საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №65I -24 თბილისი
ბ-ი (ც-ე) ა., 65I -24 7 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ის (ც-ე) საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. ბ-ის (ც-ე) პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით ა. ბ-ი, -, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ბ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის დადგენის დღიდან – 2024 წლის 13 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა ამ საქმეზე პატიმრობის დრო – 2023 წლის 17 ნოემბრიდან 2024 წლის 13 თებერვლამდე და წინა საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენი) პატიმრობის დრო – 2023 წლის 23 სექტემბრიდან 2023 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით: მსჯავრდებულ ა. ბ-ს (ც-ე) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ბ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით განსაზღვრულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს (ც-ე) განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის დადგენის დღიდან – 2024 წლის 13 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა ამ საქმეზე პატიმრობის დრო – 2023 წლის 17 ნოემბრიდან 2024 წლის 13 თებერვლამდე და წინა საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენი) პატიმრობის დრო – 2023 წლის 23 სექტემბრიდან 2023 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – ა. ბ-მა (ც-ე), რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, მის მიმართ შეფარდებული სასჯელის განახევრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია; ხოლო მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა) ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია (სასჯელის 1/6-ით შემცირება) გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულ ნ. ბ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ა. ბ-ის (ც-ე) მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შესახებ, ასევე წარმოდგენილია მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ბ-ის (ც-ე) მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია, კერძოდ: ა. ბ-ს (ც-ე) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, უნდა გაუნახევრდეს; ხოლო, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია (სასჯელის განახევრება) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე არ ვრცელდება, ა. ბ-ს (ც-ე) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.
5. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილია მსჯავრდებულ ა. ბ-ის (ც-ე) თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, რასაც ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა. ბ-ის (ც-ე) მიმართ არ უნდა გამოიცეს „ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დამცავი ორდერი, ვინაიდან: თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ბ-ს (ც-ე) სასჯელი შეუმცირა, მაგრამ არ გამოსცა დამცავი ორდერი; ამასთან, წარმოდგენილია მხოლოდ მსჯავრდებულის საჩივარი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს იხილავს საჩივრის ფარგლებში, ასევე, ამავე კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს, მიიღოს მსჯავრდებულისათვის არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავს მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების საკითხს, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიღებულია ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ბ-ის (ც-ე) მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ბ-ის (ც-ე) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს:
2.1. ა. ბ-ს (ც-ე) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – გაუნახევრდეს და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ა. ბ-ს (ც-ე) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა შთანთქას ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ბ-ს განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა და ამ განჩინებით ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს (ც-ე) განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.5. მსჯავრდებულ ა. ბ-ს (ც-ე) სასჯელის ვადა აეთვალოს 2024 წლის 13 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალოს: მოცემულ საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენი) პატიმრობის დრო – 2023 წლის 17 ნოემბრიდან 2024 წლის 13 თებერვლამდე და წინა საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენი) პატიმრობის დრო – 2023 წლის 23 სექტემბრიდან 2023 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენის დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე