Facebook Twitter

საქმე # 330100124008650464

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1303აპ-24 ქ. თბილისი

ხ-ვი თ, 1303აპ-24 14 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. ხ-ს, - დაბადებულს .. წლის … თებერვალს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ-ში, ე-თა ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №..-ში, არასრულწლოვანი ს. ლ-ის თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, თ. ხ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - თ. ხ-ს, კერძოდ, დააგდო დივანზე და ხელი მოუჭირა ყელის არეში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულმა - თ. ხ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· თ. ხ-ი და რ. ჩ-ძე ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას. თანაცხოვრებისას, 2023 წლის იანვარში, ქ. თ-ში, ე-თა ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №..-ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, თ. ხ-მა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ. ჩ-ს. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულმა - რ. ჩ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· თ. ხ-ი და ს. ლ-ი ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას. თანაცხოვრებისას, 2023 წლის სექტემბრის ბოლოს ქ. თ-ში, ე-თა ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №..-ში, თ. ხ-მა, უსაფუძვლო მოტივით, ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დისშვილზე - ს. ლ-ზე, კერძოდ, დაარტყა ხელი თავის არეში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულმა - ს. ლ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამგორის პირველი ოცეულის პატრულ-ინსპექტორმა მ. გ-მ, თ. ხ-ის მიმართ გამოსცა №.. შემაკავებელი ორდერი 30 დღით, რომლის თანახმად, თ. ხ-ს ოჯახის წევრის, დის - თ. ხ-ის მიმართ განესაზღვრა შემდეგი ვალდებულება: აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თ. ხ-ი 2023 წლის 22 დეკემბერს, შუადღის საათებში, დაახლოებით 17:00 საათზე მივიდა თ-ში, ე-თა ქუჩის №..-ში მდებარე სახლთან, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

· 2023 წლის 22 დეკემბერს, შუადღის საათებში, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თ-ში, ე-თა ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №..-ში, თ. ხ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას - თ. ხ-ს, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. აღნიშნული ქმედების შედეგად თ. ხ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ივნისის განაჩენით:

2.1. თ. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2023 წლის იანვრის ეპიზოდი) და 111,151-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. თ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის სექტემბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

2.3. თ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2023 წლის 22 დეკემბრიდან 2024 წლის 7 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ხ-მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე თ-ში, ე-თა ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №..-ში, თ. ხ-მა, არასრულწლოვანი ს. ლ-ის თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - თ. ხ-ს, კერძოდ, დააგდო დივანზე და ხელი მოუჭირა ყელის არეში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულმა - თ. ხ-მა განიცდა ფიზიკური ტკივილი;

· თ. ხ-ი და ს. ლ-ი ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას. თანაცხოვრებისას, 2023 წლის სექტემბრის ბოლოს, ქ. თ-ში, ე-თა ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №..-ში, თ. ხ-მა, უსაფუძვლო მოტივით, ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დისშვილზე - ს. ლ-ზე, კერძოდ, დაარტყა ხელი თავის არეში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულმა ს. ლ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

· 2023 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამგორის პირველი ოცეულის პატრულ-ინსპექტორმა მ. გ-მ თ. ხ-ის მიმართ გამოსცა №.. შემაკავებელი ორდერი 30 დღით, რომლის თანახმად, თ. ხ-ს ოჯახის წევრის, დის - თ. ხ-ის მიმართ განესაზღვრა შემდეგი ვალდებულება: აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2023 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე თ. ხ-ი მივიდა ქ. თ-ში, ე-თა ქუჩის №..-ში მდებარე სახლთან, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით:

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: თ. ხ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში სრულად და ასევე მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ თ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის სექტემბრის ეპიზოდი), 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და სადავოდ არც მხარეები ხდიან. რაც შეეხება 2023 წლის იანვრის ეპიზოდში დაზარალებულ რ. ჩ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობის, ასევე დაზარალებულ თ. ხ-ს მიმართ 2023 წლის 22 დეკემბერს მუქარის ბრალდებებს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა თ. ხ-ის ბრალეულობაში.

8. დაზარალებულმა თ. ხ-მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ახლო ნათესავის - ძმის მამხილებელი ჩვენება.

9. დაზარალებულ რ. ჩ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ. ხ-ი არის მისი ბიძა (დედის - თ. ხ-ის ძმა). 2023 წლის იანვარში მას თ. ხ-თან მოუვიდა კონფლიქტი. ბიძამ ხელი კეფაში წამოარტყა, რაც უფრო მეტად ეწყინა, ვიდრე ეტკინა და დაიწყო ტირილი, რადგან მანამდე მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა. იგი ბებიამ და დედამ დაამშვიდეს; ამ წამორტყმის შედეგად ტკივილი არ განუცდია. მოწმის გადმოცემით, 2023 წლის 21 დეკემბერს, სახლში იმყოფებოდნენ თვითონ, დედამისი, მისი უმცროსი ძმა და ბებია. მოგვიანებით სახლში დაბრუნდა თ. ხ-ი. ამ დროს მასა და თ. ხ-ს შორის საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც თ. ხ-მა თ. ხ-ი სავარძელზე მიაგდო და გადაეფარა. მან მოკიდა თ. ხ-ს ხელი და მთელი ძალით გამოსწია უკან, რადგან თ-ს თ. ხ-ი ტანსაცმლით ეჭირა ხელით. ამის შემდეგ თ. ხ-ი იყო ძალიან გაბრაზებული, რის გამოც გამოიძახა პოლიცია. მოგვიანებით მან თ. ხ-ან გაიგო, რომ მას თ. ხ-ი ტანსაცმელზე უჭერდა ხელს. პოლიციის მოსვლამდე სახლში ასევე მივიდა მისი მამინაცვალიც. ამ დროს თ. ხ-ი მას მიმართავდა, რომ მასაც დედამისს მიაყოლებდა, თუმცა მისკენ არ გაწეულა და არც რეალურად აღუქვამს ეს მუქარა. ამ ფაქტის შემდეგ თ. ხ-ი სახლის ეზოში იყო მისული და კარზე აბრახუნებდა. როგორც მან დედამისისგან - თ. ხ-ან იცოდა, ამ დროს თ. ხ-ს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი და მისი იქ ყოფნა არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ იგი თავის ძმასა და დეიდაშვილთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, რა დროსაც შევიდა თ. ხ-ი; მას მოუნდა, რომ მისი დეიდაშვილისთვის ეკოცნა; ს. ლ-მა დეიდაშვილს უთხრა, რომ დამალულიყო, შემდეგ კი გადაეფარა მას, რის გამოც თ. ხ-მა ს. ლ-ს თავში წამოარტყა ხელი და მან დაიწყო ტირილი.

10. გასათვალისწინებელია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ, დაზარალებულ ს. ლ-ის, მოწმეების - გ. ლ-ის, დ. ბ-ის, მ. ზ-ის, ვ. ბ-ას, თ. ბ-ის, მ. ს-ის, მ. გ-ის, რ. ყ-ის, ო. ბ-ის და ა. გ-ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი და საქმეში არსებული ყველა სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებმა ისინი უდავო მტკიცებულებებად მიიჩნიეს და მათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

11. ბრალდების მხარეს სადავო ეპიზოდებში თ. ხ-ის მამხილებლად მიაჩნია თ. ხ-ან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოწმეების - ს. ლ-ის, რ. ყ-სა და გ. ლ-ის გამოკითხვის ოქმების შინაარსი.

12. მოწმე გ. ლ-ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, გამოკითხვამდე მან არ იცოდა, რომ თ. ხ-მა მის გერს - რ-ნს დაარტყა, ხოლო 2023 წლის 22 დეკემბერს მეუღლის - თ-ნ გაიგო, რომ თ-რი მისული ყოფილა მასთან სახლში, აბრახუნებდა კარზე, დამუქრებია მოკვლით და ამასთან დაკავშირებით იმყოფებოდა პოლიციაში. აღნიშნული მას უთხრა მეუღლემ, როდესაც დაურეკა ტელეფონზე (ტომი 1, ს. ფ. 10-13).

