საქმე # 210141124010120982
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№711-24 8 ნოემბერი, 2024 წელი
ნ. გ. 711-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ–ს საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
1.1. გ. ნ–ი – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.2. გ. ნ–ი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 21 სექტემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. ნ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი.
4. 2024 წლის 1 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ნ–ს პირადი საქმე.
5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ წერილობით ეცნობა დაზარალებულ გ. ნ–სს ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების სამართლებრივი საფუძვლები.
5.1. 2024 წლის 8 ოქტომბერს, დაზარალებულმა გ. ნ–სმა (პ/ნ. ..........., დაბ..... წელი) სიღნაღის რაიონული სასამართლოს წინაშე, წერილობით უარი განაცხადა მსჯავრდებულ გ. ნ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე.
6. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით: მსჯავრდებულ გ. ნ–ს მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ. გ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას და გ. ნ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებას.
7.1. ადვოკატ თ. გ–ს საჩივარს ერთვის დაზარალებულ გ. ნ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც, მას, როგორც დაზარალებულს გ. ნ–ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (გ. ნ–მა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2022 წლის 19 სექტემბერს).
3. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
4. სასამართლო ითვალისწინებს ადვოკატ თ. გ–ს მიერ წარმოდგენილ დაზარალებულ გ. ნ–სის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რომლის თანახმად, მას, როგორც დაზარალებულს გ. ნ–ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
5. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ნ–ი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას იყო ნასამართლობის არ მქონე.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა გაუნახევრდეს და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს;
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენში (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18 იანვრის განაჩენით) შევიდეს ცვლილება:
3.1. გ. ნ–ს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 21 სექტემბრიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე