3კ-967-02 20 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: მიუღებელი ხელფასების, პრემიების, გამოსასვლელი დახმარებებისა და კომპენსაციის თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. დ.-ი, დ. ბ.-ე, ე. კ.-ე, ნ. ა.-ე, თ. ბ.-ა, მ. ფ.-ე, ჯ. კ.-ე, დ. ბ.-ე, რ. ვ.-ე, გ. კ.-ე, ო. წ.-ე, ნ. ლ.-ი, ჯ. ლ.-ი, ზ. ლ.-ე, თ. ფ.-ე, გ. ღ.-ე, თ. მ.-ე, ზ. კ.-ე, ს. კ.-ე, გ. მ.-ი, გ. მ.-ე, პ. მ.-ე, მ. ს.-ე, ლ. ქ.-ე, გ. შ.-ე, ვ. ჩ.-ე, კ. ც.-ე, ვ. მ.-ე, რ. გ.-ე, ზ. გ.-ი, გ. ფ.-ა, ჯ. ბ.-ე, ნ. მ.-ე, ჯ. ლ.-ე, დ. გ.-ე, ვ. გ.-ე, დ. რ.-ე და დ. დ.-ე საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 აპრილის ¹ 162 ბრძანებულების საფუძველზე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის გაუქმებასთან დაკავშირებით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლით, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. მათ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის და თნამოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ მიუღებელი ხელფასების, პრემიების, გამოსასვლელი დახმარებებისა და კომპენსაციის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის და სხვა საბიუჯეტო თანხების გადახდა შემდეგი ოდენობით: გ. დ.-ის სასარგებლოდ _ 1132,86 ლარი, დ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 907,25 ლარი, ე. კ.-ის სასარგებლოდ _ 1034,05 ლარი, ნ. ა.-ის სასარგებლოდ _ 777,54 ლარი, თ. ბ.-ს სასარგებლოდ _ 922,02 ლარი, მ. ფ.-ის სასარგებლოდ _ 939,50 ლარი, ჯ. კ.-ის სასარგებლოდ _ 553,86 ლარი, დ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 1037,85 ლარი, რ. ვ.-ის სასარგებლოდ _ 994,65 ლარი, გ. კ.-ის სასარგებლოდ _ 1038,58 ლარი, ო. წ.-ის სასარგებლოდ _ 707,00 ლარი, ნ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 1240,53 ლარი, ზ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 1195,62 ლარი, თ. ფ.-ის სასარგებლოდ _ 1042,39 ლარი, გ. ღ.-ის სასარგებლოდ _ 1190,37 ლარი, თ. მ.-ის სასარგებლოდ _ 973,93 ლარი, ზ. კ.-ის სასარგებლოდ _ 407,56 ლარი, ს. კ.-ის სასარგებლოდ _ 909,55 ლარი, გ. მ.-ის სასარგებლოდ _ 1006,86 ლარი, გ. მ.-ის სასარგებლოდ _ 1028,68 ლარი, პ. ნ.-ის სასარგებლოდ _ 1114,50 ლარი, მ. ს.-ის სასარგებლოდ _ 1119,82 ლარი, ჯ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 410,46 ლარი, ლ. ქ.-ის სასარგებლოდ _ 1104 ლარი, გ. შ.-ის სასარგებლოდ _ 580,46 ლარი, ვ. ჩ.-ის სასარგებლოდ _ 967,76 ლარი, კ. ც.-ის სასარგებლოდ _ 940,64 ლარი, ვ. მ.-ის სასარგებლოდ _ 569,76 ლარი, რ. გ.-ის სასარგებლოდ _ 404,04 ლარი, ზ. გ.-ის სასარგებლოდ _ 478,01 ლარი, გ. ფ.-ს სასარგებლოდ _ 442,71 ლარი, ჯ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 1046,79 ლარი, ნ. მ.-ის სასარგებლოდ _ 553,31 ლარი, ჯ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 1100,63 ლარი, მ. ც.-ის სასარგებლოდ _ 722,12 ლარი, დ. გ.-ის სასარგებლოდ _ 405,66 ლარი, დ. რ.-ის სასარგებლოდ _ 803,96 ლარი, დ. დ.-ის სასარგებლოდ _ 775,23 ლარი. დაკისრებული თანხის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე ჩარიცხვა დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2002წ. 5 ივნისს მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჩივარი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო. Uუცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მისი გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების მოთხოვნით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 აპრილის ¹162 ბრძანებულების საფუძველზე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის გაუქმებასთან დაკავშირებით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლით, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. მათ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ.ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის და თანამოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოითხოვეს მიუღებელი ხელფასების, პრემიების, გამოსასვლელი დახმარებებისა და კომპენსაციის თანხის დაკისრება.
ამჟამად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონის შესაბამისი ნორმა.
2002წ. 10 მაისიდან გაუქმდა “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის “ჟ”1 ქვეპუნქტი და სამინისტროთა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. საგადასახადო დეპარტამენტი ამჟამად ფუნქციონირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას მოპასუხედ მითითებული იყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია; სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენდა.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება. მოცემულ დავაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და ამდენად იგი არის ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის ამავე პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების გნხორციელების თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ადმინისტრაციული გარიგება _ საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება განახორციელოს კონკრეტული ქმედება კერძოდ, აანაზღაუროს მიუღებელი ხელფასები, პრემიები, გამოსასვლელი დახმარება და კომპენსაცია, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება და იგი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით; ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა, ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.