13. მოწმე რ. ყ-ის გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას რ. ჩ-ის მიმართ თ. ხ-ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ, ხოლო 2023 წლის 22 დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დაახლოებით 15:00 საათზე იგი წავიდა სახლიდან, ხოლო დაბრუნდა დაახლოებით 17:30 საათზე. ამ დროს თ. ხ-ვს დაურეკეს პოლიციიდან და დაიბარეს პოლიციაში (ტომი 1, ს. ფ. 14-16).

14. მოწმე ს. ლ-ი გამოკითხვის ოქმში აღწერს მხოლოდ 2023 წლის სექტემბერსა და 20 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს, თუმცა იგი არ საუბრობს სადავო ფაქტებზე, კერძოდ, 2023 წლის იანვარში რ. ჩ-ის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და 2023 წლის 22 დეკემბრის მუქარაზე თ. ხ-ის მიმართ (ტომი 1, ს. ფ. 39-42).

15. დაზარალებულ თ. ხ-ან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მან თავის საცხოვრებელ ბინაში შესასვლელთან პირდაპირ მდებარე მისაღებ ოთახში მიუთითა შესასვლელიდან პირდაპირ, მარცხენა მხარეს მდებარე სავარძელზე, სადაც, მისი განმარტებით, მისმა ძმამ - თ. ხ-მა, 2023 წლის 20 დეკემბერს, საღამოს საათებში წააქცია და ხელი მოუჭირა ყელში, რის გამოც თ. ხ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მისივე განმარტებით, მომხდარს შეესწრნენ მისი შვილები - 8 წლის ს. ლ-ი და 19 წლის რ. ჩ-ძე. თ. ხ-მა ასევე მიუთითა ამავე ოთახში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მდგარ დივანზე და განმარტა, რომ მისმა ძმამ - თ. ხ-მა, სწორედ აღნიშნულ დივანზე ჩაარტყა თავში ხელი მცირეწლოვან ს. ლ-ს 2023 წლის სექტემბერში, რის გამოც ბავშვმა დაიწყო ტირილი და ეტკინა დარტყმული ხელი. აღნიშნულის შემდეგ, თ. ხ-მა, ამავე ოთახში მიუთითა შესასვლელიდან ხელმარჯვნივ არსებულ ფანჯარაზე და განმარტა, რომ 2023 წლის იანვრის თვეში, მისი ქალიშვილი - რ. ჩ-ძე იდგა აღნიშნულ ფანჯარასთან, რა დროსაც თ. ხ-მა მას დაარტყა ხელი (ტომი 1, ს. ფ. 44-47).

16. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ცხადჰყოფს, რომ ერთის მხრივ, დაზარალებული რ. ჩ-ძე ამხელს თ. ხ-ს მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, თუმცა აღნიშნავს, რომ დარტყმა მას უფრო ეწყინა, ვიდრე ეტკინა. ტკივილის განცდის ფაქტი კი, აუცილებელია ქმედების ფიზიკურ ძალადობად კვალიფიკაციისათვის. რაც შეეხება თ. ხ-ის მიმართ მუქარის ჩადენას, აღნიშნული არ დასტურდება არცერთი წარმოდგენილი მტკიცებულებით. მხოლოდ მოწმე გ. ლ-ი აღნიშნავს, რომ თ. ხ-ან იცის თ. ხ-ის მხრიდან 2023 წლის 22 დეკემბერს მუქარის შესახებ, რასაც თავად არ შესწრებია. გასათვალისწინებელია, რომ მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, იგი საერთოდ არ საუბრობს მის მიმართ თ. ხ-ის მხრიდან მუქარაზე.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია უტყუარი მტკიცებულების საკმარისი ერთობლიობა, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი, ადასტურებდეს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და დაარწმუნოს ნეიტრალური, ობიექტური პირი, რომ სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ და თ. ხ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2023 წლის იანვრის ეპიზოდი) და 111,151-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

20. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, თ. ხ-მა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე - 2024 წლის 1 ივლისამდე - ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე