საქმე N 330141224010121486
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №741-24 13 ნოემბერი, 2024 წელი
ო–ა ა., N741-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ო–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, მსჯავრდებულ ა. ო–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ა. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 მარტის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 20 მარტის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა. ო–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული და 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით და 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის - ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 750 ლარი და საბოლოოდ, ა. ო–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 ლარი.
მსჯავრდებულ ა. ო–ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 20 მარტიდან - 2016 წლის 13 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, აღნიშნულ ვადაში ასევე ჩაეთვალოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის სტაციონარში - სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ–ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოფნის პერიოდი.
ა. ო–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად, 6 თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენით ა. ო–მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით, 9 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა. ო–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 11 ნოემბრიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ა. ო–მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 წლით, 6 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა. ო–ს სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ო–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან – 2021 წლის 27 ოქტომბრიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისი საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინებით ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. ამნიტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ო–ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ა. ო–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ა. ო–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე, არ გავრცელდა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი.
საბოლოოდ, ა. ო–ს განესაზღვრა 8 წლით, 9 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრით მომართა მსჯავრდებულმა ა. ო–მ, რომელმაც მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
3. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ა. ო–მ რამდენჯერმეა ნასამართლევი და სხვადასხვა დროს სასჯელი დანიშნული აქვს, როგორც სასჯელთა შთანთქმის, ასევე სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თითოეულ განაჩენთან მიმართებით დამოუკიდებლად იმსჯელოს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
4. განსახილველ შემთხვევაში, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი უნდა გავრცელდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი) დანიშნულ სასჯელებზე, კერძოდ:
ა. ო–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 20 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით).
ა. ო–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე – 12 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, არ უნდა გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ა. ო–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები ამნისტიის კანონის გამოყენებით შემცირდა, თუმცა ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდა, საბოლოოდ სასჯელი, კი დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, დანიშნულია სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ა. ო–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით მოსახდელი სასჯელის საერთო მოცულობა არ შეცვლილა.
6. ა. ო–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. ამასთან, ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე, არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება და ა. ო–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით, საბოლოო სასჯელი დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს – 7 წლით, 6 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთას უნდა დაემატოს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემცირებული სასჯელი – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ა. ო–ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლით, 9 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა. ო–ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს – 2021 წლის 27 ოქტომბრიდან.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ო–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ო–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;
3. მსჯავრდებულ ა. ო–ს მიმართ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
4. მსჯავრდებულ ა. ო–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთ მეექვსედით და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 20 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთ მეექვსედით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით).
5. მსჯავრდებულ ა. ო–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე (12 წლით თავისუფლების აღკვეთა) არ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, ა. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. მსჯავრდებულ ა. ო–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 წლით, 6 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა. ო–ს განესაზღვროს 8 წლით, 9 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა. ო–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს – 2021 წლის 27 ოქტომბრიდან.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენი (რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი) დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი.
8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამნიტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ო–ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
9. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე