Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№811აპ-24 21 ნოემბერი, 2024 წელი

ხ-ი ს., 811აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული თავისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით ს. ხ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ხ-ს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 5 ივნისიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ს. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 2 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით კი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ხ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 5 ივნისიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ხ-ის ადვოკატმა მ. გ-მა.

4. 2024 წლის 20 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით ადვოკატი მ. გ-ი შუამდგომლობს, განუხილველად დარჩეს მისი საკასაციო საჩივარი (აღნიშნული შეთანხმებულია მსჯავრდებულ ს. ხ-თან).

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ს. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე