საქმე # 340100122006414896
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
საქმე №1134აპ-24 ქ. თბილისი
ღ-ე ხ 1134აპ-24 6 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ხ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ხ. ღ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
· სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. ღ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. ხ. ღ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2024 წლის 26 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 16 აგვისტოდან იმავე წლის 22 აგვისტოს ჩათვლით;
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ხ. ღ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს - ი. ღ-ეს (პირადი №--) დაუბრუნდეს მის მიერ ხ. ღ-ის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 10000 ლარი;
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
· ხ. ღ-ის კუთვნილი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 1 ცალ CD დისკზე და შპს „მ--ნ“ გამოთხოვილი 04.11.2022 წლის ინფორმაცია, ჩაწერილი CD დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ხ. ღ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
· ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. მ-ს კუთვნილი ტელეფონი, თ. ლ--ს კუთვნილი ტელეფონი და კომპიუტერი, მ. ჩ-ს კუთვნილი ტელეფონი და კომპიუტერი, ხელწერილით ჩაბარებული აქვთ მესაკუთრეებს;
8. განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე