საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1132აპ-24 14 ნოემბერი, 2024 წელი
ა-ი ა.,1132აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე
სხდომის მდივნის – გიორგი შალამბერიძის,
პროკურორ _ მორის ჩუბინიძის,
ადვოკატ – კ. ჩ-ის,
მსჯავრდებულების _ ო. ს. ო-ს, ე. მ. ო-ს, ა. ა-ის, რ. კ-ისა და ი. ნ-ის,
თარჯიმან – ე. თ-ის
მონაწილეობით განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის, მსჯავრდებულების – ა. ა-ის, რ. კ-ისა და ი. ნ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის, მსჯავრდებულების – ო. ს. ო-სა და ე. მ. ო-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. მ. ო-ს - ა. ა-ს- რ. კ-ს - - ი. ნ-ს - ბრალად დაედოთ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; გამოძალვა, ე.ი. სხვისი დიდი ოდენობით ქონების გადაცემის მოთხოვნა, ჯგუფურად, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ხოლო ო. ს. ო-ს - – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; გამოძალვა, ე.ი. სხვისი დიდი ოდენობით ქონების გადაცემის მოთხოვნა, ჯგუფურად, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა; ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 8 აპრილს, დაახლოებით, 04:30 საათზე, კ-ი, ე. ს. ო-ს საქონლის სადგომში მდებარე ოთახში, ო. ს. ო-მ, ა. ა-მა, ე. მ. ო-მ, რ. კ-მა და ი. ნ-მა, წინასწარი შეთანხმებით, გამოძალვის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ე. ს. ო-ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება – თოკისა და ღვედის გამოყენებით შეუკრეს ხელ-ფეხი, ხელებითა და ღვედით თავსა და ტანზე აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და სთხოვდნენ თ----დან შემოტანილი, დაახლოებით, 75990 ლარად ღირებული ოქროს ნაკეთობების გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ მოკვლით, რა დროსაც ე. ს. ო-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ო. ს. ო-მ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულს ხელიდან გასტაცა „აიფონ 12“ მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც მიაყენა 2000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
ო. ს. ო- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
ე. მ. ო-, ა. ა-ი, რ. კ-ი და ი. ნ-ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ო. ს. ო- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ო. ს. ო-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ე. მ. ო-, ა. ა-ი, რ. კ-ი და ი. ნ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7-7 წლით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს: ო. ს. ო-ს, ა. ა-ს, რ. კ-სა და ი. ნ-ს სასჯელი აეთვალათ 2023 წლის 9 აპრილიდან, ხოლო ე. მ. ო-ს – იმავე წლის 8 აპრილიდან.
4. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2023 წლის 8 აპრილს, დაახლოებით, 04:30 საათზე, კ-----–ი, ე. ს. ო-ს საქონლის სადგომში მდებარე ოთახში, ო. ს. ო-მ, ა. ა-მა, ე. მ. ო-მ, რ. კ-მა და ი. ნ-მა, წინასწარი შეთანხმებით, თვითნებობის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ე. ს. ო-ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება – თოკისა და ღვედის გამოყენებით შეუკრეს ხელ-ფეხი, ხელებითა და ღვედით თავსა და ტანზე აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და სთხოვდნენ ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების – თ--დან შემოტანილი, დაახლოებით, 75990 ლარად ღირებული ოქროს ნაკეთობების გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ მოკვლით, რა დროსაც ე. ს. ო-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ო. ს. ო-მ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულს ხელიდან გასტაცა „აიფონ 12“ მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც მიაყენა 2000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. მ-მა და მ. ჩ-მა – მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ო. ს. ო-ს, ე. მ. ო-ს, ა. ა-ის, რ. კ-ისა და ი. ნ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო პროკურორმა ოთარ დოხნაძემ – გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულთა დამნაშავეებად ცნობა ბრალდების შესახებ დადგენილებებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მათთვის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელების განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ოთარ დოხნაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულების – ო. ს. ო-ს, ე. მ. ო-ს, ა. ა-ის, რ. კ-ისა და ი. ნ-ის – დამნაშავეებად ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილებებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მათთვის კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.
8. მსჯავრდებულების – ა. ა-ის, რ. კ-ისა და ი. ნ-ის –ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ჩ-ე და მსჯავრდებულების – ო. ს. ო-სა და ე. მ. ო-ს – ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ჩ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ივლისის განაჩენის, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმებასა და მსჯავრდებულთა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველყოფას.
9. 2024 წლის 30 ოქტომბერს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულებისა და მოსალოდნელი სასჯელების სიმძიმე, დანაშაულთა ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, მსჯავრდებულების საზოგადოებრივი საშიშროება და პიროვნული მახასიათებლები, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა: ო. ს. ო-მ, ე. მ. ო-მ, ა. ა-მა, რ. კ-მა და ი. ნ-მა სრულად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულებსა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილს შორის, მსჯავრდებულთა ადვოკატის მონაწილეობით, წერილობით გააფორმა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
10. 2024 წლის 4 ნოემბერს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა შუამდგომლობებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულებს: ო. ს. ო-ს, ე. მ. ო-ს, ა. ა-ს, რ. კ-სა და ი. ნ-ს შორის, მათი ადვოკატის მონაწილეობით, 2024 წლის 30 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ:
ა. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 წელი, ხოლო 5 წელი – ჩაეთვალოს პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი; 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ა. ა-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 წელი, ხოლო 5 წელი – სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი.
ი. ნ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 წელი, ხოლო 5 წელი – ჩაეთვალოს პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი; 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ი. ნ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 წელი, ხოლო 5 წელი – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი.
ე. მ. ო- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 წელი, ხოლო 5 წელი – ჩაეთვალოს პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი; 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 3-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ე. მ. ო-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 წელი, ხოლო 5 წელი – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი.
რ. კ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 წელი, ხოლო 5 წელი – ჩაეთვალოს პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი; 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ რ. კ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 წელი, ხოლო 5 წელი – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი.
ო. ს. ო- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 წელი, ხოლო 5 წელი – ჩაეთვალოს პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი; 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად; 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ო. ს. ო-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 წელი, ხოლო 5 წელი – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი.
11. სასამართლო სხდომაზე, საკასაციო საჩივრის განხილვის დროს, მსჯავრდებულებმა: ო. ს. ო-მ, ე. მ. ო-მ, ა. ა-მა, რ. კ-მა და ი. ნ-მა აღიარეს მათთვის მსჯავრად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა და ითხოვეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რასაც დაეთანხმა მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ჩ-ე.
12. 2024 წლის 14 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მორის ჩუბინიძემ, მსჯავრდებულებმა – ო. ს. ო-მ, ე. მ. ო-მ, ა. ა-მა, რ. კ-მა და ი. ნ-მა – და მათმა ადვოკატმა კ. ჩ-ემ.
13. ამასთან, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა საკასაციო საჩივრებთან მიმართებით დააზუსტეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული ადვოკატების – კ. ჩ-ისა და რ. ჩ-ის, ასევე – პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობები და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ია მეფარიშვილსა და მსჯავრდებულებს: ო. ს. ო-ს, ე. მ. ო-ს, ა. ა-ს, რ. კ-სა და ი. ნ-ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, განიხილა შუამდგომლობათა დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მოწმეების – ე. ს. ო-ს, გ. კ-ის, ე.კ-ის, ა. ა-ის, ე. მ. ო-ს, რ. კ-ის, ი. ნ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებითა და ამოღებული ნივთებით, ამოღების ოქმებითა და ამოღებული ნივთებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და ვიდეოჩანაწერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვიდეოსათვალთვალო კამერების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით ო. ს. ო-ს, ე. მ. ო-ს, ა. ა-ის, რ. კ-ისა და ი. ნ-ის მიმართ მსჯავრად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულების: ო. ს. ო-ს, ე. მ. ო-ს, ა. ა-ის, რ. კ-ისა და ი. ნ-ის – მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მათ არ შეზღუდვიათ უფლება, მიეღოთ იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებენ ბრალს და ეთანხმებიან პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებულები ასევე აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულებისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი უფლებები; ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მათ არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულთა პიროვნებასა და მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მოტივს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც, არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის შუამდგომლობები მსჯავრდებულების: ო. ს. ო-ს, ე. მ. ო-ს, ა. ა-ის, რ. კ-ისა და ი. ნ-ის – მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს კასატორების – მსჯავრდებულების: ა. ა-ის, რ. კ-ისა და ი. ნ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ისა და მსჯავრდებულების: ო. ს. ო-სა და ე. მ. ო-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ის, ასევე – პროკურორ მორის ჩუბინიძის მოთხოვნებს სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრების განუხილველად დატოვებისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის, ასევე –მსჯავრდებულების: ა. ა-ის, რ. კ-ისა და ი. ნ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ისა და მსჯავრდებულების: ო. ს. ო-სა და ე. მ. ო-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველი;
2. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
3. დამტკიცდეს პროკურორ ია მეფარიშვილსა და მსჯავრდებულ ა. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
ა. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წელი, ხოლო 5 (ხუთი) წელი – სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ა. ა-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 5 (ხუთი) წელი – სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე საგამოცდო ვადით;
მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
4. დამტკიცდეს პროკურორ ია მეფარიშვილსა და მსჯავრდებულ ი. ნ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
ი. ნ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წელი, ხოლო 5 (ხუთი) წელი – სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ი. ნ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 5 (ხუთი) წელი – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
5. დამტკიცდეს პროკურორ ია მეფარიშვილსა და მსჯავრდებულ ე. მ. ო-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
ე. მ. ო- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წელი, ხოლო 5 (ხუთი) წელი – ჩაეთვალოს პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ე. მ. ო-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 5 (ხუთი) წელი – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
6. დამტკიცდეს პროკურორ ია მეფარიშვილსა და მსჯავრდებულ რ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
რ. კ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წელი, ხოლო 5 (ხუთი) წელი – ჩაეთვალოს პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ რ. კ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 5 (ხუთი) წელი – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.
7. დამტკიცდეს პროკურორ ია მეფარიშვილსა და მსჯავრდებულ ო. ს. ო-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
ო. ს. ო- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წელი, ხოლო 5 (ხუთი) წელი – ჩაეთვალოს პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ო. ს. ო-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 5 (ხუთი) წელი – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
8. მსჯავრდებულ ე. მ. ო-ს სასჯელი აეთვალოს 2023 წლის 8 აპრილიდან, ხოლო მსჯავრდებულებს: ო. ს. ო-ს, ა. ა-ს, რ. კ-სა და ი. ნ-ს – 2023 წლის 9 აპრილიდან;
9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ო. ს. ო-ს, ე. მ. ო-ს, ა. ა-ის, რ. კ-ისა და ი. ნ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
10. ნივთიერი მტკიცებულებები: ავტომანქანები – „ფორდ ტრანზიტი“ და „ოპელი“, ლითონის სამკაული, სიგარეტი, სანთებელა, ფული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონები – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; სუნის, ხელის ანაწმენდების, ფრჩხილების, სისხლის, ნერწყვის, ქსოვილის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, სიგარეტის ნამწვი, ერთჯერადი ჭიქა, ღვედი – განადგურდეს დადგენილი წესით, ხოლო ელექტრონული დისკები და მეხსიერების ბარათი – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ნ. სანდოძე