Facebook Twitter

საქმე # 200100122006559945

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

№1367აპ-24 30 იანვარი, 2025 წელი

ჩ-ე გ, 1367აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით გველესიანისა და მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. გ-სა და შ. ჭ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ – ლ. გ-ს – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ – შ. ჭ-ს – საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4.1. გ. ჩ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს:

4.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 8 სექტემბრის ფიზიკურად ძალადობის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111-1443-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით (2022 წლის 23 ოქტომბრიდან 2022 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის აგვისტომდე დროის შუალედის სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით (2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის აგვისტომდე დროის შუალედის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდი), საქართველოს სსკ-ის 111-137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

4.3. გ. ჩ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) და მიესაჯოს – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

4.4. გ. ჩ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 300 საათით, რომლის მოხდისაგან იგი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).

4.5. გ. ჩ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ივნისიდან 2022 წლის 8 სექტემბრამდე დროის შუალედის სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და მიესაჯოს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

4.6. გ. ჩ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯოს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

4.7. გ. ჩ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის აპრილის ეპიზოდი) და მიესაჯოს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

4.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ჩ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რომლის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან – 2022 წლის 28 ოქტომბრიდან.

5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

5.1. გ. ჩ-ის ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები აღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან, ნაცხის ნიმუშები აღებული მ. ბ-ს პირის ღრუდან, უკანა ტანიდან და საშოდან, ანაწმენდები აღებული დანიდან და დანის ქარქაშიდან, მ. ბ-ს პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში, მომწვანო კოლოფი წარწერით ,,ROLEX“ და მოყვითალო პოლიმერული მასალის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა;“ ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა,“ შეშის ნაჭერი, გ. ჩ-ის ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

5.2. საწოლის თეთრეული, მ. ბ-ს კუთვნილი: ტრუსი, თეთრი მაისური და მწვანე ხალათი; ორი პირსახოცი, დანა და დანის ქარქაში, ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

6. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი