Facebook Twitter

საქმე # 200100123007854372

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1072აპ-24 ქ. თბილისი

თ. გ. 1072აპ-24 26 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. თ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

4. გ. თ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე;

5. გ.თ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე გ. თ-ს 1/6-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 3 თვით;

6. გ. თ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2023 წლის 30 აგვისტოდან.

7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გ. თ-ს მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი – 3 თვით, შემდეგი პირობებით:

7.1. გ. თ-ს (დაბადებულის 1… წლის 1.., პირადი №0…, რეგისტრირებულს და ფაქტობრივად მცხოვრებს თ. რაიონის სოფელ რ-ში) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს დაზარალებული თ. თ. (დაბადებული 1.. წლის 3.., პ/ნ 1.., ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ., კ, ბინა N-).

7.2. გ. თ-ს აეკრძალოს თ. თ-თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება;

7.3. გ. თ-ს აეკრძალოს თ. თ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

7.4. გ. თ-ს აეკრძალოს იარაღით (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;

7.5. გ. თ-ს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

7.6. გ. თ-ს დამცავი ორდერის ვადა აეთვალოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან;

7.7. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი