საქმე # 210141124010127904
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№831-24 ქ. თბილისი
მ. გ. 831-24 15 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ–ის საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენით:
1.1. გ. მ–ი, – პირადი N..........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ. მ–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2020 წლის 17 დეკემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი.
4. 2024 წლის 2 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. მ–ის პირადი საქმე.
5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით:
5.1. მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, რომლის შესაბამისად:
5.2. მსჯავრდებულ გ. მ–ს ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ძირითადი სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის სახით განესაზღვრა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
5.3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩა უცვლელი.
6. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ–მა რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას და მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებით დანიშნული სასჯელის განახევრებას.
6.1. 2024 წლის 24 ოქტომბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. მ–ის განცხადება, რომელსაც ერთვოდა დაზარალებულ ვ. ჯ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება. დაზარალებულ ვ. ჯ–ს განცხადებაში მითითებულია, რომ მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანახმაა მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი, მათ შორის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (გ. მ–მა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2020 წლის 7 დეკემბერს).
3. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
4. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ გ. მ–ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლევი, ხოლო მეორეს მხრივ იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან ერთად (რომელზეც ვრცელდება ამნისტიის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი) გ. მ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და დანაშაულთა იდეალური ერთობლიობით განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი. შესაბამისად, დაზარალებულის თანხმობის მიუხედავად, მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.
5. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
6. შესაბამისად, გ. მ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სწორად შემცირდა 1/6-ით, რის შედეგადაც გ. მ–ის განესაზღვრა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ გ. მ–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. მ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი