Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№846აპ-24 5 ნოემბერი, 2024 წელი

პ-ი ნ., 846აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. პ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენით ნ. პ-ი, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის); გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ნ. პ-ი, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა, რომ კ. ფ-ს უფლება არ ჰქონდა, უარი ეთქვა მასთან ცოლქმულ თანაცხოვრებაზე, მივიდა ქ. ნ-- კორპუსში მდებარე ბ-ის მიმდებარედ და დაამყარა კომუნიკაცია არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ კ. ფ-თან, შემდეგ კი მასთან ერთად შევიდა კ. ფ-ის საცხოვრებელ ბინაში, რითაც არ შეასრულა მის მიმართ 2023 წლის 3 დეკემბერს გამოცემული №--- შემაკავებელი ორდერით დაკისრებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომელთა თანახმად, მას 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც მსხვერპლი – კ. ფ-ი – ცხოვრობდა, ასევე – მასთან დაემყარებინა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

· 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ნ. პ-ი, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ კ. ფ-ს უფლება არ ჰქონდა, უარი ეთქვა მასთან ცოლქმრულ თანაცხოვრებაზე, მივიდა ქ. ნ------ კორპუსში მდებარე ბ-ის მიმდებარედ და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ კ. ფ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, თუ სახლში არ შეუშვებდა, რის გამოც, კ. ფ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით, 10:00 საათზე, ნ. პ-ი, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ კ. ფ-ს უფლება არ ჰქონდა, უარი ეთქვა მასთან ცოლქმრულ თანაცხოვრებაზე, ქ. ნ------ კორპუსში მდებარე ბ--ში ყოფნისას, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ კ. ფ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ, თუ მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადებდა, ცოცხალს არ დატოვებდა, რის გამოც, კ. ფ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. აღნიშნული ქმედებისათვის ნ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 6 თვით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) – 1 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ. პ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენი; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი და 80 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და ნ. პ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 9 დეკემბრიდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. პ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ნ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ. პ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენით პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ასევე – 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან – 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და ნ. პ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 9 დეკემბრიდან.

5. კასატორები – მსჯავრდებული ნ. პ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. მ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ნ. პ-ისათვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

6. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი ნ. პ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ნ. პ-ისათვის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ნ. პ-ის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ, მსჯავრდებულის აღიარებასთან ერთად, საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: კ. ფ-ის განცხადება და მისი გამოკითხვის ოქმი, 2023 წლის 3 დეკემბრის №-- შემაკავებელი ორდერი, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენი და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მასალები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. პ-მა ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებები.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ნ. პ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაწესებული მოთხოვნები და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასჯელის საბოლოო სახისა და ზომის განსაზღვრისას კანონიერად და სამართლიანად გამოიყენა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი.

7. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. პ-ისათვის დანიშნული სასჯელი კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებულია. შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

8. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნახევრდება განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. ამავე ამნისტიის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის 1-ელი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის გამეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ამ მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ – არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილია ნ. პ-ის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი კ. ფ-ის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება ნ. პ-ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების თაობაზე, ასევე – მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ: ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ნ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) და, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნახევრდება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სასჯელი, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს ნ. პ--------ი იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით) ჩადენისათვის და სასამართლოში არ არის წარმოდგენილი იმ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის თანხმობა, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი შეღავათი სასჯელის განახევრების თაობაზე და მას ერთი მეექვსედით შეუმცირდება ბოლო განაჩენზე დამატებული სასჯელი – 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, თანახმად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილისა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ. პ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი, ასევე – მის მიმართ გამოიცეს შემაკავებელი ორდერი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. პ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

ნ. პ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 ნაწილის 1-ელი და მე-5 ნაწილების თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 ნაწილის 1-ელი და მე-4 ნაწილების თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 ნაწილის 1-ელი და მე-4 ნაწილების თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლით, 3 (სამი) თვითა და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ. პ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს 1 (ერთი) წლით, 3 (სამი) თვითა და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენით პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, ასევე – 100 (ასი) საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან – 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, დამატებული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 4 (ოთხი) თვითა და 5 (ხუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 1 (ერთი) წლით, 3 (სამი) თვითა და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთას – და ნ. პ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

3. მსჯავრდებულ ნ. პ-ს სასჯელი აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 9 დეკემბრიდან;

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ. პ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, ნ. პ-ის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 4 (ოთხი) თვით, შემდეგი პირობებით:

ნ. პ-ს --- აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც ცხოვრობს კ. ფ-ი ----

ნ. პ-ს აეკრძალოს კ. ფ-თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება;

ნ. პ-ს აეკრძალოს კ. ფ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ნ. პ-ს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;

ნ. პ-ს აეკრძალოს იარაღით სარგებლობა;

დამცავი ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას;

6. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედების ვადა აეთვალოს მსჯავრდებულ ნ. პ-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;

7. ნ. პ-ს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე