Facebook Twitter
3კ-1112-01

3კ-1112-01 30 დეკემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ქ. გაბელაია (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: პატენტით დაცული გამოგონებებით უკანონო სარგებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, საავტორო ჰონორარის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

გამომგონებელმა ზ. ბ.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე სს “ს.-ს” მიმართ ¹... გამოგონების გამოყენების აკრძალვის და ჯარიმის სახით – მოპასუხეზე 10000 ლარის დაკისრების შესახებ.

სასამართლოში სარჩელი შეიტანა პატენთმფლობელმა მ. ბ.-მაც. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სახელმწიფო საწარმომ ...-ს ¹... ჩაის ფაბრიკამ 1994წ. 4 აპრილის ხელშეკრულებით მიიღო ¹... პატენტით დაცული გამოგონების 2014 წლამდე გამოყენების უფლება, იმ პირობით, რომ ყოველწლიურად გადაიხდიდა პატენტის გამოყენების საფასურს. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის გამო ...-ს ¹... ჩაის ფაბრიკის უფლებამონაცვლე მოპასუხე სს “ს.-ო” გახდა პატენტის უნებართვოდ გამომყენებელი. მ. ბ.-მ მოპასუხისაგან მოითხოვა პატენტის უნებართვო გამოყენებით მიყენებული ზიანის – 5000 ლარის ანაზღაურება, გამოგონების ავტორი – ზ. ბ.-ისთვის საავტორო ჯილდოს 5474 ლარის გადახდა და პატენტით დაცული გამოგონების გამოყენების აკრძალვა.

¹... პატენტის მფლობელმა მ. ბ.-მ და გამოგონების ავტორმა ზ. ბ.-მ სარჩელით მოითხოვეს მოპასუხეზე პატენტის უნებართვოდ გამოყენებისათვის 5000 ლარის და საავტორო ჯილდოს სახით პატენტით დაცული გამოგონების გამოყენების პერიოდში გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულების 2%-ის – 5474 ლარის დაკისრება და გამოგონების გამოყენების აკრძალვა.

დ. ს.-მ სს “ს.-ს” მიმართ აღძრულ სარჩელში მიუთითა, რომ სახელმწიფო საწარმო ...-ს ¹... ჩაის ფაბრიკამ 1994წ. 4 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით სამეცნიერო კვლევითი ფირმა “ბ. ი.-სგან” მიიღო ¹... (...) პატენტით დაცული გამოგონების 2004 წლამდე გამოყენების უფლება. ყოველწლიურად შესაბამისი საფასურის გადახდის პირობით ...-ს ¹... ჩაის ფაბრიკისა, და მისი უფლებამონაცვლე სს “ს.-ს” მიერ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის გამო მოპასუხე გახდა გამოგონების უნებართვო გამომყენებელი. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს აეკრძალოს ¹... (...) და ¹ ... პატენტებით დაცული გამოგონების გამოყენება. მასვე დაეკისროს პატენტის მფლობელის სასარგებლოდ 3000 ლარის, გამოგონების ავტორის ზ. ბ.-ის სასარგებლოდ საავტორო ჯილდოს 5474 ლარის გადახდა.

გამომგონებელმა ზ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა რომ მოპასუხე სს “ს.-ს” ¹ ... (...) პატენტის უნებართვოდ გამოყენებისთვის დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარი, აუკრძალოს სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე პატენტის გამოყენება, გადახდეს საავტორო ჯილდოს სახით პატენტის გამოყენების პერიოდში გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულების 2% – 5474 ლარი.

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო, და განმარტა, რომ პატენტით დაცული გამოგონებების აღწერილობები და სქემა სრულიად განსხვავდება 1994წ. 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენებული მოწყობილობებისაგან.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 1999წ. 17 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს “ს.-ს” დირექტორის დ.ჟ.-ის შუამდგომლობა აღნიშნული საქმეთა გაერთიანების და ერთ წარმოებად განხილვის შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 6 ივლისის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნები. სს “ს.-ს” პატენტით დაცულ გამოგონებათა უნებართვოდ გამოყენებისათვის პატენტმფლობელების: მ. ბ.-ის, მ. ბ.-ის და ზ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000-5000 ლარის, ხოლო დ. ს.-ს სასარგებლოდ _ 3000 ლარის გადახდა. ¹..., ¹..., ¹...(...) და ¹...(...) პატენტებით დაცულ გამოგონებათა ავტორის ნებართვის გარეშე გამოყენებისათვის მოპასუხეს ბ.-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 21896 ლარი.

ცალკე წარმოებად გამოიყო ზ. ბ.-ის სარჩელი ¹... პატენტით დაცული გამოგონების გამოყენების აკრძალვისა და 10000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სს “ს.-ს” გენერალური დირექტორი დ. ჟ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ფირმა “ბ. ი.-ს” და სს “ს.-ს” შორის 1994 წელს დადებული ხელშეკრულება ბათილად არის ცნობილი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რის შედეგადაც მხარეებს შორის შეწყდა ყოველგვარი სამართლებრივი ურთიერთობა; გადაწყვეტილებაში მითითებული თითოეული გამოგონების სამრეწველო ხაზით დანერგილი ნიმუშის მიმართ არ ჩატარებულა ტექნიკურ-საინჟინრო ექსპერტიზა; არასწორადაა გამოყენებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹302 დადგენილება, რადგან საქართველოს საპატენტო კანონის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად აღნიშნული კანონის ამოქმედებასთან ერთად ძალადაკარგულად ჩაითვალა ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

...-ს ¹... ჩაის ფაბრიკის პრივატიზების შედეგად ჩამოყალიბდა სს “ს.-ო”, რომელიც 1996წ. 2 დეკემბერს გატარდა რეგისტრაციაში.

ზ. ბ.-ის პატენტით დაცული გამოგონებები ...-ს ¹... ჩაის ფაბრიკაში დაინერგა 1984-1987 წლებში. 1984 წელს ...-ს ¹... ჩაის ფაბრიკის დამახარისხებელ საამქროში დანერგილ იქნა ¹... პატენტით დაცული გამოგონება _ ბაიხის ჩაის ნახევარფაბრიკატის დამახარისხებელი დანადგარი. ამ გამოგონების ავტორია ზ. ბ.-ი, ხოლო პატენტმფლობელი _ მ. ბ.-ი. გამოგონების გამოყენების მესამეწ. შედეგების ეკონომიური ეფექტიდან გამომდინარე 1987 წელს ზ. ბ.-ზე გაიცა საავტორო ჯილდო 4.036 მანეთი.

¹... პატენტით დაცულ “ჩაის მჭრელმტეხი მოწყობილობას” ...-ს ჩაის ფაბრიკაში იყენებდნენ ჯერ კიდევ 1985 წლიდან, როგორც “ბაიხის ჩაის ნახევარ ფაბრიკატის დამახარისხებელი მანქანის” ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.

1994წ. 4 აპრილს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად დამტკიცებული სქემით არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ¹... პატენტით დაცული გამოგონება.

სსკ-ს 162-ე მუხლის თანახმად თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა.

მოცემულ საქმეზე მხარეებს პატენტით დაცულ ზ.ბ.-ის გამოგონებათა გამოყენებასთან დაკავშირებით მიცემული აქვთ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები. მიუხედავად ამისა სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ექსპერტიზის დანიშვნა.

საქართველოს საპატენტო კანონის 51-ე მუხლის თანახმად პატენტმფლობელის მიერ წლიური საფასურის გადაუხდელობა იწვევს პატენტის მოქმედების შეწყვეტას. სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი პატენტმფლობელებს ჰქონდათ თუ არა გადახდილი პატენტმფლობელობის საფასური.

საქართველოს საპატენტო კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად თუ რომელიმე პირი კეთილსინდისიერად სარგებლობდა გამოგონებით, სასარგებლო მოდელით ან სამრეწველო ნიმუშით ან განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები, მისი გამოყენებისათვის მას უფლება აქვს ინდივიდუალურად გამოიყენოს იგი პატენტის მოქმედების მიუხედავად. ამავე კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად ნებისმიერ პირს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე პატენტის ძალის დაკარგვის დღიდან მის აღდგენამდე კეთილსინდისიერად გამოიყენა გამოგონება, უფლება აქვს განაგრძოს მისი გამოყენება მეწარმეობისათვის. ამ უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საწარმოსთან ერთად (შემდგომი სარგებლობის უფლება).

კომპეტენტური უწყების _ “საქპატენტის” სპეტიალისტთა მეშვეობით არ არის გამორკვეული სს “ს.-ს” ჰქონდა თუ არა პატენტით დაცული გამოგონებების პატენტმფლობელის ნების გარეშე გამოყენების უფლება. სასამართლო კოლეგიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ს/ს “ს.-ს” რეგისტრაციის მომენტიდან 1996წ. 2 დეკემბრიდან გამოგონების გამოყენებაზე ესაჭიროებოდა პატენტმფლობელის ნებართვა, არ ემყარება მტკიცებულებებს.

მოპასუხეზე დაკისრებული თანხის გაანგარიშებისას სასამართლო დაეყრდნო 1994წ. 4 აპრილის ხელშეკრულებას, მაშინ როდესაც ეს ხელშეკრულება გაუქმებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოსატანად არ არსებობდა სსკ-ს 245-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. თხოვნით ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხარეებს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.

სასამართლო ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რადგან მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით შემოწმებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქციო საზოგადოება “ს.-ს” გენერალური დირექტორი დ. ჟ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 6 ივლისის ნაწილობრივი გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.