Facebook Twitter

¹ბს-250-238(კ-06) 14 ნოემბერი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2005წ. 26 აგვისტოს ფოთის საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოშიმოპასუხე შპს «ა-ის” მიმართ, რომლითაც მოითხოვა შპს «ა-ის” დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.

საქმის გარემოებები:

ფოთის საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელად რეგისტრირებული იყო შპს «ა-ი”, რომელსაც 2005წ. 24 ივნისის მდგომარეობით, წარმოეშვა საგადასახადო დავალიანება 61879 ლარის ოდენობით.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

შპს «ა-ს”, საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, 2005წ. 22 მარტს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა ¹1, რომელიც გადამხდელის მიერ არ გასაჩივრებულა, მაგრამ არც საგადასახადო დავალიანება დაუფარავს. შესაბამისად, შპს «ა-ს” გაეგზავნა საგადასახადო შეტყობინება ¹10 «საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ”, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 2005წ. 25 აპრილს. შპს «ა-ს” 2005წ. 25 აპრილს გაეგზავნა საგადასახადო შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, მაგრამ, მიუხედავად ზემოაღნიშნული ღონისძიებებისა, შპს «ა-ს” საბიუჯეტო დავალიანება არ დაუფარავს.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

საგადასახადო კოდექსის 85-ე, 87-ე მუხლებისა და «საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005წ. 25 იანვრის ¹14 დადგენილების თანახმად, 2005წ. 4 ივლისს ფოთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ გამოიცა ¹196 ბრძანება შპს «ა-ის” ქონების დაყადაღების შესახებ, რის საფუძველზეც 2005წ. 19 აგვისტოს დაყადაღებულ იქნა შპს «ა-ის” ქონება, რომლის ღირებულება 68 908 ლარს შეადგენდა.

ფოთისსაქალაქო სასამართლოს 2005წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; ფოთის საგადასახადო ინსპექციას ნება დაერთო შპს «ა-ის” ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციისათვის, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

შპს «ა-ი” ფოთის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული იყო გადასახადების გადამხდელად. 2005წ. 24 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 61879 ლარის ოდენობით. 2005წ. 22 მარტს შპს «ა-ს” გაეგზავნა ¹1 საგადასახადო მოთხოვნა ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვის თაობაზე. საგადასახადო მოთხოვნა მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა, ასევე‚ არ დაუფარავს საგადასახადო დავალიანება. შპს «ა-მა” ¹1 საგადასახადო მოთხოვნის მიღების შემდეგ არ შეასრულა საგადასახადო ვალდებულება და არ წარადგინა შესაბამისი წერილობითი შესაგებელი.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლი და განმარტა, რომ საგადასახადო მოთხოვნა იყო საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს და მისი შესრულება სავალდებულოა, ხოლოამავე კოდექსის 147.2 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება ჰქონდა‚ უარი ეთქვა წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის შესრულებაზე, ასეთ შემთხვევაში კი იგი ვალდებული იყოსაგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო ორგანოსათვის გაეგზავნა წერილობითი შესაგებელი და დაერთო ყველა მტკიცებულება, რომლებსაც ემყარებოდა შესაგებელი. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი არ შეასრულებდა საგადასახადო მოთხოვნას ან არ წარადგენდა წერილობით შესაგებელს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 147.7 და 820.2 მუხლის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენდა საგადასახადო ვალდებულების აღიარებას და მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

სასამართლოს დასკვნით, მოპასუხის საგადასახადო მოთხოვნა 61 879 ლარის გადახდის თაობაზე, საგადასახადო კოდექსის 82-ე და 147-ე მუხლების თანახმად, აღიარებულად ითვლებოდა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულებისგანხორციელებისა და საგადასახადო მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევის უფლება, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 74.1 მუხლის «ა” და «ბ” პუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ისეთი ღონისძიებები, როგორიც იყო საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა, ქონებაზე ყადაღის დადება, დაყადაღებული ქონების რეალიზაცია, ამასთან, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების რიგითობას ირჩევდა საგადასახადო ორგანო.

სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა იყო სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველეყო საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება წარმოიშობოდა საგადასახადო დავალიანებაზე საგადასახადო დავის დაწყებისთანავე ან აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებასთან ერთად. ეს უფლება საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში ვრცელდებოდაგადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილ ქონებაზეც. საგადასახადო დავალიანების წარმოშობიდან არა უმეტეს 15 დღისა, შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ეგზავნებოდა გადასახადის გადამხდელსა და მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციისათვის. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციის მხრიდან საგადასახადო მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებისას არ დარღვეულა კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხეს შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ამასთან, სასამართლოს დასკვნით, მოპასუხის ქონება აღწერილი და დაყადაღებული იყო საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მოთხოვნათაA სრული დაცვით.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა «ა-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

ფოთის საგადასახადო ინსპექცია სადავოდ ხდიდა 1999-2005 წლებში შპს «ა-თვის” წარმოშობილი მიწის გადასახადის დავალიანების გადახდას, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ შპს «ა-ს” სასოფლო-სამეურნეო მიწები ახალი ათვისებული ჰქონდა, ამ სახის მიწები კი საგადასახადო კანონმდებლობით გათავისუფლებული იყო გადასახადისაგან პირველი 5 წლის განმავლობაში, თუმცა 1999-2003 წლებში საწარმოს ბიუჯეტში შეტანილი ჰქონდა 58, 345 ლარი, რაც კანონმდებლობით ზედმეტად გადახდილად ითვლებოდა. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოპასუხე, ვინაიდან დირექტორს, ფაქტობრივად, შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება საწარმოს წესდების 7.2 მუხლის მიხედვით, რომლის თანახმად, დირექტორის უფლებამოსილება განისაზღვრებოდა 3 წლით. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორ შ. ს-ის მიერ საგადასახადო ინსპექცია არაერთხელ იყო გაფრთხილებული, რომ მისი, როგორც დირექტორის, უფლებამოსილება შეწყვეტილი იყო, ფოთის საგადასახადო ინსპექცია აგრძელებდა მის მიმართ საგადასახადო მოთხოვნების წარდგენას, ნაცვლად იმისა, რომ ეს მოთხოვნა წარედგინათ საწარმოს იურიდიულ მისამართზე. ამასთან, ფოთის საგადასახადო ინსპექციის და შემდგომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მოხდა შპს «ა-ის” საწესდებო კაპიტალის 75%-ის მფლობელის _ «ა-ჯ-ას” უფლებების იგნორირება, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული ფოთის საგადასახადო ინსპექციის სენაკის განყოფილების მიერ 2004-2005 წლებში გაცემული ცნობები შპს «ა-ის” საგადასახადო დავალიანების დაფარვის თაობაზე, ასევე სენაკის გამგეობის მიერ გაცემული დოკუმენტები იმის თაობაზე, რომ შპს «ა-ს” სენაკის რაიონში ახალი აღებული ჰქონდა საიჯარო მიწები, რომლებიც კანონმდებლობით, მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში, გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მოპასუხისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უწყების ჩაბარების გარეშე, ამასთან, აღსრულება დაიწყო «სააღსრულებლო წარმოებათაA შესახებ» კანონით დადგენილი წესის დარღვევით, რაც გამოიხატებოდა სასამართლო აღმასრულებლის მიერ მხარისათვის სააღსრულებო ფურცლის ჩაუბარებლობით. ასევე, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა მოპასუხე მხარის დაუსწრებლად.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ა-მა” არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA პალატის 2006წ. 23 თებერვლის განჩინებით შპს «ა-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს «ა-ს” გაეგზავნა საგადასახადო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ფოთის საგადასახადო ინსპექციამ მიიღო ბრძანება შპს «ა-ის” ქონების დაყადაღების შესახებ, ხოლო 2005წ. 16 აგვისტოს დააყადაღა მოვალის ქონება.

სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 74.1 მუხლის «ა” და «ბ” პუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება, დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ დაცული იყო საგადასახადო კოდექსის 87-ე და 88.1 მუხლების მოთხოვნები დაყადაღებული ქონების ღია აუქციონით რეალიზაციის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-მა”, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასაციის მოტივი:

ფოთის საქალაქო სასამართლომ 2005წ. 30 სექტემბერს სხდომა ჩაატარა სსკ-ის 70-78-ე მუხლების დარღვევით და გადაწყვეტილება მიიღო შპს «ა-ის” დასწრების გარეშე, ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის არ გადაუციათ. 2005წ. ივლისში ფოთის საგადასახადო ინსპექციამ შპს «ა-ის” ქონება დააყადაღა გაფრთხილებისა და დასწრების გარეშე, რასაც საფუძვლად დაედო შპს «ა-ის” მიერ აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და უკანონოდ დარიცხული საურავები, რაც არასწორია, ვინაიდან 1999-2004 წლების საგადასახადო ვალდებულებები შპს «ა-ის” მიერ აღიარებული არ ყოფილა, რადგან საგადასახადო მოთხოვნები მისთვის არავის წარუდგენია, პირიქით, საწარმოს, რომელიც ამ წლებში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა, უკანონოდ დაერიცხა გადასახადები და, შესაბამისად, შპს «ა-ს” ზედმეტად გადახდილი აქვს 58. 345 ლარი. 2005წ. მარტიდან შპს «ა-ი” უშედეგოდ ცდილობდა 2004წ. შემდგომ წარმოშობილი ვალდებულებების დარეგულირებას, რაზეც ფოთის საგადასახადო ორგანომ საქმის გაჭიანურების მიზნით, რეაგირება არ მოახდინა.

კასატორის მითითებით, სასამართლოს 2005წ. 30 სექტემბრის სხდომა ჩატარდა შპს «ა-ის” დაუსწრებლად, რადგან ვერ დადგინდა მოპასუხის ადგილსამყოფელი და უწება ჩაჰბარდა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს. ამასთან, უწყების ჩაბარება მოხდა სსკ-ის 74-ე მუხლის დარღვევით. ასევე არ მომხდარა შპს «ა-თვის” ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა, სასამართლოს სარეგისტრაციო ჟურნალში არსებობს ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შპს «ა-ის” იურიდიულ მისამართზე გაგზავნას. ფოთის სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქმეში არსებობს შ. ს-ის ხელწერილი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, რომელიც სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმის გზავნილს არ წარმოადგენს და ეჭვს იწვევს, რამდენადაც სასამართლომ თავის დროზე ვერ დაადგინა შ. ს-ის ადგილსამყოფელი და ამის გამო უწყება ჩაჰბარდა თვითმმართველობის ორგანოს. ამასთან, ფოთის სასამართლომ აღსრულება ისე დაიწყო, რომ შპს «ა-ს” სასამართლო აღმასრულებლის მიერ აღსრულების შესახებ უწყება არ ჩაჰბარებია. მიუხედავად ამისა, აუქციონი ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთანდაკავშირებით დაინიშნა 2005წ. 9 დეკემბერს, რაც შპს «ა-თვის” ცნობილი არ ყოფილა.

კასატორის განმარტებით, შპს «ა-თვის” ასევე არ იყო ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005წ. 4 ივლისის ბრძანება იჯარით აღებული ქონების დაყადაღებისა და გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. ამასთან, გარდა იმისა, რომ შპს «ა-ი” საკუთარი ქონების დაყადაღებას არ დასწრებია, საგადასახადო ინსპექციამ ყადაღის დადებისას საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულა, მაშინ, როდესაც ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, ყადაღა მოხსნილად ითვლება, თუ 72 საათის გასვლის შემდეგ სასამართლო ყადაღის დადების კანონიერებას არ დაადასტურებს. აგრეთვე, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმად ყადაღა შეიძლება დაედოს პირის საკუთრებაში არსებულ ქონებას და არა იჯარით აღებულ სახელმწიფო საკუთრებას. ასევე არასწორია საგადასახადო ინსპექციის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ყადაღა დაედო არა მიწას არამედ, მასზე არსებულ ნარგავებს, თუმცა სკ-ის 150-ე მუხლის მიხედვით მიწაზე არსებული ნარგავები ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება, ვინაიდან გამოცალკევება შეუძლებელია მათი დანიშნულების დაკარგვის გარეშე. ასევე, დარღვეულია «სააღსრულებლო წარმოებათაA შესახებ” კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც ყადაღის დადება არ შეიძლება მოხდეს მოსავლის აღებამდე ერთი კვირით ადრე, თან შპს «ა-ი” გაიქურდა და საწარმოს მიადგა 300.000 ლარის ოდენობისზარალი. კასატორის მითითებით, შპს «ა-ის” საწესდებო კაპიტალის 75%-ის ფლობელმა სს «ა-ჯ-ამ” საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული მიწის გადასახადის შეღავათების გამოყენების მიზნით, ფოთის საგადასახადო ინსპექციას მიმართა და მოითხოვა 1999-2003 წლებში მის მიერ ზედმეტად გადახდილი 58, 345 ლარით 2004წ. შემდგომ წარმოშობილი ვალდებულების დაფარვა, რადგან 1999წ. იჯარით აღებულ იქნა ახალათვისებული მიწა და, შესაბამისად, მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო გადასახადიდან. საგადასახადო ინსპექციამ 6 თვის განმავლობაში ამ მოთხოვნაზე რეაგირება არ მოახდინა, რათა საგადასახადო მოთხოვნები საწარმოს ყოფილი დირექტორისათვის მისი სასულიერო მოღვაწეობის მისამართზე გაეგზავნა და შპს «ა-თვის” ხელოვნურად შეექმნა საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის პრეცედენტი. ამასთან, სს «ა-ჯ-ა” საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შპს «ა-ის” კანონიერ წარმომადგენლად ითვლებოდა და, შესაბამისად, ითხოვდა კუთვნილი საწარმოს საგადასახადო ვალდებულების შესრულებას. ამ მოთხოვნაზე საგადასახადო ინსპექციამ მხოლოდ 2005წ. 9 ნოემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით უპასუხა, რითაც საწარმოს სამართლებრივი დაცვის საშუალება არ მისცა და მისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და საქმიანობის შეწყვეტა გამოიწვია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2006წ. 11 სექტემბრის განჩინებით შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 მუხლის «გ” ქვეპუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები.

სსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორ შპს «ა-ის» მიერ წარმოდგენილია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებით სს «ა-ჯ-ის» პარტნიორის ნ. პ-თვის გაგზავნილი სენაკის რ-ნის გამგეობის მიმართვით ირკვევა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით სარგებლობისათვის საიჯარო ქირის დავალიანების არსებობის გამო, მათ შორის თეკლათის თემში, გეჯეთის თემში და მენჯის თემში (აღნიშნული მიწის ნაკვეთები ემთხვევა მოვალის შპს «ა-ის» ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტში მითითებულ მიწის ნაკვეთებს, სენაკის რ-ნის გამგეობამ 2006წ. 24 მარტის დადგენილებით საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის შპს «ა-ს» შეუწყვიტა სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას შეფასება უნდა მისცეს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებას, მოიპოვოს შპს «ა-სა» და სენაკის რ-ნის გამგეობას შორის არსებული იჯარის ხელშეკრულება და აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ, დღეის მდგომარეობით არსებობს თუ არა იჯარის ხელშეკრულება მხარეებს შორის, ამასთან, იჯარის ხელშეკრულების კონტრაჰენტს წარმოადგენდა შპს «ა-ი» თუ სს «ა-ჯ-ი».

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს «ა-ს” გაეგზავნა საგადასახადო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რის შემდეგაც ფოთის საგადასახადო ინსპექციამ მიიღო ბრძანება შპს «ა-ის” ქონების დაყადაღების შესახებ, ხოლო 2005წ. 16 აგვისტოს დააყადაღა მოვალის ქონება.

საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის /2004წ. რედაქცია/ 87.3. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით და ძალაში შედის მოვალისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ყადაღის დადებამდე 30 დღით ადრე, წერილობით უნდა შეატყობინოს მოვალეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საგადასახადო ორგანოს მიერ ფოთის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ფოთის საგადასახადო ინსპექციის ბრძანება შპს «ა-ის” ქონების დაყადაღების შესახებ, 2005წ. 16 აგვისტოს მოვალის ქონების დაყადაღების აქტი გაეგზავნა შპს «ა-ის» დირექტორ შ. ს-ეს საცხოვრებელ მისამართზე ქ. სენაკი, ...... ¹5, ხოლო შპს «ა-ის» იურდიული მისამართია ქ. ფოთი, ...... ¹1, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მიუცია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ საგადასახადო ორგანო საგადასახადო კოდექსის /2006წ. რედაქცია/ 46-ე მუხლის საფუძველზე ვალდებული იყო საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა ასევე შპს-ს პარტნიორისათვის _ სს «ა-ჯ-თვის» და საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის /2006წ. რედაქცია/ საფუძველზე განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის გასაგზავი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ხელმოწერილი ხელმძღვანელი/უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ სახელისა და გვარის მითითებით და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გადასახადის გადამხდელს უნდა ჩაჰბარდეს დოკუმენტის დედანი. ამასთან, დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის/ წერილის ჩაბარების თარიღად ითვლება ადრესატის მიერ საფოსტო გზავნილით დოკუმენტის მიღების თარიღი) ან პირადად გადაეცა გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ ან/და კანონიერ წარმომადგენელს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც კასატორი თვლის, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა ასევე შპს-ს პარტნიორისათვის _ სს «ა-ჯ-თვის, 2006წ. რედაქციისაა, მაშინ, როცა სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია 2005 წელს, შესაბამისად მის მიმართ ვერ გავრცელდება კოდექსის 2006წ. რედაქციით მოქმედი ნორმები.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციული აქტები ჩაბარდა თუ არა უფლებამოსილ პირს, ამასთან‚ უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, იყო თუ არა საგადასახადო ორგანო ვალდებული ზემოაღნიშნული აქტები გაეგზავნა საწარმოს იურიდიულ მისამართზე, ხოლო აღნიშნული გარემობების გამოკვლევის შედეგად სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ‚ დასკვნა იმის თაობაზე შპს «ა-თვის” იყო თუ არა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005წ. 4 ივლისის ბრძანება იჯარით აღებული ქონების დაყადაღებისა და გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის87-ე მუხლის ადგენს იმ რეკვიზიტებს და პირობებს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს აქტი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლით დადგენილ პირობებს ფოთის საგადასახადო ინსპქციის მიერ შედგენილი აქტი მოვალის შპს «ა-ის» ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყადაღა შეიძლება დაედოს პირის საკუთრებაში არსებულ ქონებას და არა იჯარით აღებულ სახელმწიფო საკუთრებას. საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის 87.1. მუხლის /კოდექსის 2004წ. რედაქცია/ საფუძველზე განმარტავს, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაედო ყადაღა გადასახადის გადამხდელის/ საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ, ნებისმიერი სახის ქონებაზე, მათ შორის, მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებაზე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.

აგრეთვე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, რომ საწარმოს უკანონოდ დაერიცხა გადასახადები, რამდენადაც მის მიერ საგადასახადო აქტი სასარჩელო წესით სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, გადასახადების დარიცხვის მართლზომიერება სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა და განიხილა მოცემული დავა, რომ არ უმსჯელია სააპელციო საჩივრის ერთ-ერთ მოტივზე, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა მხარის შპს «ა-ის» დაუსწრებლად, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ სათანადო წესით.

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 377.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თავლსაზრისით. ამასთან, სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას ვალდებულია იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის ყველა მოტივზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ უგულვებელყოფილია, არ იქონია რა მსჯელობა სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი ძირითადი მოტივის _ მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვის –კანონიერებაზე, მით უფრო იმ პირობებში, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ საქმე განხილულ იქნა მხარისათვის სასამართლო უწყების კანონით დადგენილი წესით სასამართლოს სხდომის შესახებ შეტყობინების ჩაბარების გარეშე, აღნიშნული გარემოება სსკ-ის 394 «ბ» მუხლის თანახმად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი იქნებოდა.

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 105.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოიპოვოს მტკიცებულებები, კერძოდ, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს კორპორაცია «ა-ჯ-ას» განცხადებას ზედმეტად გადახდილი თანხების მომავალი წლების ანგარიშში ჩათვლის შესახებ მიეცა თუ არა საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასება, საგადასახადო ორგანომ იმსჯელა თუ არა აღნიშნულ განცხადებაზე და მიეცა თუ არა მას შესაბამისი რეაგირება საგადასახადო ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 412.2 მუხლის თანახმად არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 257-ე, 372-ე, 386-ე, 399-ე,412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 23 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.