საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1261-24 18 ნოემბერი, 2024 წელი
ხ. ლ., 1261-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ხ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენით ლ. ხ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 12 ივლისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
3. 2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ლ. ხ-ის პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ. ხ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა – და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 12 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ხ-მა და მისმა ადვოკატმა თ. გ-ემ საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები აღნიშნავენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ. ხ-ის მიმართ სრული მოცულობით არ გაავრცელა ამნისტიით დადგენილი შეღავათები და, საქმის ყველა გარემოების გულდასმით შესწავლის შემდეგ, ითხოვენ მსჯავრდებულის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით დანიშნული სასჯელი.
3. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებული ლ. ხ-ი დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის არმქონე. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება (რომლითაც ლ. ხ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. ხ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე