Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№815აპ-24 7 ნოემბერი, 2024 წელი

ჩ-ი გ., 815აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით გ. ჩ-ი - ნასამართლევი (2023 წლის 8 და 9 ოქტომბრის ეპიზოდების მდგომარეობით), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გ-----ში, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 8 ოქტომბრისა და იმავე წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდები), 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (2023 წლის ნოემბრის, 2024 წლის 2 იანვრისა და 2024 წლის 3 იანვრის ეპიზოდები) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ნოემბრის, 2024 წლის 2 იანვრისა და 2024 წლის 3 იანვრის ეპიზოდები) – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 8 ოქტომბერს, საღამოს საათებში, გ---ში მდებარე სახლში, პირველ სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ჩ-მა, არასრულწლოვანი გერის – ა. ლ-ის – თანდასწრებით, ორჯერ, ალუმინის ჯოხის მარცხენა ფეხში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა ა. ვ-ზე, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. გ. ჩ-ის ქმედების შედეგად ა. ვ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 9 ოქტომბერს, საღამოს საათებში, გ---ში მდებარე სახლში, მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ჩ-მა, არასრულწლოვანი გერის – ა. ლ-ის – თანდასწრებით, მუშტების შუბლის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა ა. ვ-ზე, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. გ. ჩ-ის ქმედების შედეგად ა. ვ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 9 ოქტომბერს, საღამოს საათებში, გ---ში მდებარე სახლში, მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ჩ-მა, არასრულწლოვანი გერის – ა. ლ-ის – თანდასწრებით, მუშტების შუბლის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა ა. ვ-ზე, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. გ. ჩ-ის ქმედების შედეგად ა. ვ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, შუადღეს, --ში მდებარე სახლში, პირველ სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, გ. ჩ-მა მარჯვენა ხელის მუშტის მარცხენა ლოყაზე დარტყმით ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ვ-აზე. გ. ჩ-ის ქმედების შედეგად ი. ვ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, შუადღეს, გ------ში მდებარე სახლში, პირველ სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, გ. ჩ-მა ჯერ ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ვ-აზე, შემდეგ კი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გ. ჩ-ის მუქარა ი. ვ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 02 იანვარს, დაახლოებით, 20:00 საათზე, გ------ში მდებარე სახლში, პირველ სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, გ. ჩ-მა მარჯვენა ხელის მუშტის მკერდის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ვ-აზე. გ. ჩ-ის ქმედების შედეგად ი. ვ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 02 იანვარს, დაახლოებით, 20:00 საათზე, გ----ში მდებარე სახლში, პირველ სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, გ. ჩ-მა ჯერ ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ვ-აზე, შემდეგ კი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გ. ჩ-ის მუქარა ი. ვ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 03 იანვარს, დაახლოებით, 22:20 საათზე, გ----ში მდებარე სახლში, პირველ სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, გ. ჩ-მა მუშტების ცხვირის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ლოგინზე წაქცევითა და წაქცეულზე მუშტების რამდენჯერმე ცხვირის და ერთხელ – ხელის – არეში დარტყმით, ზურგის არეში ხელის ძლიერად კვრისა და კარზე შეჯახებით ფიზიკურად იძალადა ა. ვ-ზე, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. რამდენიმე წუთში კი, იმავე სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელში, ხელის ცხვირ-პირზე ძლიერად მოჭერით იძალადა მასზე. გ. ჩ-ის ქმედებების შედეგად ა. ვ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 03 იანვარს, დაახლოებით, 22:35 საათზე, გ----ში მდებარე სახლში, გ. ჩ-მა ჯერ ფიზიკურად იძალადა ა. ვ-ზე, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, შემდეგ კი ხელი ცხვირ-პირზე ძლიერად მოუჭირა და უთხრა, რომ მოკლავდა. გ. ჩ-ის მუქარა ა. ვ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. აღნიშნული ქმედებებისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 8 ოქტომბრისა და იმავე წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდები) და მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და გ. ჩ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი; ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის ნოემბრისა და 2024 წლის 2 იანვრის ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ნოემბრის, 2024 წლის 2 იანვრისა და 2024 წლის 3 იანვრის ეპიზოდები) – 1-1 წლით, 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და გ. ჩ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 4 იანვრიდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორმა სალომე ქემაშვილმა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ჩ-ისათვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა – გ. ჩ-ისათვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი სალომე ქემაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, წარდგენილ ბრალდებაში გ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას და მისთვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ. ჩ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. ჩ-ის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ, მსჯავრდებულის აღიარებასთან ერთად, საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ი. ვ-ის, მოწმეების: თ. ხ-ის, მ. ლ-ის, თ. ს-ისა და ა. ო-ის ჩვენებები, მოწმეების: ა. ლ-ის, ა. ვ-ის, მ. ვ-ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ჩ-მა ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებები.

4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ადგენს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 170-დან 200 საათამდე, ან ორ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

7. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.

8. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, მის ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულთა ჩადენის მოტივი/მიზანი, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რაზე დაყრდნობითაც, მსჯავრდებულ გ. ჩ-ს ზემოჩამოთვლილი დანაშაულების ჩადენისათვის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა – შეუფარდეს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გ. ჩ-ისათვის დანიშნული სასჯელი (როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით) არ არის აშკარად ლმობიერი, კანონიერი და სამართლიანია, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.

9. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნახევრდება განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. ამავე ამნისტიის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამ მუხლის 1-ელი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის გამეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ – არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ – არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

11. როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან და პირადი საქმიდან ირკვევა, გ. ჩ-ი ასევე ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (4 ეპიზოდი) და თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და გ. ჩ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. ჩ-ის თანხმობა მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, თუმცა არ არის დაზარალებულების თანხმობა მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე. ამდენად, გ. ჩ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს როგორც გასაჩივრებული განაჩენით, ისე – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით – დანიშნული სასჯელები, ასევე – მის მიმართ გამოიცეს შემაკავებელი ორდერი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

გ. ჩ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 8 ოქტომბრის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 ნაწილის 1-ელი და მე-5 ნაწილების თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 ნაწილის 1-ელი და მე-5 ნაწილების თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი სასჯელი და გ. ჩ-ს განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ჩ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (4 ეპიზოდი) როგორც თითოეული ეპიზოდისათვის, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით – დანიშნული და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

ახლადდანიშნულმა სასჯელმა – 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა – და გ. ჩ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით;

გ. ჩ-ი ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 20 (ოცი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა – 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და გ. ჩ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

3. მსჯავრდებულ გ. ჩ-ს სასჯელი აეთვალოს 2024 წლის 4 იანვრიდან;

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ჩ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, გ. ჩ-ის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 4 (ოთხი) თვით, შემდეგი პირობებით:

გ. ჩ-ს -- აეკრძალოს მიახლოება იმ სახლთან, რომელშიც ცხოვრობენ:

ი. ვ-ა --

ა. ვ-ი --

გ. ჩ-ს აეკრძალოს ი. ვ-ასა და ა. ვ-თან, მათ სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ისინი იმყოფებიან;

გ. ჩ-ს აეკრძალოს ი. ვ-ასა და ა. ვ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

გ. ჩ-ს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;

გ. ჩ-ს აეკრძალოს იარაღით სარგებლობა;

6. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას;

7. დამცავ ორდერს მოქმედების ვადა აეთვალოს მსჯავრდებულ გ. ჩ-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე და ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე;

8. გ. ჩ-ს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე