საქმე N 010100123007523780
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1016აპ-24 16 დეკემბერი, 2024 წელი
მ-ე გ., №1016აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, კანონთან კონფლიქტში მყოფ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-სა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კანონთან კონფლიქტში მყოფი გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. გ. მ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით შეუმცირდეს ორი მესამედით და განესაზღვროს 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გ. მ–ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რაზეც გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი და საბოლოოდ განისაზღვროს – 2 წლით, 1 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.
7.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2023 წლის 9 ივნისიდან.
9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
10. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
„....... ბანკის“ და „....... ბანკის“ პლასტიკური ბარათები, ფულადი თანხა და გ. მ–ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე