Facebook Twitter

საქმე # 330141224010145277

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№-1361-24 21 ნოემბერი, 2024 წელი

ბ. მ.1361-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ა–მის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით: მ. ბ–ს – პ/ნ ............, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.2. საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

1.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

1.5. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;

1.6. საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, 10 წლით ჩამოერთვა: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება.;

1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ. ბ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 10 წლით ჩამოერთვა: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;

1.8. მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 29 იანვრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

3.1. მ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 17 იანვრის ეპიზოდი);

3.2. მ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2022 წლის 12 იანვრისა და 24 იანვარის ძალადობის ეპიზოდები);

3.3. მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი);

3.4. მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით (2022 წლის 24 იანვრის ეპიზოდი);

3.5. მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.6. მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

3.7. მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 თვით;

3.8. მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

3.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ბ–(ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

3.10. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მ. ბ–ს 10 წლით ჩამოერთვა:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/ სასწავლო/ სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;

3.11. მსჯავრდებულ მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 29 იანვრიდან.

4. 2024 წლის 4 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ბ–ს პირადი საქმე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით: მსჯავრდებულ მ. ბ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ბ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ა–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ კრძალავს ამნისტიის გავრცელებას საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

7. მსჯავრდებულ მ. ბ–ს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2024 წლის 19 ნოემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ბ–ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

4. სასამართლო ითვალისწინებს, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 126​1-ე მუხლის პირველი ნაწილით ან საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

5. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულების: თ. მ–სა (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და გ. მ–ს (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი) განცხადებებს, რომლითაც ისინი უარს ამბობენ მ. ბ–ს მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

6. შესაბამისად, მ. ბ–სათვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხული დანაშაულებისათვის განსაზღვრულ სასჯელზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.

7. სასამართლო ითვალისწინებს, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა – 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს – 5 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.

9. სასამართლო ითვალისწინებს, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

9.1. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია მ. ბ–ს თანხმობა, მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.

10. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა –1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა –1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა მათ შორის, ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებას არ შეიცავს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები და მე-7 მუხლი. შესაბამისად, მის მიმართ, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გასავრცელებლად უნდა შეფასდეს მ. ბ–ი აკმაყოფილებს თუ არა ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული – თ. მ–ი უარს ამბობს მ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მ. ბ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი- 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შეამციროს.

15. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის XXII თავით.

15.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის XXII თავი არის – დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, რომელიც თავის თავში მოიცავს მათ შორის საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – გარყვნილ ქმედებას. შესაბამისად, მ. ბ–სათვის საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება.

15.2. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

16. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ბ–ს საბოლოო სასჯელი დანიშნული აქვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი შთანთქავს მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებულ სასჯელებს. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, აღნიშნულ ეპიზოდებში სასჯელის შემცირებასთან ერთად, სავალდებულოა შემცირებული ვადით (3 თვით) დამცავი ორდერის გამოცემა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში, მოცემულ შემთხვევაში, ამნისტიის აქტის გამოყენება პრაქტიკულად გამოიწვევს მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმებას, რადგან აღნიშნული სასჯელები შთანთქმულია საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის მიერ და დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში მსჯავრდებულს დაეკისრება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ დამატებით – 3 თვის ვადით დამცავი ორდერის პირობების შესრულება. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება N731-24), ამნისტიის აქტის მიზანსა და დანიშნულებას(ჰუმანიზმის პრინციპი). შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოსცეს მ. ბ–ს მიმართ დამცავი ორდერი.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ა–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ბ–ს ადვოკატ მ. ა–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს:

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1.მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელის ზომად განესაზღვროს – 5 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.5. მ. ბ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე – 2 წლით თავისუფლების აღკვეთასა და საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე – 8 წლით თავისუფლების აღკვეთაზე ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ გავრცელდა;

3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ. ბ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. მსჯავრდებულ მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 29 იანვრიდან;

3.8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი