Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №92I -24 თბილისი

გ. ო., 92I -24 13 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ო. გ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ო. გ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 21 მაისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 23 მაისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ო. გ-ეს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 მარტის განაჩენით ო. გ-ისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. გ-ეს განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 27 მაისიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით: მსჯავრდებული ო. გ-ე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან. მასვე, აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა. მსჯავრდებულ ო. გ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელებზე ამნისტია არ გავრცელდა, ვინაიდან არ იყო წარდგენილი მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – ო. გ-ემ, რომელმაც წარმოადგინა თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის საფუძველზე, ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.

3. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია; ხოლო მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია (სასჯელის 1/6-ით შემცირება) გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ო. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება ვერ გავრცელდება, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს – 2024 წლის 21, 23 და 26 მაისს, ო. გ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 მარტის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პირს ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს, თუ იგი არ არის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი.

5. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება მსჯავრდებულ ო. გ-ის მიმართ ნასამართლობის გამო ვერ გავრცელდება, ამასთან, წარმოდგენილია მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ო. გ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტია და 1/6-ით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელები, ასევე, მის მიმართ უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი; გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ო. გ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე ნაწილობრივ დამატებული სასჯელის მოხდისაგან. მასვე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უნდა აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. გ-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს:

2.1. ო. გ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 21 მაისის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. ო. გ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 23 მაისის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. ო. გ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ო. გ-ეს განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს დაკავებიდან – 2024 წლის 27 მაისიდან;

2.5. მსჯავრდებული ო. გ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე ნაწილობრივ დამატებული სასჯელის – 3 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან;

2.6. მსჯავრდებული ო. გ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 მარტის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენის დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელად;

4. მსჯავრდებულ ო. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 3 თვით გამოიცეს დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:

4.1. ო. გ-ეს აეკრძალოს დაზარალებულთან – თავის მეუღლესთან – ნ. მ-თან, მის საცხოვრებელთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება;

4.2. ო. გ-ეს აეკრძალოს დაზარალებულთან – თავის შვილთან – ლ. გ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

4.3. ო. გ-ეს დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

5. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედების ვადა აეთვალოს მსჯავრდებულ ო. გ-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;

6. მსჯავრდებულ ო. გ-ის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე