Facebook Twitter
3კ-1451-02

3კ-1451-02 23 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციაში გაუტარებლობისა და ძალაში შეუსვლელობის აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “უ.-ს” სარჩელი და შპს “უ.-სა” და სს “ბ.-ს” შორის 1999წ. 6 მაისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა, რომ არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი არ არის ძალაში შესული.

რაიონულმა სასამართლომ მითითებული სარჩელი განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება შეიძლებოდა საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

სს “ბ.-მ” 2002წ. 26 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმიინსტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას მიმართა სააპელაციო საჩივრით.

მითითებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი 2002წ. 7 აგვისტოს განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც სახელმწიფო ბაჟის სახით სათანადო თანხების გადაუხდელობის გამო წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანად მიიჩნია და აპელანტს ხარვეზის შესავსებად მისცა 10 დღიანი ვადა.

2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

2002წ. 7 ნოემბერს სს “ბ.-მ” კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 7 აგვისტოსა და 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატისათვის გადაცემა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ნაცვლად ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისა კანონის დარღვევით განიხილა სამოქალაქო, სამეწარმეო და აგკოტრების საქმეთა პალატამ, რის უფლებაც მას არ გააჩნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეტანილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდგომი განხილვის მიზნით იგი საქმესთან ერთად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ზემოთ მითითებული სასარჩელო განცხადება რაიონულმა სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილშიც მიეთითა, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეიძლებოდა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა სააპელაციო პალატაში. სს “ბ.-ც” სააპელაციო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

საქარვთელოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამრათლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს.

თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტარციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სსკ-ს დებულებანი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს ადმიინსტარციულ სამართალწარმოებაში გადაწყვეტს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამრეო და გაკოტრების საქმეთა პალატა უფლებამოსილი არ იყო გადაეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე შესული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, მითუმეტეს მაშინ, როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადაწყვეტის საკითხს სამოქალაქო საპრცოესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შედარებით განსხვავებულად წყვეტს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილული საქმეებზე შესული სააპეალციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისმა პალატამ, ანუ საოლქო სასამართლოს ადმიინსტარციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ბ.-ს” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 7 აგვისტოსა და 28 ოქტომბრის განჩინებები და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართილსა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.