3კ-919-02 30 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინიდან წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. კ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. დ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ არის აღსრულებული. Qქ. ბათუმში, ... მდებარე სამოთახიანი ბინა ირიცხება ზ. კ.-ის მამის, ი. კ.-ის, სახელზე.
ვ. დ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. კ.-ის სახელზე რიცხული ბინიდან ზ. კ.-ის კუთვნილი წილის გამოყოფის შესახებ ამ ქონებიდან ვალის დაფარვის მიზნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ბინა იყო კოოპერატიული და მისი პრივატიზაციის შედეგად ზ. კ.-ე არ გამხდარა ი. კ.-ის თანამესაკუთრე. Gგადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ.-მ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ვ. დ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ზ. კ.-ს მიღებული აქვს მონაწილეობა ბინის პრივატიზებაში და წარმოადგენს ამ ბინის თანამესაკუთრეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ზ. კ.-ს ვ. დ.-ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 4000 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც არ არის აღსასრულებელი.
ქ. ბათუმში, ... მდებარე სამოთახიანი ბინა ეკუთვნოდა ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრს. ი. კ.-ის სახელზე Aაღნიშნული ბინა პრივატიზირებულ იქნა 1994წ. 30 დეკემბერს და ქ. ბათუმის მერიის ტექ-ინვენტარიზაციის ბიუროში მესაკუთრედ აღირიცხა ი. კ.-ე. ამ უკანასკნელის შვილი ზ. კ.-ე არასოდეს ყოფილა ¹... საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის წევრი.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 5 ივლისის ¹519 დადგენილების საფუძველზე კოოპერატივის წევრები გათავისუფლდნენ სახელმწიფო სესხის გადახდის ვალდებულებისაგან. მათ უსასყიდლოდ გადაეცათ დაკავებული ბინები და ჩაითვალნენ ამ ბინების მესაკუთრეებად.
არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს კოოპერატიული ბინის პრივატიზაციისას მეპაიის ოჯახის წევრისათვის ამ ბინის ნაწილზე საკუთრების უფლების გადაცემას.
ასეთ პირობებში, სწორად იქნა უარყოფილი კასატორის მოთხოვნა ი. კ.-ის კუთვნილი ბინიდან ზ. კ.-ისთვის საკუთრების უფლებით წილის გამოყოფის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. დ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.