.ს – რომლის მითითებით, ვ. ბ-ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარედგინა განცხადება, მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რის შემდეგაც, კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი – ზ. გ. – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში შეიტანდა ყალბ ჩანაწერს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითებდა არარსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას და, შედეგად, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ვ. ბ-ს საკუთრების უფლებით.
შეთანხმებისამებრ, 2017 წლის სექტემბერში, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ ვ. ბ-მ წარადგინა განცხადება და მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა ს-ში მდებარე – 21900 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, რომელიც დააკმაყოფილა რეგისტრატორმა – ზ. გ-მ – და ვ. ბ-ს საკუთრების უფლებით უკანონოდ, უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, დაარეგისტრირა ს-ში მდებარე – 21900 კვ.მ. ფართის მქონე, დაახლოებით, 15207 ლარად ღირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ – 21900 კვ.მ. ფართის მქონე, მიწის ნაკვეთს, რამაც, დაახლოებით, 15207 ლარის, დიდი ოდენობით, ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
22. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ ვ. ბ. მოტყუებით დაეუფლა დ-ში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ, 26683 კვ.მ. ფართს მქონე მიწის ნაკვეთს (ს.კ. .).
23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – მ. მ-მა, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულების დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელების შეფარდებას. ასევე – მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. ხ-მ და მსჯავრდებულ ზ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ლ. ტ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა, და მის ნაცვლად, ერთი მხრივ, . ტ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, ზ. ს-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მ. მ-ს, მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. ხ-სა და მსჯავრდებულ ზ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – ლ. ტ-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის განაჩენი შეიცვალა მხოლოდ მსჯავრდებულ ვ. ბ–სთან მიმართებით, რომელსაც წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ეპიზოდი და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ეპიზოდი) სასჯელის დაუნიშნავად; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. ხ-სა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი ვ. ზ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ზ. ს-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, თ. ზ-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და ვ. ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ეპიზოდში) მსჯავრდების ნაწილში მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და სასამართლოსაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ვ. ზ-ს, ზ. ს-ს, თ. ზ-სა და ვ. ბ-ს ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდება – კანონიერი და დასაბუთებულია.
3. ბრალდების მხარე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, სადავოდ ხდის ვ. ზ-სა და ზ. ს-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, თ. ზ-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ვ. ბ-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ეპიზოდში) უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მათ მიერ ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენა, ხოლო დაცვის მხარე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, არ ეთანხმება ი. ტ-ს მსჯავრდებას და მიიჩნევს, რომ მის ქმედებაში დანაშაული არ არის გამოკვეთილი.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორების საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).
5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. ხ-ს პოზიციას ი. ტ-ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რამეთუ საპირისპიროს მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებზეც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს ი. ტ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: ერთი მხრივ, არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრატორმა – ზ. გ-მ, ი. ტ-ს სახელზე, უკანონოდ, უფლების დამდგენ დოკუმენტად არარსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მითითებით, დაარეგისტრირა სამი მიწის ნაკვეთი, იმ დათქმით, რომ განცხადებებზე, რომლებითაც, მოთხოვნილია სადავო მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, ი. ტ-ს ხელმოწერების ნამდვილობა არ დასტურდება, შესაბამისად, საეჭვოა ი. ტ-ს მიერ საჯარო რეესტრისთვის უშუალოდ მიმართვის ფაქტი და, ამდენად, საფუძველი ეცლება მის მსჯავრდებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელი მსჯელობაა, რადგან საქართველოს ეროვნული არქივის 2022 წლის 19 აგვისტოს წერილით ირკვევა, რომ სიღნაღის რაიონის გამგეობის 1996-2006 წლების დოკუმენტებში ინფორმაცია ი. ტ-სთვის სიღნაღში, ქვემო ბოდბეში, 187215 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის; სიღნაღში, ქვემო ბოდბეში, 75688 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სიღნაღში, ქვემო ბოდბეში, 313157 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის ან მასზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ ფიქსირდება, ხოლო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის 2022 წლის 30 აგვისტოს წერილით დგინდება, რომ ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთებზე ი. ტ-ს სახელზე იჯარით გაცემისა და საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იძებნება. ამავდროულად, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი მასალები ცხადყოფს, რომ ი. ტ-მა არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების მის სახელზე, მხოლოდ აზომვითი ნახაზების საფუძველზე, რეგისტრაცია, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ი. ტ-ს სახელზე უკანონოდ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს მოგვიანებით სწორედ მისი მინდობილი პირი – მისივე ვაჟი – ასხვისებდა, ერთობლივად შეფასებისას, არასარწმუნოს ხდის დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საჯარო რეესტრისათვის ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით ი. ტ-ს არ მიუმართავს და, შესაბამისად, არც დანაშაული ჩაუდენია. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა, იმთავითვე ვერ შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ი. ტ-ს ინტერესებს იცავდა ადვოკატი და დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენ სამხილებზე და თავად ჩაეტარებინა შესაბამისი საექსპერტო კვლევა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება №347აპ-24 საქმეზე, პუნქტი 11).
6. მეორე მხრივ, უტყუარად დადგენილია, რომ ი. ტ-ს სახელზე უკანონოდ რეგისტრაციის შემდეგ, სადავო მიწის ნაკვეთების რეალიზაციას ცდილობდა ი. ტ-ს მინდობილი პირი – მისი ვაჟი ზ. ტ. – რომელმაც ორი მიწის ნაკვეთის გასხვისება შეძლო, ხოლო მესამის – ვერა, რადგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ქონებას დაედო ყადაღა და აღებული თანხის უკან დაბრუნება მოუხდა. ამასთან, ზ. ტ. მიწის ნაკვეთების მყიდველებს უდასტურებდა, რომ სარეალიზაციო ქონება მამამისის – ი. ტ-ს – საკუთრება იყო, მათ შორის: მოწმე გ. ს-მ რომელმაც, 2021 წლის 9 მარტს, ი. ტ-ს მინდობილი პირისაგან – ზ. ტ-სგან – 33377 აშშ დოლარად შეიძინა ს-ში მდებარე – 18,7 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც უკანონოდ იყო რეგისტრირებული ი. ტ–ის სახელზე და ქ. ჯ-მა, რომელმაც, 2022 წლის 22 იანვარს, ასევე ი. ტ-ს მინდობილი პირისაგან – ზ. ტ-სგან – 51150 აშშ დოლარად შეიძინა ს. მდებარე 31,3 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც უკანონოდ იყო რეგისტრირებული ი. ტ-ს სახელზე, ხოლო მოწმე ზ. ჯ-ს ჩვენებით გაირკვა, რომ მანაც, ანალოგიურად, 2022 წლის 10 იანვარს, ი. ტ-ს მინდობილი პირისაგან – ზ. ტ-სგან – 16200 აშშ დოლარად შეიძინა ს-ში მდებარე – 75,7 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც უკანონოდ იყო რეგისტრირებული ი. ტ-ს სახელზე, თუმცა საჯარო რეესტრში საკუთრება ვერ დაირეგისტრირა, რადგან ქონებას დაედო ყადაღა, რის გამოც, გადახდილი თანხა ზ. ტ-მ უკან დაუბრუნა; საყურადღებოა მოწმე გ. ქ-ს ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ი. ტ-ს სახელზე შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები, შეასრულა ვ. ზ-ს დაკვეთით და ამ ნახაზებთან დაკავშირებით ი. ტ-სთან შეხება არ ჰქონია, რაც ცხადია, არ გამორიცხავს ი. ტ-ს ბრალეულობას, როგორც ამას დაცვის მხარე ამტკიცებს, რამეთუ ამ მოწმის მონათხრობი სრულად თანხვდენილია მოწმე ზ. გ-ს ჩვენებასთან, რომ არც ის იცნობდა ი. ტ-ს, რომლის შესახებ, მას ვ. ზ-მ უთხრა, როდესაც შეუთანხმდა ი. ტ-ს სახელზე მიწის ნაკვეთების უკანონოდ რეგისტრაციის თაობაზე; და ბოლოს, საჯარო რეესტრის რეგისტრატორის – ზ. გ-ს – ჩვენება ცალსახად დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერებით, რომლის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ი. ტ-ს სახელზე მიწის ნაკვეთების უკანონოდ რეგისტრაციის პროცესს თან სდევდა ზ. გ-სთან ვ. ზ-ს ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაცია, კერძოდ, 2021 წლის 26 იანვარს, როდესაც ს-ში მდებარე, 187215 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ი. ტ-ს საკუთრებაში, ზ. გ-ს მობილური ტელეფონის ნომრიდან ფიქსირდება ერთი გამავალი ზარი ვ. ზ-ს მობილური ტელეფონის ნომერზე; 2021 წლის 23 ივლისს, როდესაც ს-ში მდებარე, 756688 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ი. ტ-ის საკუთრებაში, ზ. გ-ს მობილური ტელეფონის ნომერზე ფიქსირდება ვ. ზ-ს მობილური ტელეფონის ნომრიდან ერთი შემავალი და ხუთი გამავალი ზარი, ხოლო 2020 წლის 22 დეკემბერს, როდესაც ს--ში მდებარე 313157 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ი. ტ-ს საკუთრებაში, ზ. გ-ს მობილური ტელეფონის ნომერზე ფიქსირდება ვ. ზ-ს მობილური ტელეფონის ნომრიდან ორი შემავალი და ერთი გამავალი ზარი, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს დანაშაულის ჩასადენად მათ წინასწარ შეთანხმებულ მოქმედებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარწმუნოდ ი. ტ-ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა და, შესაბამისად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით კანონიერი და დასაბუთებულია.
7. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულების ქმედებებს, რიგ შემთხვევაში, არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა ვ. ზ-სა და ზ. ს-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, თ. ზ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ვ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ეპიზოდში) მათთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა, კერძოდ:
8. ვ. ზ-სა და ზ. ს-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდების მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების განკარგვა ავტომატურად არ გულისხმობს მის ლეგალიზაციას, რამეთუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ პირის განზრახვა და თანმდევი ქმედებ(ებ)ი მიმართული იყოს უშუალოდ უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისაკენ მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, რაც მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდება, რამეთუ ბრალდების მხარემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ უკანონოდ დარეგისტრირებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, ვ. ზ-მ და ზ. ს-მ მათ სახელზე რეგისტრირებული ქონება მიჰყიდეს სხვადასხვა პირებს, რამეთუ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მათ ქმედებებში ასეთი სპეციალური მიზნის – ქონების წარმომავლობის დაფარვის და შემდგომში მისი ამ სახით გამოყენების განზრახვა – არ დადგენილა. მხოლოდ ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი ვარაუდი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, სასამართლოში წარმოდგენილი აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ ვ. ზ-ს და ზ. ს-ს ქმედებებში გამოკვეთილია მათთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის – ქონების ლეგალიზაციის – შემდგენლობა.
9. თ. ზ-ს ქრთამის მიცემის ბრალდებაში გამართლებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით უტყუარად ვერ დაადასტურა თ. ზ-სათვის შერაცხილი – ქრთამის მიცემის – ბრალდება. საქმეში გამოკვეთილია მხოლოდ საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თ. ზ-მ ზ. გ-ს პირად და მისი დედის საბანკო ანგარიშებზე რამდენჯერმე ჩარიცხა თანხა, თუმცა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ცხადყოფდა თ. ზ-სა ზ. გ-ს დანაშაულებრივ კავშირს ან მიუთითებდა მათ შეთანხმებაზე, რომ თ. ზ. ზ. გ-ს თანხებს სწორედ მიწის ნაკვეთების უკანონო რეგისტრაციის სანაცვლოდ ურიცხავდა, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. მეტიც, ზ. გ-ს ჩვენებით, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ თ. ზ-ს არ იცნობდა და მასთან არანაირი შეთანხმება/კომუნიკაცია არ ჰქონია, არამედ – თანხასთან დაკავშირებით შეთანხმება ჰქონდა მხოლოდ ვ. ზ-სთან, რომელიც, ვისი ხელით ურიცხავდა თანხებს, არ იცის, შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს, ზ. გ-სათვის თანხების ჩარიცხვის გამო, თ. ზ-ს მიერ ქრთამის მიცემასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
10. ვ. ბ-ს ქმედების კვალიფიკაციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მისთვის წარდგენილი ბრალდების გამორკვევისას, მართებულად მიჩნია, რომ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, უტყუარად ვერ დადგინდა თაღლითობის ფაქტი და, ამავდროულად, დადასტურებულად მიიჩნია ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 16 თებერვლის ცნობის თანახმად, ის ტერიტორია, რომლის საკადასტრო კოდია: ..., არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. მასზე ფიქსირდება საქართველოს პრეზიდენტის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ 1999 წლის 16 მაისის №... ბრძანებულების შესაბამისად, რეგისტრირებული უძრავი ნივთები. შესაბამისად, სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს არა სახელმწიფოს, არამედ – კერძო პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომლის შესაძლო, თაღლითურად დაუფლების შემთხვევაში დაზარალდებოდა არა სახელმწიფო, არამედ – კერძო პირ(ებ)ი, რაც ბრალდების მხარის ინტერესის საგანი არ გამხდარა, რამეთუ გამოძიების დროს, არ გამოკითხულა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არცერთი კერძო პირი და არ დადგენილა ვ. ბ-ზე საკუთრების უფლების გადაცემის შესაძლებლობა. საპირისპიროდ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების შინაარსი ცხადყოფს, რომ ვ. ბ-მ კერძო პირებისგან შეიძინა სადავო მიწის ნაკვეთები , რომლებსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამდენად, ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა ვ. ბ-ს მიერ .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტი და, შესაბამისად, ეს ბრალდება მას მართებულად არ შეერაცხა მსჯავრად.
11. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი, მსჯავრდებულ ზ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გოჩა კვარაცხელიას შესაგებელთან მიმართებით აღსანიშნავია: ადვოკატის მოთხოვნა, საქმის განხილვის შემთხვევაში, ზ. ს-ს უდანაშაულოდ ცნობასთან მიმართებით, ცდება პროკურორის საკასაციო საჩივრის შინაარსს, რამეთუ თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მ. მ-ს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ს-ს მსჯავრდების კანონიერების ნაწილში არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პროკურორის საჩივრის შესაგებლის ფარგლებში ვერ იმსჯელოს დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით, თუმცა ამავდროულად როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ზ. ს-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – კანონიერი და დასაბუთებულია.
12. ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელების სამართლიანობასთან მიმართებით, აღსანიშნავია: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელების დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – მსჯავრდებულთან ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვ. ზ-ს, ზ-ს, ი. ტ-ს და თ. ზ-ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციებით გათვალისწინებული, კანონიერი და დასაბუთებული სასჯელები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო საკასაციო საჩივარში განვითარებული ზოგადი მსჯელობა სასჯელის მიზნებსა და სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას გასათვალისწინებელი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების თაობაზე, ვერ დაედება საფუძვლად მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული კონკრეტული სასჯელების გამკაცრებას.
14. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. საყურადღებოა, რომ ვ. ზ-ს, ზ. ს-ს და ი. ტ-ს მსჯავრი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მაგრამ, ვინაიდან მათ სასჯელები უნდა შეეფარდოთ დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის – ერთიანი სასჯელის სახით, მსჯავრდებულების მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.
15. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ვ. ზ-ს, ზ. ს-სა და ი. ტ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება და, ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში, მათ ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელები და ვ. ზ-ს უნდა განესაზღვროს – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზ. ს-სა და ი. ტ-ს – 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
16. ხაზგასასმელია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია XXXIX თავით, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება ვ. ზ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ ძირითად სასჯელზე, ი. ტ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ დამატებით სასჯელზე, ხოლო თ. ზ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ, როგორც ძირითად, ასევე – დამატებით სასჯელებზე.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. ხ-სა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. ხ-სა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ვ. ზ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა – და განესაზღვროს – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა, უფრო მკაცრმა სასჯელმა – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა – და ვ. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;
5. მსჯავრდებულ ზ. ს-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2022 წლის 5 ივლისიდან;
6. მსჯავრდებულ ი. ტ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2022 წლის 5 ივლისიდან;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი